Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166393-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166393-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

04.11.10 12:13 acid_rain
mistery_100 მადლობა პასუხისთვის, გამახარე :)
04.11.10 12:06 acid_rain
anastasia44 გააჩნია რომელ საათზე იძინებ, დაძინებამდე 4 საათით ადრე ივახშმო ჯობია, მეტი გვიან არა.
რაც შეეხება ბულიონს მე საერთოდ არ ვსვამ,უმარილო ქათმის ნახარში რომ დავლიო გული ამერევა და არც ბოსტნეულის სუპს ვიკეთებ, პირდაპირ მოხარშულ ბარდას და კარტოფილს ვჭამ. დღეს მეოთხე დღეა და უკვე 2 კილო დავიკელი,ძალიან კარგი შედეგია ჩემის აზრით.
04.11.10 10:33 anastasia44
და საღამოს რომელ საათამდე უნდა ვჭამოთ მახსიმუმ?..8 საათამდე ვერ ვახერხებ ვახშამის მიღებას და გვიანი ხო არ არი ეგ დრო თუ იცით?
03.11.10 20:23 niako_
მადლობა გოგოებოო, რამეს ვცდი ტორე უკვე ცჰემ ტავს ვეგარ ვიტანნნ :( ვდიეტობდიი და დზალიანჯ გავხდიი, ვინარცჰუნბდი კიდეც მერე 6 ტვე მარა ამ ბოლოს ვცჰამდი დზალიან ბევრს და მოვიმატე.. ეხლა რამე უნდა დავიწყო სწრაპი ეფექტიტ, მეჯვარე ვარ 15 დგესჰი დაა მჩირდებაა :( მერე შენარჩუნება იმდენად აგარ მიჩირს მთავარია პირველი 3 დგე გავუძლო...
03.11.10 20:15 marischa
mika777

ვაიმე რაბედნიერებაააა 9კგ 8 დღეშიიიიიი!!!! ამდიეტით აშკარად კაცები უფრო იკლებენ მაგრამ არც ქალები ვიკლებთ ცუდად.რა მაგარია ორივე ერთად რომ აკეთებთ,მე კიდე სახლში ამათ საჭმელებს ვუკეთებ და მეთვითონ დიეტაზე ვარ განსაკუთრებით დილით ბავშვს არაჟნიან ბულკებს რომ ვაჭმევ ცუდად ვხდები:PPPP მაგრა გავუძლებ წარმატებები კიდევ ერთხელ ყველას ვინც ამ დიეტაზეა და აბა ჩვენ ვიცითთთთთთთთთთთთთთ!!!!!!!!!!!!
03.11.10 20:09 marischa
niako_

10 კგ-მდე 2 კვირაში დაიკლებ აქ ნახე დიეტებში 9დღიანი დიეტა(2) რომარის იმით.მაგრამ მერე რათქმაუნდა რამდენს მოიმატებ მაგაზე პასუხს ვერ ვაგებ..ისე კი დამიკლია..მარა 2-3 დღეში...:PP
03.11.10 20:06 marischa
anastasia44

მე გაროხს და კარტოფილს სუპში ვუშვები და ვინც ვიცი ყველა ეგრე აკეთებდა.მგონი იდეაშიც ეგრეა.ასერომ არანაირი პრობლემა არაა პირიქით.წარმატებები ყველასსსს
03.11.10 19:01 mistery_100
niako_ 2კვირაში ათი კილო? ადვოკატის დიეტით შეიძლება გამოგივიდეს : )

anastasia44 10გრამით მეტი იქნება თუ არა მნიშვნელობა დიდი არ აქვს.

03.11.10 17:43 niako_
ერთ დგეს გრეჩიხა რო ვჭამო და მეორე დგეს მხოლოდ მინერალური წყალიი დავიკლებ ნეტა 10 კილომდე?
03.11.10 17:42 niako_
გოგოებოო გთხოვთ მიპასუხეთ რა თუ იცით, 10კგმდე რომელი დიეტით შემიდზლია დავიკლო მოკლე ვადაში? სადგაც ასე 2 კვირაში? ძალიან მჩირდება :(
03.11.10 17:23 anastasia44
გასაგებიაა,..ნუ ეგრე კი ვაკეთებ პრინციპში, ყველი ვიყიდე 260 გრამი და სავარაუდოდ ეგრე გავყავი და ლორიც ვიყიდე 350 გრამი და ნუ ისიც გავყავი,.უბრალოდ ზუსტად გრამებს ხო არ აკვსტკო მნისჰვნელობა რო 5-10 გრამით მეტი მომივიდეს. ხო რათქმაუნდა ინდივიდუალურია, თან მამაკაცები უფრო მეტს იკლებენ როგორც ვიცი, და საერთოდ რაც უფრო დიდი წონაა ადამიანი უფრო ბევრია კლება თავიდან, მე ესე მგონია
03.11.10 17:03 mika777
მე და ჩემი მეუღლე ვაკეთებთ ამ დიეტას მერვე დღეა, მე დავიკელი ჯერ ჯერობით 4 კილო, ჩემმა მეუღლემ 9 :) ასე რომ მართლა ყველაფერი ინდივიდუალურია
03.11.10 16:35 mistery_100
acid_rain რაც შეეხება მომატებას,ვიზუალურად კარგა ხანს შევინარჩუნე,მომატებით კი ზუსტად იგივე მოვიმატე ერთი წლის განმავლობაში.თუმცა შესაძლებელია 2თვეში მოიმატო თუ ამ დიეტის მერე ეგრევე ეძგერები ცომეულს და ტკბილეულს : ) უბრალოდ უნდა გააგრძელო ეგრე კვება,ცოტ-ცოტა ხშირად და საღამოს არაფერი.უგულავასი ის მომწონს,რომ გასწავლის კვებას ნორმალურად,ანუ ბევრი აღარ გინდა არაფერი.
03.11.10 16:33 mistery_100
anastasia44 ნიკორაში იყიდება ჰოლანდიური ყველი შეფუთვით რომლის მინიმუმი არის 160გრამი :D ასე რომ შენ შეგიძლია იყიდო გინდა 160 გინდა 220 გრამი : ) გაჭერი შუაზე და ეგაა 100გრამი : ) მერწმუნე არავინ არ გეჩხუბება : ) ყოველდღე არ მოგიწევს სირბილი იმიტომ რომ ხორცი და ყველი ყოველდღე არაა : ) მე პირადად სუპი სულ არ მიჭამია,არ მქონდა მაგის ნერვი რომ სამსახურში მეტარებინა (გაროხი ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ სალათაშია) კარტოფილი ცალკე მქონდა მოხარშული.
03.11.10 16:10 anastasia44
რაც შეეხება მაღაზიაში აწონვას ხორცის და ყველის, გამოდის რომ ყოველდღე უნდა ვირბინო და 100-100 გრამობით ვიკიდო?.... ეგრე ვინ ამიწონის ჰოლანდიურ ყველს და თან ყოველსაღამოს მაღაზიაში გამოვლაც მეზარება, ამიტომ ისევ სასწორი ჯობია მგონი ვიყიდო. და კიდე რა მაინტერესებს, ეს ბოსტნეულის სუპი როა ეგ აუცილებლად ჯერ ცვნიანი უნდა ვჭამო და ცალკე მოხარშული კარტოფილი და გაროხი თუ სუპში რო გავუშვა ეგენიც შეიძლება,.დღეს ესე ერთად გავაკეთე რადგან სამსახურში ცოტა რთულია ესე ცალ-ცალკე ატარო ყველაფერი, თუმცა თუ აკვს ამას მნიშვნელობა რამეს ვიზავ შემდეგ ჯერზე
03.11.10 16:03 anastasia44
ჩემთვის ეს პირველი დიეტაა ასე რომ მერე მომატების თაობაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს :))) მესამე დღე მაკვს დღეს და უკვე ორი კილო დავიკელიიიიიიი :DDDDDDDD ძაან მიხარიააა, თუმცა ალბათ ამ ტემპით არ გაგრძელდება კლება :)) ერთი კვირის მერე ისევ დავწერ შედეგს რა იქნება. წარმატებები ყველას
03.11.10 15:40 acid_rain
ორი თვის წინ გავაკეთე იაპონური დიეტა,დავიკელი სამი კილო და აღარ მომიმატია,ახლა ვაკეთებ ამ დიეტას და 5კილომდე მინდა კიდევ დავიკლო. ყველა იმას წერს რამდენი დაიკლო,დიეტის მერე რამდენი მოიმატეთ ეგეც დაწერეთ.
03.11.10 12:15 mistery_100
anastasia44 ზუსტად მჯდომარე ცხოვრებას ვინც ეწევა იმისთვისაა,პირადად ჩემი თანამშრომლის მაგალითს მოგიყვან,გოგო 72კილო იყო,სამსახურში გვიწევს დილიდან საღამომდე ჯდომა,დაიკლო 18კილო,10-12კილო 1თვეში და მერე იგივე რეჟიმში ჭამდა,ყველაფერს მაგრამ ცოტ-ცოტას.ასე რომ შედეგი გექნება...


nineeeeee შაქარი სრულიად ამოღებულია,აქ თაფლია ნახსენები,ტონა არ უნდა ჭამო ოღონდ : ) დიეტის დროს კი თაფლი ჯობია ნამდბილად

marischa ხორცი და ყველი მაღაზიაში ააწონინე : ) მაინც ნუ გარისკავ,შეიძლება უფრო ნაკლებსაც კი ჭამდე ვიდრე გგონია : )
02.11.10 23:44 ann-1002@mail.ru

02.11.10 19:43 marischa
5დღე გავაკეთე ეს დიეტა და მე6ე დღეს სასტიკად მივარღვიე ((((((((არადა უკვე 3კგ მქონდა დაკლებული მე7ე დღესაც ვჭამე და გუშინ ისევ თავიდან დავიწყე აშკარად ეFექტურია და არავითარ შემთხევაში აღარ დავარღვევ.ვინც ეხლა დაიწყეთ შევხმიანდეთ რაა,მეც თვალით ვზომავ სასწორი არ მაქვს წინა კვირაშიც ეგრე ვიყავი და აშკარად კარგი შედეგი მქონდა 8კგ-ს დაკლება მინდა და ბოლომდე უნდა მივიყვანოო შემეხმიანეთ ახლებიიიიი
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია