Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166389-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166389-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

16.11.10 15:41 marinatoko
არაჩვეულებრივი დიეტაა....2წლის წინ გავაკეთე და 16კილო დავიკელი...მის მერე ცოტა მოვიმატე და ვერანაირი დიეტით ვეგარ დავიკელი...2დღეა ისევ ამ დიეტაზე დავდექი და2კილო უკვე დაკლებული მაქვს
15.11.10 20:29 kumeka
არა წეღან არასწორად დავცერე,ერთ თვეში კი არ მოვიმატე 17 კილო არამედ პირველი ტვიდანვე დავიცყე მომატება დაახლოებიტ თვეშ6 კილოს ვიმატებ
15.11.10 19:47 gamaxdunet
kumeka
რა გინდა კარგი ქმარი შეგხვედრია. ასე მალე გაგასუქა. კარგად გაცხოვრებს რაააა.
:D :P ეგ ხუმრობით და acid_rain მართალია. რამე არ გამოგრჩეს რაზეც მერე ინანებ, ღმერთმა დაგიფაროს
15.11.10 19:38 acid_rain
kumeka ერთ თვეში 17 კილოს მომატება ძალიან სერიოზულია. დიეტაზე დაჯდომას ჯობია პირველ რიგში ენდოკრინოლოგთან მიხვიდე და დარწმუნდე რომ ჰორმონალური დარღვევა არ გაქვს.
15.11.10 17:56 kumeka
მე ჯიშში მაქ სიმსუქნე და ნეტა თუ იმოქმედებს ჩემზე? 60 კლ ვიყავი ყოველთვის და რომ გავთხოვდი ეგრევე იმ თვეშივე 17 კლ მოვიმატე.არ ვიცი რა მოხდა.
15.11.10 16:16 nanuka_100
ანასტასია მე მაგ დგეს მეტს არაპერს ვჩამ და რავიცი თუ ძაან გინდა..ისე მე ზუსტად ვაკეთებ ამ დიეტას და უკვე დავიკელი 3კილო:)
15.11.10 13:12 anastasia4444
ბავშვებო რძის დღე როა მაგ დღესაც შეიძლება ყავის დალევა?
15.11.10 12:47 nanuka_100
amellie ნეტა მეც მაგდენი კილო ვიყო და დიეტას არ ვახსენებდი საერთოდ:(
14.11.10 21:40 amellie
რა კაიააა რომ იკლებთ,მე მხოლოდ ორი კილო მექნება დაკლებული,ხვალე მაქვს ბოლო დღე პირველი კვირიის და ავიწონები,გაგრძელებას არ ვაპირებ,მომენატრა ძალიან საჭმელები და იმ დასკვნამდე მივედი,რომ ეხლა რა წონაზეც ვარ ამაზე ნაკლები ვერასდროს გავხდები და მგონია დროა შევიყვარო 55-56 კილო :D
14.11.10 21:31 anastasia4444
შენა და სალო_მ ჩემი და ხო არ ხარ შემთხვევით :))))))))) და ჭყინტი ყველი უმარილო უნდა იყოს თუ ცოტა მარილიც შეიძლება.
14.11.10 20:59 salo_m
გამარჯობათ ბავშვებო მე ამ დიეტით 9 კილო დავიკელი და ისეთი კმაყოფილი ვარ უკვე მეორედ ვაკეთებ..უ ბრალოდ მაინტერესებს ვინმემ შესანარჩუნებელი თუ გააკეთეთ და როგოორ?
14.11.10 20:54 nanuka_100
ვაიმე ხვალ კარგი დგე მაქ "განსაკუტრებულზე" ვარ უკვე და სამ კილომდე ვარ მოკლებული,მინდა ოტხი ტუარა სამი კვირა მაინც გავაკეტო და ვნახოტ რა იქნება,ცოცხალი ტუ გავედი ბოლომდე კაია:)ისე მე ამ დიეტას ორ_ორი კვირა ვიცავდი და ათ კილომდე მაკლებიებდა ეხა ვნახოთ რა იქნება:)
14.11.10 12:27 irineirine
ცჰემო კარგებო დღეს ავიწონე, მე 7 დღეა და 4 კილომდე დავიკელი. ძალიან გახარებული ვარ.მეც ვაპირებ რომ ჰოლანდიური ჭყინტი ყველით შევცვალო თორემ ძალიან ცუდად მხდის ჰოლანდიური ყველი. დიდი მადლობა კეთილი რჩევისათვის და ყველას წარმატებებს გისურვებთ.
14.11.10 08:22 acid_rain
დღეს მე14 დღეა და 3 კილო მაქვს ჯამში დაკლებული, კიდევ ორი-სამის დაკლება მინდა, პირადად მე კმაყოფილი ვარ ჯერ-ჯერობით ამ დიეტის,არც დაცვა მიჭირს და მირჩევნია ნელ-ნელა დავიკლო. ერთ კვირაში ისევ დავწერ შედეგს. წარმატებები :)


anastasia4444 მეოთხე კვირის ოთხშაბათს თუ დააკვირდები კიტრი/პამიდორი წერია, ანუ კიტრი ან პამიდორი,რომელიც გინდა ის ჭამე. რაც შეეხება ყველს, მე ვიცი რომ შეგიძლია ჭყინტი სულგუნით ან ჭყინტი იმერული ყველით შეცვალო, არ არის აუცილებელი ჰოლანდიურის ჭამა ;)
13.11.10 22:36 anastasia4444
მე ანასტასია44 ვარ :)) უბრალოდ პაროლი დამავიწყდა და ახლიდან დავრეგისტრირდი. მეც მაშინებს უკვე ეგ აზრი რო ბევრს ვერ დავიკლებ :(( ორი კვირა გადის ხვალ და 4 კილო ძლივს დავიკელი, ნუ პრინციპში ალბათ მართლა იმის ბრალია რომ გამხდრები უფრო ნაკლებს იკლებენ, მე რომ ვამბობ დიეტაზე ვართქო კველა გიჯდება რა უნდა დაიკლოო, თუმცა მე ხო ვიცი სასწორი რასაც მეუბნება. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ კიდე 3-4 რომ ვერ დავიკლო ამიცრუვდება გული დიეტებზე, პირველად ვაკეთებ ცხოვრებაში და ძაან მეწყინება ერთი თვე 4 კილოსთვის ნაწვალები თუ გამომივა :) რაც შეეხება პომიდორს ძლივს ვჩამ 2-3 ნაჭერს ისეთი უგემურია უკვე რომ გული მერევა ჭამის დროს და რა მეშველება იმ დღეს როცა მარტო კიტრი და პომიდორია არ ვიცი, არ შეიძლება მარტო კიტრი ვჭამო ის კილონახევარი რაც არის. და ეს ჰოლანდიური ყველიც ყოველთვის არ არი ყვითელი ფერის :( დღეს მოვიარე ყველაფერი და კარგი ყვითელი ვერ ვიშოვე :((( ძაან ცუდია რო ამ ერთხელ თეთრი ვჭამო????
13.11.10 16:00 ninia@
ეს დიეტა მასიურებზე უფრო შედეგიანია გამხდრებზე ისეთი შედეგი არა აქვს
13.11.10 15:13 amellie
მეც ორი კილო დავიკელი მხოლოოოდ,ალბათ იმის ბრალია რომ არ აგქვს ბევრი დასაკლები :)
13.11.10 14:44 nanuka_100
irineirine არ ინერვიულო დამიჯერე ეს დიეტაა ზუსტად დაიცავი და სედეგი აუცილებლად იქნება,მე სულ ამას ვაკეთებ სამი თვის წინ მთლად ორი კვირაც არ დამიცავს ზგვაზე მივდიოდი და 8კილო დამაკლებია ოგონდ ზუსტად გააკეთეთ და შედეგს ნახავთ.მე მეორე დგეა ისევ ამ დიეტაზე ვარ და უკვე 2კილო ვარ დაკლებული,წარმატებებს გისურვებთ ყველას :)
12.11.10 16:07 irineirine
გამარჯობა ხალხო.მე 5 დღეა ვარ ამ დიეტაზე და მგონი 2 კილო დავიკელი და ძალიან ვნერვიულობ ამის გამო.
თან თითქმის უმარილოდ ვჭამ ყველაფერს.რას მირჩევთ?
11.11.10 15:54 mariam..mariam
amellie არა როგორ არა სამ კილოს უეჭველი დაიკლებ პროსტა რავი მგონი არგინდა :))
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია