Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166407-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166407-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

22.10.10 11:36 nuni34
nini_niniko კიიი...ვამტავრეებ და ძალიან მიხარია.ეხლა დავასკვენი რომ თუ ნებისყოფას გამოიმუშავებ,უკვე ძნელი აგარაა დიეტაზე ყოფნა.მე ბევრის დაკლება მინდა და ამას რომ მოვრჩები,ანუ ორშაბათიდან ადვოკატის დიეტას ვიწყებ)))ასე ხანგრზლივად ცხოვრებაში არ ვყოფილვარ დიეტაზე...აბა თქვენც გისურვებთ ყველას წარმატებებს...
22.10.10 00:25 nini_niniko
ბარამბო- რავიცი ეხლა აღარ მომეჩვენა ისეთი უგემური:)) და ვჭამე. მე 10 კილოს დაკლება მინდა და მგონი ბევრია. ნინი34 - ამთავრებ უკვე ბოლო კვირაზე ხარ? :)))) ყოჩაააღ:)))))))
21.10.10 20:24 nuni34
3 დგეგა დამრჩა და ორშაბატს მოგახსენებთ საბოლოო შედეგს...
21.10.10 20:10 Barambo
ნინი_ნინიკო ჩემთვისაც ისე ნელა გადის დრო.......... კაია ესე რო ქაჩავ & ნებისყოფა გაქვს. მე ბევრის დაკლება არც მინდა ამიტო 1 კვირიანს ვაკეთებ. როგორ ჭამე ჰოლანდიური? :|:|
21.10.10 12:13 nini_niniko
ხვალ ფორთოხალს შევჩააამ :P აუ ძაან მინდა გახდომაა :(( 60 კილო მინდა ვიყოო, :(((
21.10.10 12:09 nini_niniko
ცოტა საღამოობით მშივდება იმიტომ რომ გვიან ვიძინებ, მაგრამ ვუძლებ, საერთოდ აღარ მეძინება ამ ბოლო დროს :(((
21.10.10 12:06 nini_niniko
ნინეეეე- რამდენი? ერთი თვე, ერთთვანია ეს დიეტა, დარღვევა არ შეიძლება , მე არსად მეჩქარება და დავიცავ, თუ უცებ გინდა გახდომა სხვა დიეტას გირჩევ, შენარჩუნების დღეებიც მინდა გავაკეთო კარგად თუ დავიკელი გავაკეთებ, დღეს დილით ავიწონე და 68 და 500 ვარ :))) მგონი კაი შედეგია 4 დღეში, 71 ით დავიწყე ,
21.10.10 12:05 mistery_100
ცოტაც და ისე მალე გავა ვერც გაიაზრებ :D
20.10.10 23:58 nineeeeee
რამდენი დგე უნდა იყო ??
20.10.10 23:50 nini_niniko
მეოთხე დღე დავამთავრე, რა ნელა გადის დროოოო :((((((((
20.10.10 14:21 mistery_100
საერთოდ არ მიმიქცევია პროცენტისთვის ყურადღება არასდროს.მე ნიკორაში ვყიდულობ შეფუთვით იყიდება.ზოგჯერ 214 ან 200 რაღაც გრამიანს და ზოგჯერ 100რაღაც გრამიანია ზუსტად 100 არ არის და შუაზე ვჭრი და საკმაოდ გემრიელია როცა პატარა ნაწილებად ჭრი ყველს და ლორს და შავი პურის პატარა ნაწილებთან ერთად ჭამ!
20.10.10 01:27 nuni34
ann-1002@mail.ru გილოცავ,მიხარია რომ დაიწყე დაკლებააა
20.10.10 01:21 ann-1002@mail.ru
დღეს ავიწონე მე3მე კვირა დავიწყე და 4 კილო მაქვს მოკლებული:))
20.10.10 01:14 nini_niniko
ბარამბო მეც ხვალ მაქვს და საშინელებაა ზიზღიტ ვჭამ,100 გრამი დამრჩა და მერე მაღალპროცენტიანს ვიყიდი, მაგრამ ჯერ ვერ ვატყობ წონის მოკლებას ;((((
19.10.10 21:42 Barambo
მეც ამდიეტას ვიცავ და დღეს ეს ჰოლანდიური ყველი რომ ვიყიდე ყველაზე დაბალი რომელიც ვიკითხე 40% იანი იყო.. ფერით- სტაფილოსფერიაა :D ხვალ მაქვს ამის ჭამის უფლება და ძაან საინტერესოა რანაირია.ყველას წარმატებები ! დაწერეთ რეზულტატები აუცილებლად
19.10.10 21:29 nuni34
nini_niniko სჰენ ტვიტონ დაატვალიერე მაგალ პროცენტიანი ცხიმიანობა უნდა ეწეროს...მე საზგვარგარეთ ვარ და არ ვიცი საქართველოში შეფუთვით იყიდება თუ წონით???უნდა ეწეროს ზედ რამდენი პროცენტიანი ცხიმი აქვს...
19.10.10 20:28 nini_niniko
ნინი34- როგორი ყველია ეგ რა უნდა ვუთხრა?როგორ ვიყიდო? მე ჯერჯერობით ისევ 70 ვარ, ხან 69 ს უჩვენებს , ეჰ , იმედია დავიკლებ და ტყუილად არ ვიწეწები :დ
19.10.10 17:50 nuni34
mistery_100 ძალიან კარგია,აბა წარმატებებიიიიიიიიიი
19.10.10 12:33 mistery_100
mariami236 უგულავას ჰგავს კი არა უგულავააა :D გოგოებო ძალიან გამიხარდა თქვენი ამბები.მე ეხლა დავიწყე და 4-ე დღეზე ვარ.2კვირა მქონდა შესვენება თუ 3ი უგულავას დიეტი მერე და სხვათაშორის ეხლა უფრო გამიჭირდა.ყველაფერი მინდა.თუმცა თავიდან სულ ესეა ხოლმე : ) ყველაფერი კარგად იქნება
19.10.10 11:43 nuni34
და კიდევ...რაც წინა კვირას 1 კვირაში დავიკელი,ეხლა 1 დგეში მომაკლდა იმდენიიი...მე მგონი ბოლო კვირას მარტლა საკმაოდ ბევრს იკლებ.ერტი სული მაქვს როდის მოვრჩები რომ საბოლოო შედეგი ვნახო.მარტლა კარგი დიეტააა,მაგრამ ტუ არ გააგრძელე,ან შენარჩუნების დგეები არ გააკეთე,შეიძლება ორმაგი მოიმატო ცოტა ხანში.ძაან კარგ ხასიატზე ვარ,ასე რომ ვიკლეეებ....
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია