Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166390-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166390-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

11.11.10 12:54 amellie
რავიიი,ყველა მაგას მეუბნება რათ გინდაო,მაგრაამ ცოტა დამძიმებულად ვგრძნობ თავს,ჩემ წონას ვარ შეჩვეული და მაგიტომ :შ ისე,მე შეიძლება ვერც გავხდე ხო? :( ეჰ ვაშლი მივირთვი დილით და ეხლა ველოდები როდის მოვა სადილის დრო :D:D:D
11.11.10 01:12 mariam..mariam
amellie მაგ ბულიონის ამოგებით არაფერი არ მოხდება არც მე არ ვჭამ არ მომწონს და ისე შენ რათ გინდა გახდომა? :))
10.11.10 23:31 amellie
გამარჯობაა,ბავშვებოო! მეორე დღეა რაც ამ დიეტაზე ვაარ,მეგობარმა ჩამაწერინა,რომელმაც ეს ბულიონი და ბოსტნეულის სალათა საერთოდ ამოიღო და ეხლა რო ვნახე გამისკდა გული,რამე დავაშავე დღეს რომ არ ვჭამე ბულიონი? :D მე 172 ვარ სიმაღლეში და 58 წონაში,სულ რაღაც სამი კილოს დაკლება მინდა და იმედია დავიკლეებ და ტყუილად არ ჩაივლის ჩემი წვალება :D:D რაც მუშაობა დავიწყე მოვიმატე ორი კილო,ამ ხაჭაპურებმა და კუბდარებმა მიყო ეგ :D შედეგი თუ მექნება აუცილებლად დავწერ ))))
09.11.10 21:13 mariam..mariam
მე 60 ვარ და მინდა რო 52 ვიყო :( იმედია დავიკლებ ცოტას მაინც
09.11.10 15:00 mistery_100
mariam..mariam 68კილო ვიყავი და 60-მდე 58მდე ჩამოვედი.მერე აღარ მივაქციე ყურადღება თორემ დიდი ხანი ვინარჩუნებდი.



anastasia44 მოუხარშავი კი არა საერთოდ ჭამა რომ შეგიძლია უკვე კარგია,როგორიც გინდა ჭამე.მე სრულიად ამოჭებული მქონდა!
09.11.10 14:12 anastasia44
mistery_100 გაიხარე გამხნევებისთვის :))და რომ არ გეზარება პასუხების გაცემა :))) რა მაინტერესებს კიდე,..ეს გაროხი რო არი მოხარშული არ შეიძლება არ მოვხარშო და ისე ცალკე შევჭამო მოუხარშავი?
09.11.10 13:29 mariam..mariam
mistery_100 რამდენი კილო იყავი ამ დიეტით რო დაიკელი ?ძაან გთხოვ მითხარი რა :(
08.11.10 22:58 mariam..mariam
მე ტომატის წვენის მაგივრად პამიდორი ვჭამე და არაუშავს??? და კიდე შემეშალა მე მეგონა ერთი ბოთლი კეფირი უნდა დამელია და 1 ბოთლი დავლიე და თურმე 1 ჭიქა ეწერა :(((((((
08.11.10 18:47 mariami18
mistery_100 მადლობა რჩევისთვის,გავითვალისწინებ :*:*
08.11.10 16:01 mistery_100
acid_rain anastasia44 ვაიმე ხალხო არც იფიქროთ რატო მეტი არ დავიკელი და ეტყობა ვერ ვიკლებ.თავიდან ეგრეა.პირადად ვამბობ კიდევ ერთხელ მე 2კვირა მხოლოდ ვიზუალურად მეტყობოდა და მესამე კვირას მთელი 10კილო სასწორზე დამეტყო და არა მარტო სხეულზე.ზემოთ წერია კიდე ერთი პერიოდი ჩერდება კიდეც კლება სასწორზე.არ გაჩერდეთ მართალია ამჯერად სხვა დიეტას ვიცავ იმიტომ რომ ორგანიზმი უგულავას შეეჩვია,მაგრამ ყოველთვის შემოვალ და გიბალენშიკებთ!!!!


mariami18 ძმარს შეეშვი!მართალია ახდუნებსო მაგრამ ნუ გაიფუჭებ კუჭს!რჩევაა
08.11.10 13:12 mariami18
ახლა 1 კვირა ქულების დიეტას ვიცავ და მერე ამაზე გადავდივარ.ისე,ბავსჰვებო,დიეტის პარალელურად ვასჰლის ძმრის მიგება უპო ახდუნებს ,ხო? ან რა დროში რა შედეგს იძლევა ვაშლის ძმარი,არ იცით? :*
08.11.10 12:31 Lika231
გამარჯობათ მე დგეიდან დავიწყე ეს დიეტა და ვნახოთ რა იქნება შედეგს დავწერ აუცილებლად 10კილოს დაკლება მინდა ყველას წარმატებები
08.11.10 11:25 anastasia44
ჩემთვისაც მერვე დგეა და 3 კილო დავიკელი :( ესე მეუბნებიან ბოლოს იკნება შედეგი არ შეგეშინდესო, თუმცა მაინც მაფიქრებს ეს ამბავი რატომ მეტი ვერ დავიკელი :(
08.11.10 08:37 acid_rain
დღეს მე8 დღეა და მხოლოდ ორი კილო დავიკელი :( იმედია ტყუილად არ ვწვალობ და კიდევ დავიკლებ. ერთი კვირის შემდეგ ისევ დავწერ შედეგს.
07.11.10 16:02 mariam..mariam
მე გუშინ წინ დავიწყე ეს დიეტა ძაან მინდა გახდომა 8 კილო მინდა რო დავიკლო:( და იმედია დამეხმარება თკვენ რას მირჩევთ? და კიდე მაინტერესებს მეოთხე კვირა რო არ გავაკეთო რა მოხდება??
07.11.10 14:22 liz
გოგოებო ხვალ დიდი დღეა:D ამ დიეტას ვიწყებ და იმედია გავალ ბოლოში,(ცოცხალი რა თქმა უნდა) :D
შედეგებს დავწერ ხოლმე,ყველას წარმატებები,უი რა უნდა მეკითხა ეს ბულიონი რომ წერია ქათმის ან ხორცის ნახარში ხო?ვაიმე რა საშინელება იქნება წარმომიდგენია
05.11.10 19:45 lalita32
პრივეტ გოგოებო მე საკმაოდ დიდი წონა მაქვს დასაკლები მე-5 დღეა უკვე ჯერ 2 კილო დავიკელი .ვნახოთ აბა რა იქნება დავწერ აუცილებლად.3წლის წინ დავიკელი ემ დიეტით 12კილო და მერე გავაგრძელე ქულების დიეტა და საბოოლოდ 20კილომდე დავიკელი
04.11.10 15:46 anastasia44
anakonwi -24 ვაიმე რა მაგარიაა ესეთი შედეგი,.მეც ეგრე 73 გავიყინე ორსულობის მერე, ანუ 20 კილო მოვიმატე და 15 დავიკელი თავისით, დამრჩა 5 კილო და თუ 7 მომაკლდება არც მაგაზე ვარ წინააღმდეგი :) ჩემი ცონა ეგრეა 65-66 კილო რადგან მაღალი ვარ 1.83 სმ და 60 რო ჩამოვიდე საშინელება ვიქნები, მაგრამ ალბათ არც დავიკლებ მაგდენს მე ესე მგონია. დღეს მეოთხე დღეა და 2 კილო დავიკელი, ეს კარგი შედეგია? მე არასდროს დამიცავს დიეტა და ვერ ვხვდები რა ტემპით უნდა ცავიდეს კლება. და იცი რა მაინტერესებს anakonwi -24 ცონას როგორ ზომავდი სასწორით, მე თვალით ვზომავ და ვყოფ და სუ მეშინია ზედემეტს არ ვჩამდეთქო.acid_rain მადლობა პასუხისთვის
04.11.10 15:31 anakonwi -24
გამარჯობა ყველა, მე კვირას ვამთავრებ ამ დიეტას და არაჩვეულებრივი შედეგი მაქვს :):) ორსულობაზე მოვიამტე 30 კილო :( თავისით ჩამოვედი 72კგ და გავიყინე. დავიწყე ეს დიეტა და ეხლა ვარ 60 კილო :)მართლა , მაგარი დიეტააა. რაც შეეხება ბულიონს,პირადად მე გალინა ბლანკას კუბიკს ვყოფდი შუაზე და იმას მივირთმევდი, არც ცუდი დასალევია და თან კუჭისმოქმედებისთვის წვნიანი აუცილებელია. ყველას წარმატებას გისურვებთ :) საბოლოო შედეგს აუცილებლად დავწერ.ალბათ 58 კგ ჩამოვალ:*
04.11.10 14:44 T.D.
ხალხნოოო გამარჯობა! მე ხვალიდან ვიწყებ ამ დიეტას... ვისაც გსურთ შემომიერთდით რა, ერთად უფრო ადვილია.... მოკლედ დღეს ავიწონეები საღამოს და ზუსტად დასრულეის მეორე დღეს დავწერ შედეგს... ანუ თავის წონის შენარჩუნებიანად გავაკეთებ და მერე... ხვალ 5 ნოემბერია და 11 დეკემბერს დავამთავრებ ამ ყველაფერს და 12 დეკემბერს დავწერ და თუ ვინმე ამყვებით საღამოს ვნახავ კომენტარებს მაშინ თუ გნებავთ ყოველ კვირა დავწეროთ შედეგები... მოკლედ გელოდებით...
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია