Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166449-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166449-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

29.08.10 00:28 nati_nati_natia
ორსჰაბატიდან ვიწყებ, არადა სჰაბატს გერგეთში მივდივარ :D მაგარ დროს გავატარებ :D ხალხო ხომ ყველაფერი უმარილო უნდა ვჭამო?
21.08.10 04:24 Ostati
ამ შენარჩუნების დღეებს ვერ დავეწიე და იქნებ ვინმემ ამიხსნათ.. ეს ეგრევე ებმება დიეტას თუ მერე რაღაც პერიოდის შემდგომ თუ როგორ?.................მესამე კვირის ბოლო დრე მაქვს და ზღვაზე მივდივარ ხო მაგარს მოვილხენ კილონახევარი ვაშლით :D
15.08.10 14:31 dugu
გოგოებო მე ბოლო 5 დღე დამჩა შენარჩუნების და უკვე 10 კილო დავიკელი :)
14.08.10 23:18 Elisabed
ჩაი რომ წერია, მწვაე ჩაი უნდა დავლიო თუ?
14.08.10 23:16 Elisabed
იციტ,რა მაინტერესებს? აი, რძეს ვერ ვიტან და, რამე რომ ჩავანაცვლო რძეს არ შეიძლება? ან არაფერი რომ არ ვჭამო?:(( კიდევ მაინტერესებს, დილაობით უზმოზე თუ შეიძელება ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი დავლიო. კუჭზე მაქვს პრობლემა და რამდენიმე დღეა რაც ვსვამ და არ მინდა შევწყვიტო.
გთხოვთ მომწერეთ ვინც იცის....
12.08.10 15:45 daduna
მე კილოკილერი ელენე გიორგაძის კლინიკაში დამინიშნეს, ორ კვირიანი კურსია დGეში სამ ტაბლეტს სვამ,სამივე სხვადასხვაა,დილას შუადღეს და საგამოს,თავისი დროები აქვს, დიდად შედეგი არ მქონდა,1 კილო დამაკლებინა ოგონდ ვარჯიშის ფონზე, თუმცა ძალიან კარგია იმ მხრივ, რომ მომატების საშუალებას არ გაძლევს, ცხიმებს იწოვს
10.08.10 12:33 tatuli1980
მე დავამთავრე ეს დიეტა და დავიკელი 5 კგ.500 გრ, ვიყავი 65 და . დიეტის მერე დამშეული არ ვარ და ვაგრძელებ სწორ კვებას ანუ საშუალოდ ვიკვებები. რაც შეეხება წყალს ზაფხულში მართლაც ძნელია 4 ჭიქა წყალზე ყოფნა, ასე რომ ზამთარში ჯობს ამ დიეტის დაცვა. ყველას წარმატებებს გისურვებთ.
09.08.10 13:35 roko1905
ბულიონი ბოსტნეულის გარეშე წერია აქ ანუ ნახარში უნდა მიირთვა აი ქატამს რომ მოხარშავ ის ნახარში იგულისხმება. საქონლის ხორცს რომ მოხარშავ ის ნახარში იგულისხმება. ხოლო ბოსტნეულის სუპში კი რა ბოსტნეულიც გინდა ის ჩაყარეთ და ისე მოამზადეთ. წარმატებები.
09.08.10 10:21 marischa
მაინც ვერ გავიგე ეს ბოსტნეული როგორ კეთდება ზოგი მეუბნება ბოსტნეულს ვყრი |ჩვეულებრივად და ვხაეშავპ არადა აქ წერია ბოსტნეულის გარეშEო,დაწერეთ რა ვინმემ ვისაც გამოგვიცდიათ ეს დიეტა
08.08.10 17:50 roko1905
ერთი გამაგებინეთ ამ დიეტის ხანგრძლივობის მანძილზე დღეში საშუალოთ რამდენი ლიტრ წყლის დალევა არი შესაძლებელი წყალი არსად არ წერია რაშია ამ დიეტის შინაარსი თუ კი 3 ლიტრ წყალს დალევს ადამიანი და მეორეს მხრივ თუ კი ვინმემ იცის წლის რომელ პერიოდში უმჯობესია დაიცვა ეს დიეტა. როგორც მოგეხსენებათ გლობალური დატბობების გამო ორგანიზმი ზაფხულის განმავლობაში უზომო რაოდენობით მოითხოვს სასმელი წყლის მიღებას,ჩემის აზრით ეს დიეტა ალბათ ჯობს რომ შემოდგომა ზამთრის პერიოდში იყოს დაცული.
ყველას წარმატებებს გისურვებთ.
05.08.10 18:51 nino111
tatuli 1980 წარმატებებიი, მარა თავს ნუ გაწირავ, დამიჯერეე, მე მსუბუქად ვიკვებები, ისედაც ამ სიცხეში არ მაქვს ჭამის მადა, და ვინარჩუნებ რაც მოვიკელი :)))
პრინციპში 10 დღეში 3 კგ. მოვიკელი:)))

04.08.10 13:18 tatuli1980
NINO 111 დგეს ისე სუსტად ვარ დიეტის მეოთხე კვირის მესამე დღეზე ვარ :)) დავიკელი სულ ამ ეტაპზე 5კგ და 500 გრამი. მე ვფიქრობ სულ მთლიანობაში დავიკლებ 7 ან 8 კილოს ვნახოთ შედეგს დავწერ აუცილებლად:))
04.08.10 11:13 nino111
ყველას წარმატებები და გაძლება ამ დიეტებიის:)))))
04.08.10 11:12 nino111
ეეჰ, თათული 1980 ნეტა შენ რომ ასეთი შემართებით ხარ და აგრძელებ დიეტას... მე მე-11 დღეს ისე ცუდად ვიყავი, წნევა დაბალი მქონდა და სუსტად ვიყავი, და ვეღარ გავქაჩე:((( 10 დღეში 3 კილომდე მოვიკელი...:(
03.08.10 17:09 tatuli1980
ამ დიეტის დროს არაფრით არ შეიძლება ანტიბიოტიკებისა და ძლიერი პრეპარატების მიგება. სამწუხაროდ მე ეს ვერ გავითვალისწუნე და გუშინ მაგაზიაში გავიშხლარტე:(( მაგრამ დიეტა არ დავარგვიე და ახლა მეოთხე დასკვნით კვირაზე ვარ:) ისე რაღაც ფორუმი აღარ აქტიურობს რა ხდება ნუთუ ხალხი აღარ დარჩა თბილისში? თუ დიეტები მოგბეზრდათ? ან იქნებ ყველანი გახდით და ერტი მე დავრჩი მსუქანი არა მაგრამ საშუალო ტანიის:)) გააქ
30.07.10 21:50 ninia87
გამარჯობაათ:)
ე.ი მინდა გითხრათ რო ორი კვირა სრულდება კვირას რაც ამ დიეტაზე ვარ და 4-5 კილო მაქსიმუმ მექნება დაკლებული, ეს ძალიან ცოტააა ნამდვილად :(
1.77 სმ. ვარ სიმაღლეში და ეს დიეტა რო დავიწყე 71 კილო ვიყავი, ძაან მინდა 60 კილოზე ჩამოსვლა ვერ მივაღწიე მაგ შედეგს :)
მაგრამ ერთ რამეს მივხვდი, ოს იკლებს იმდენს რაც აქ წერიაა, ვისაც მართლაც ზედმეტი წონა აწუხებ, ჩემი თვალით მაქვს ნანახი მასეთი ხალხი :) და ყველა ამბობს რო ბოლო კვირას აქვს ეფექტიოო და მეც ველოდებიი ამ ბოლო კვირას :)
მოკლედ ყველას წარმატებები და ზედმეტი კილოგრამების დაკლებაა :)








30.07.10 21:46 ninia87
გამარჯობაათ:)
ე.ი მინდა გითხრათ რო ორი კვირა სრულდება კვირას რაც ამ დიეტაზე ვარ და 4-5 კილო მაქსიმუმ მექ
29.07.10 18:48 KE-ITI
გამარჯობათ! როგორ ხართ?მე ცოტახნის წინ მოვრჩი ამ დიეტას და ხუთი კიკოს მეტი ვერ დავიკელი.ძალიან ცოტაა მტელი თვე იწვალო და 5 კ.გ. დაიკლო.თან ვამჩნევ თითქმის ისევ ვიწყებ დაკლებულის აკრეფას და მთელი ძალით ვბრძოლობ. კილო კილერს რაც შეეხება ერთი კურსიცკი ვერ დავამთავრე ბოლომდე კუჭიზე შემექმნა პრობლემები.საერთოდ შუშხუნა აბები კუჭზე მოქმედებენ და გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ ამ მომენტს.ისევ ჯობია კვება აკონტროლო და ისე დაიკლო.
წარმატებებს გისურვებთ ყველას
29.07.10 13:39 tatuli1980
მესამე კვირას ვასრულებ 4 დღეში და დავიკელი 4,500 კგ.
28.07.10 14:30 NINISHA
ჯერ ორი კვირა გავიდა და საგრდზნობლად დავიკელი :))
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია