Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166443-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166443-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

07.07.10 01:34 Tatusha
ხვალე ბოლო დღე მაააააქვს 9 კილო დავიკელი და შენარჩუნების დღეებს ვიწყებ მაგრა მიხარია :) თქვენც წარმატებებს გისურვებთ ვინც ამ დიეტაზე ხართ
06.07.10 14:15 natalinato
მაინტერესებს ამ დიეტაში ზოიერთი რამე რომ არ შეჭამო შეიძლება?მაგალითად მე-3 დღეს ყველაფერი რომ ჭამო გაროხის გარდა ეფექტი იგივე ექნება?
06.07.10 00:31 Nitsa
ცხოვრებაში ერთხელ დავიცავი ეს დიეტა
ახლა ყველაზე ძალიან მჭირდება, იმიტომ, რომ ორსულობის ზედმეტი 25 კილო მაქვს შემორჩენილი, მაგრამ ვერ ვიცავ, ვერაფრით ვაიძულე საკუთარი თავი
არ ვიცი რატომ, მიზეზს მართლა ვერ ვხვდები
05.07.10 15:28 pikria_5
გთავაზობთ საზაფხულო ფასდაკლება!!! სხეულის კორექცია,წონაში დაკლება,ცელულიტის დაშლა (სპეციალური აპარატით უმტკივნეულოდ)გარანტიით!!!კანის და მოდუნებული კუნთის გამკვრივება,სტრიები,მასაჟი თაფლით,ვაკუუმით,შოკოლადით,ანტიცელულიტური კრემებით, ტალახით,კლასიკური ვარჯიშებით,სწორი კვების შერჩევით,მობ.858108986.ტელ.398248
04.07.10 17:56 tokiakoo
გამარჯობათ. მაინტერესებს თუ შეიძლება ამ დიეტის დაცვა 13 წლის ბავშვისათვის?
03.07.10 23:30 Tatusha
nanka18 25 ლარი მივეცი ყიფშიძეზე ჯი-პი-სი-ში ეხლა ფასდეკლებაააა ადრე 35 ღირდა, მაგრამ იცოდე რომ ყველა ჯი-პი-სის სხვადასხვა ფასი აქვს იმიტომ დაგიკონკრეტე რო ყიფშიძეზე ყველაზე იაფია და კიდევ მარტო ერთი კურსი საკმარისი არააა მე მეორე დავიწყე
03.07.10 18:39 niniko25
ზალიან დიდი გამოცდილება მაქვს დიეტების,,,,,,,,, რო ვიცი მაგიტომ ვიზახი რომ მე დამიკლია 25 კილო ერტ ტვესში ვარჯისჰიტ და საერტო არ გამფუცჰებია კანიპირიქიტ....
03.07.10 16:03 khati23
ნანკა დაახლოებით35ლარი ჯდება
03.07.10 15:46 nanka18
გამარჯობათ. გოგოებო კილო კილერის ერთი კურსი მიინდა ჩავიტარო და ხომ არ იცით რა ხირს?
03.07.10 15:10 >>>maiko<<<
Tatusha გეთანხმები 100% ვისაც არ უნდა ნუ დაიცავს რა, მე ძააან კმაყოფილი ვარ, არანაირი ჩამოწელილი კანი და ა.შ. ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა ამ დიეტის წყალობით ვინც იცავს კი ყველას წარმატებებიიი
03.07.10 00:28 Tatusha
გეთანხმებით რაც უფრო დიდი წონაა მით უფრო მეტს იკლებენ მე პირადად 10-ზე მეტი არასოდეს არ დამიკლია მაგრამ მაგითაც კმაყოფილი ვარ და არც კანი ჩამომწელვია ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ვისაც არ მოსწონს ეს დიეტა არავინ აძალებთ და ხალხს ვისაც დაწყებული აქვთ სტიმულს ნუ უკარგავენ, თუმცა მე მაგრა მკიდია
02.07.10 23:24 irakli1981
საიდან მოიტანეთ 20 კილო კიმაგრამ? :) მაქსიმუმ 13-15 კილოგრამს იკლებ ისიც თუ მძიმე წონა ხარ...

მშვენიერი დიეტაა ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ
02.07.10 23:24 niniko25
მე ვიცი რომ ამ დიეტით ძაან ბევრმა ადამიანმა დაიკოლო ცონაში 15 20 კგ-მდე ,ისე რაცუფრო დიდია წონა მითმეტს იკლებ
02.07.10 17:38 Tatusha
აუ ვისაც გვჯერა გაგვატარეთ რაააააააააა, :))))) სამაგიეროდ 80 კილო მაინც არ დავდივარ და საკუთარი თავი ძალიან მომწონს როცა 10 კილოს ვიკლებ ამ დიეტით, რაც შეეხება 20 კილოს კაციშვილს არ დაუკლია ამ დიეტით 20 კილო 7 დან 10 კილომდე იკლებს უმეტესობა, და რაც შეეხება კანის ჩამოწელვას ტრაკს თუ გაანძრევ და ცოტას ივარჯიშებ ნამდვილად არ ჩამოგეწელებათ კანი და არც სხვა რამე :))))))))) ვოტ
02.07.10 15:50 magduna
აუ შენ გაიხარე რააა მაგას ვყვირივარ საუკუნეა და არავინ მისმენს მართალია ხალხნო რასაც ამბობს ეს ადამიანი გააკონტროლეთ თქვენი თავი თქვეენ.ნელ ნელა შეამცირეთ კვება ცომეულსმოუკელით ცოტა და ასე შემდეგ.ერთ ჭამაზე ნახევარ კილო პეჩენიას თუ არ შეჭამთ კაი იქნება.ნელა დაიკლოთ ჯამრთელად და არც ხორცები დაგეკიდოთ არც კუჭი დაიავადნყოპოთ არ გირჩევნიაათ?შეეშვიტ ამ დიეტებს რააა D A A V A D M Y O P D E B I თთთთთთთ
02.07.10 12:16 gion
ეს უგულავა მგონი რო ბოდავდა, მაშინ გამოიგონა ეს დიეტა.
ერთ თვეში 20 კილოს დაკლება როგორ შეიძლება ჯერ ერთი? ნებისმიერ დიეტოლოგს კითხეთ - ორგანიზმისთვის ძალიან დიდი სტრესია და შეიძლება რამე დაავადება აიკიდო.
ოპტიმალურია 3-4 კილოს დაკლება თვეში.

ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) - ეს საერთოდ სასაცილოა.

ამ დიეტას რომ მორჩებით უფრო სწრაფად დაიბრუნებთ იგივე წონას ვიდრე დაიკელით - მეტს თუ არა.

და 20 კილო რომ დაიკლო ამ დიეტით კანი ვერ მოასწრებს დაპატარავებას და ივლით ჩამოწელილი კანით ))

ხო და კიდე - ეს კილოგრამები რასაც იკლებთ არის: 1. წყალი, 2.კუჭს ასუფთავებთ და რაც მთავარია 3.ბოლო კუნთებს წვავთ.

მოკლედ მაგარი დებილობაა ეს დიეტა ვოტ.

02.07.10 11:23 Tatusha
tekla_giorgadze ასაკზე არაფერი არ წერია მაგრამ ექიმს ვკითხე და აბსოლიტურად უვნებელიაოოოო ვიტამინებით სავსეა და მთლიანად ხილის და მცენარეების რაღაცეებზეა დამზადებული დღეში 3 შუშხუნა ტაბლეტი უნდა დალიო სხვადასხვა არომატით, დილის ვარიანტი - ხელს უშლის ცხიმების შეწოვას, შუადღის ვარიანტი - გამოდევნის ორგანიზმიდან ცხიმებს და საღამოს ვარიანტი - მთელი ღამის განმავლობაში წვავს ცხიმებს ასე რომ კაი რამეა უკუჩვენებაც არააქვს წარმატებები :)
02.07.10 11:19 Tatusha
როგორ ხართ თანამებრძოლებო :) მე უკვე მეოთხე კვირა დავიწყე და 7 კილო მაქვს დაკლებულიიიიი ძალიან მიხარია, კილო-კილერს რაც შეეხება პირველი კურსი ჩავამთავრე და მაინცდამაინც კმაყოფილი არ დავრჩი მაგრამ მერე მითხრეს რომ მარტო 1 კურსი არაფერს არ გიზამდაოოო ხოდა მეც კიდევ ერთი კურსი ვიყიდე და დღეს დავიწყე იმედია მესამე აღარ დამჭირდება :))) ჩემი დაპატარავებული ჯინსებიც მეტევაააააააააააააააააააააააააააა
02.07.10 03:05 irakli1981
>>>maiko<<<
13 კგ დავიკელი

niniko25
ბულიონი უბრალოდ ხორცის ნახარში რა, მე ნიორსაც უშვებოდი ოდნავ, დანარჩენი არაფერი შეიძლება, კიტრი და პომიდორი კი მწვანილების გარეშე აუცილებლად
01.07.10 18:37 niniko25
რა ვერ გავიგე და ეს ბულიონი და ესბოსტნეულის სუპი რა პროდუქტით უნდა მომზადდეს?
და კიდევ კიტრის და პამიდორის სალათს მწვანილები უნდა ?
ესენი მაინტერესებს
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია