Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166391-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166391-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

22.02.13 07:20 pikria_5
სხეულის კორექცია!!!ცელულიტის დაშლა,კომპლექსური მკურნალობით!!!
კანის და მოდუნებული კუნთის გამკვრივება.სტრიები.ღრმა პილინგი სხვადასხვა საცხით.მასაჟი: თაფლით,ვაკუუმი(სპეციალური აპარატით) შოკოლადით,ანტიცელულიტური კრემებით, ტალახით,სწორი კვების შერჩევით.მობ.858108986.ტელ.398248 გ ა რ ა ნ ტ ი ი თ! ! !
22.02.13 06:49 bubuta7773
ბულიონს როგორ აკეტებტ ვინმე მეტყვის?ზალიან ეპექტური დიეტა არის და ტან არც იმატებ მერე
22.02.13 06:47 naive
მეორე კვირის მესამე დღე იწურება:) 69 კილო ვიყავი და 65 ვარ ეხლა, მეორე და მესამე კვირას მეგონა არ მოვიკლებდი, თუმცა ვამჩნევ რომ ცოტ-ცოტას მაინც ვიკლებ:) მე თან ვვარჯიშობ გოგოებო, და პლიუს საუნა, მგონი ამის დამსახურებაც ბევრია, ამ დიეტის დროს წონის კლებაში;):)
19.02.13 02:03 Ameliana
მე მეოთხე კვირაა ამ დიეტაზე ვარ. ვიყავი 75 ეხლა 68.5 ვარ.
იმედია ამ ბოლო კვირად კიდეც 5 კილოს მაინც დავიკლებ.
ძალიან ადვილია ამ დიეტის დაცვა და გირჩევთ ყველას რომ დაიცვათ!!!!!!!!
19.02.13 01:55 naive
nanako68 მადლობა რჩევისათვის, დღეს მე-7 დღეა, შაბათი ჩავაგდე, შიო-მღვიმეში ვიყავით:) ოღონდ კიტრი-პამიდორის მეტი არაფერი მიმირთმევია:):) 65 კილო ვარ ამ მომენტისთვის, იმედია დანარჩენ 2 კვირაშიც დავიკლებ 2 კილოს მაინც:) მე ისევ შემართებით ვარ და ჰოლანდიურის გარდა ვგიჯდები იმ მენიუზე რაც მაქვს:D მართლა ოღონდ;)
16.02.13 02:05 nini ko
ხალხოოოო, ჩემმა ახლობელმა მითხრა, ვინც კი დაიცვა ეს დიეტა, ყველამ მერე იმაზე მეტი მოიმატა, რაც დაიკლეს ამ დიეტითო. უკვე ვმერყეობ,ღირს თუ არა დაცვა. გეხვეწებით, მირჩიეთ რაა... არ მინდა რომ მერე ამინაზღაურდეს. კი ვიფიქრე, შეიძლება ,,მიუშვეს” დიეტის მერეთქო, მარა არა, ისე მოიმატესოო... რა ვქნა,გოგოებოო, გამომეხმაურეთ, ვინც მოიმატა მერე ან შეინარჩუნა და მიზეზებიც დაწერეთ
15.02.13 05:07 sakuna30
მე პირველ კვირაში 5კილო დავიკელი ახლა მეორე კვირას ვამთავრებ და მეტი აგარ დამიკლია ამბობენ მეოთხე კვირაში იკლებ კარგადო და ვნახოთ დღეს დაბადების დღეზე მივდივარ და არ ვიცი რა მეშველება :D თან კაი ბლომად მაქ დასაკლები და ცოცხალი თავით არ დავარღვევ :*
15.02.13 04:37 nanako68
naive გული არ გაიტეხო შემდეგ 2 კვირასაც გექნება ცოტა კლება. და დიეტის შემდეგაც დაიკლებ თუ 6-ის მერე არ ჭამ და ცომეულს გამორიცხავ. კუჭის მოქმედებასაც მიაქციეთ ყურადღება. მე დიეტის დროს არა მაქვს მოქმედება და შემდეგ ნაყენს ვიღებ: 1 კოლოფი სინამაქის ფოთოლი, 1 კოლოფი ასკილის ნაყოფი (ეს 2 აფთიაქში) და 1 მუჭა ქიშმიში ჩაყარეთ ქვაბში დაასხით 1.5 ლიტრი წყალი და ადუღეთ 8-10 წუთი. 1 ლიტრაზე უნდა დავიდეს. ჩაწურეთ და შეინახეთ ნაყენი მაცივარში. მიიღეთ 1 ყავის ჭიქა ძილის წინ. დილით განთავისუფლდებით და თან ადვილად და კარგად დაიკლებთ.
15.02.13 03:51 nanako68
nat bet რა კარგიააა...ქათამი, კვერცხი და ლორის დანახვაც აღარ მინდა უკვე. ჯერჯერობით ხორცზე და ყველზე ისე რა ვარ:) კეფირით ან მაწონით ჩავანაცვლებ, ასე მირჩევნია. წარმატრბრბს გისურვებ ყველას:))
15.02.13 03:15 nat bet
გამარჯობა გოგოებო დღეს მეორე კვირა დავიწყე, 3,5 დავიკელი. ერთ ეშმაკობას გასწავლით მეორე და მესამე კვირაშიც რომ დაიკლოთ ხორცის მაგივრად მაწონი ან კეფირი ან ხაჭო*(ყველი შეგიძლიათ ჩახეხოთ მაწონში მე ეგრე უფრო მომწონს) მიირთვით თუ რათქმაუნდა გაძლებთ ეს დიეტა მაინც კაცებზეა უფრო გათვლილი
15.02.13 01:26 naive
ჰოოო mari250 :):) ამ დილით, უკვე 65.7 ვიყავი:):) სტიმული მომეცა:) თუმცა ვიცი რომ შემდეგი 2 კვირა ალბათ შედეგი არ იქნება, მაგრამ მაინც ბედნიეეეეერ:):D კონტროლი კი უნდა nanako68, მითუმეტეს ჩემს შემთხვევაში, მალე ვიმატებ:(
15.02.13 00:55 nanako68
მაისში გავაკეთე ეს დიეტა. 12.5კგ დავიკელი. დეკემბრიდან აღარ მივაქციე წონას ყურადღება და 5კგ მოვიმატე. ახლა ისევ დავიწყე მე-5 დღეზე ვარ უკვე 2.5კგ დავიკელი. მხოლოდ ამ დიეტით ვიკლებ კარგად, მაგრამ სულ კონტროლში უნდა იყო. გავიღალეე....
14.02.13 07:16 mari250
naive მალადეც კარგად დაგიკლია დზაან მეც გავაკეთე პირველი კვირა სრულად და მერე მივაბი ბოლო კვირა ოთხი დღე და ოთხი კილო დავიკელი სულ მეც დზ დზნელად ვიკლებ თან სულ ექვსი კილოს დაკლება მინდოდა მარა ეხლა მეშინია არ მოვიმატო უცებ დზ მალე ვიმატებ და ნელა ვიკლებ
14.02.13 06:17 naive
12ში დავიწყე და ვიყავი 69 კილო, დღეს დილით 66.3 ვიყავი:):) მაგარია:):) მთავარია გონებას უთხრა რომ უნდა დაიკლო და გეშველება;)
14.02.13 03:57 sakuna30
გამარჯობათ მე ახალი ვარ და მიმიგეთ თქვენს სასტავში :D საშინლად მინდა დაკლება მიშველის ეს დიეტა????
13.02.13 02:40 naive
ვაუუუუ, აი მესმისსსს:):) მომილოცავს;) მე არ ვიკლებ ადვილად:( 166 სმ ვარ, იმედია იმდენს მაინც დავიკლებ რომ რაც მომესურვება ის ჩავიცვა უპრობლემოდ:) დღეს მე-2 დღეა, არ მიჭირს საერთოდ, იმედია ამ შემართებით გავაგრძელებ. შედეგს რომ წერთ მეც სტიმული მეძლევა;)
12.02.13 10:19 diet 001
ვინც ეხლა ხართ დიეტაზე გაგამხნევებთ და გეტყვით რო ზუსტად დაიცავით და აუცილებლად სედეგი გექნებათ. მე 2 წლის წინ დავიცავი ეგ დიეტა გადაბმულად 5 თვე შემდეგ შენარჩუნებაც მივაყოლე და 130 კილოდან 73 კილოზე ჩამოვედი.(ფრანგულ წონაზე :D:D 180 სმ ვარ და შემესაბამება 73 კგ)შემდეგ თვეში ერთხელ ვიცავ ერთ კვირას და ახალი წლის დღეებში (გადაბმული ქეიფების მერე :D:D) ერთ თვეს. დღესაც 73 კილოგრამზე ვარ.ყელას წარმატებებს გისურვებთ. ეს მე თუ შევძელი თქვენც შეძლებთ. მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოვა.
11.02.13 23:31 naive
გამარჯობა:) პირველი დღეა და დიდი შემართებით ვარ:) რძის დალევა არ მიჭირს რაც მტავარია:) ყველს როგორ შევჭამ არ ვიცი:) მოკლედ, 69 კილო ვარ და დამგალა რააა..... ერთი ამის დედაც, შევჭამ იმ ჰოლანდიურსაც, ოღონდ 10 კილო მაინც დავიკლო:) (ვნახოთ, ხვალ დღის ბოლოს რა ხასიათზე ვიქნები:)) წარმატებებს გისურვებთ;)
23.01.11 12:05 fati.ana
ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ.დგეს ამ დიეტის 3 დღეა და უკვე 2 კილო დავიკელი. ძალიან მიხარია. მაგრამ ამ ჰოლანდიური ყველის ჭამას ამ კვირის მეტს ვერ შევზლებ. საზიზღრობაა. არ შემიძლია.
21.01.11 23:23 fati.ana
(ანასტასია4444) ძალიან გთხოვთ მომწერეთ ზუსტად დაიცავით თუ არა ეს დიეტა.
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია