Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166380-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166380-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

25.06.13 13:11 maaarrriiiiaaammmiii
nanikoo მეც გიერთდებიიიი!!მე დავიწყე 24ში,ბოლომდე უნდა გავაკეთო ვარ 80კილო და 17წლის!ჰოლანდიური ყველი ვიყიდე ჩვეულებრივი და არა მდნარი და რომელი უნდა?შენა გამოცდილება გაქ და გაროხი მაგდენი რო არ ვჩამო შეიძლება?არ მიადვილდება ნამდვილად მაგრამ მაინც ბოლომდე გავაკეთებ შენს გვერდით ვარ!!! შემეხმიანე
25.06.13 12:10 tata123
საინტერესო რამეს გეტყვიით :)))) 2კვირა და 2დღეა რაც ამ დიეტას ვიცაავ.არ დამირღვევია,პირიქით ნახევარს ვჭამ რაც წერია...და ზუსტად 500გრამი დავიკელი მარტო :D :D მე მაინც ვაგრძელებ>ბოლო კვირის იმედი მაქვს..
ბევრის დაკლება არ მინდა --58კილო ვარ>50მდე მინდა ჩამოვიდე...თან 16 წლის ვარ...დიეტით არაფერი დამემართება მგონი..მენიუში ყველაფერი შედის(ხილი,ცხიმები,ნახშირწყლები...)
მოკლედ ბოლო კვირის იმედი მაქვს და დავწერ თუ დავიკელი :3
25.06.13 07:21 nucici
http://www.twodollarclick.com/index.php?ref=nglicenko სამსახური თუ არ გაქვს და მთელი ზაფხული უსაქმოდ მოგიწევს ყოფნა, საუკეთესო შემოთავაზება მაქვს შენთვის!!! დარეგისტრირდი ამ საიტზე დააკლიკე და იჭოვე თითო კლიკში 2 დოლარი მინუმუმ და 8 დოლარი მაქსიმუმ, რაც დღეში მინიმუმ 20 დოლარამდე აგიყვანს, ლიცენზირებულია და ძალიან მარტივი, გელოდებით
25.06.13 02:20 irina85
გამარჯობა, მე 2007 წელს დავიცავი ეს დიეტა და დავიკელი 8 კილო. ეხლა მეოთხე კვირაზე ვარ და ჯერ მხოლოდ 4 კილო მაქვს დაკლებული, იმედია ამ კვირაში 3 კილოს მაინც დავიკლებ, პრინციპში მეტი არც მინდა:)
24.06.13 23:09 salitasalita
აუუ უსაშინლესად შემომერღვა, მოკლედ ხვალიდან თავიდან დავიწყებ რაა ერთი 7 8 კილო დამაკლებინა დიეტისკენ აღარ გავიხედავ საერთოდ.
24.06.13 13:29 nanikoo
მაგ ბულიონს რომ მომკლა ვერ დავლევ, მე ბულიონის კუბიკს ვხსნი ხოლმე ცხელ წყალში და იმას ვსვავ.. ყველაფერი უმარილოდ უნდა მიიღო :) ნუ მე კიტრი პომიდორს ცოტას ვაპარებდი ხოლმე ხანდახან :)
24.06.13 12:28 tamuna22
დღეს დავიწყე ეს დიეტა და გავიჭყიპე ამ რძის სმით :) მაგრამ შიმშილის გრძნობა საერთოდ არ მქონია რაც მახარებს :) ქათმის თეთრი ხორცი ვიყიდე და ეს უმარილოდ უნდა ვჭამო? ან ბულიონი რასიც მოვხარშავ ის ბულიონი უმარილოდ უნდა დავლიო? თუ როგორ გავაკეთო ეს ბულიონი დაწერეთ რა ვინმემ :( წარმატებები ყველას!!!
24.06.13 10:04 nanikoo
puskun1990 ძალიან კარგი :) ერთი წონა ვყოფილვართ ზუსტად :) არ ვარღვევ არავითარ შეთხვევაში, ძალიან მინდა დაკლება :((
კი ეგ ტყუილია, უფრო სწორად ინდივიდუალურია, მე ყველა კვირას მქონდა კლება, ბევრჯერ მხოლოდ 2 კვირა გამიკეთებია და მეორე კვირასაც ვიკლებდი , ნუ არა იმდენად ეფექტურად როგორც პირველი კვირა მაგრამ მაინც :)

M.G16
საერთოდ კაცები მეტად იკლებენ ეს უდაოა, კუნთოვანი სისტემის ხარჯზე , მაგრამ დიდი წონიდან მეც თითქმის მასე დავიკელი ადრე 3 კვირაში, სიმართლე ვთქვა მეოთხე კვირა არასდროს გამიკეთებია..
24.06.13 06:29 puskun1990
ანუ აქ რომ წერია ერთი კვირის მერე 2 კვირა ვერ იკლებო არ არის მართალი??
24.06.13 05:01 M.G16
მეც ვიავი ამ დიეტაზე და მე კარგად დავიკელი. ბიჭი ვარ და წონა მაწუხებს თან ზედმეტი. 3 კვირა დავიცავი მე ეს მარტო და 13 კილო მოვიკელი მერე ავუშვი. რაც გამიკეთებია ყველაზე ეფექტურიეს დიეტა არის. არ ვიცი შეიძლება დიდი წონის გამო მოვიკელი ამდენი შეილება ბიჭები უფრო იკლებენ. ნუ ყოველშემთხვევაში 100% იანი შედეგია თუ ააარ აუშვი შემდეგ და არ ჩაყარე მომდევნო თვეების განმავლობაში ყველაფერი.
24.06.13 03:41 puskun1990
გამარჯობა,მე ვიყავი ამ დიეტაზე,მაგრამ სამწუხაროდ დავარგვიე,ერტი კვირის წინ,ხვალიდან ისევ ვაპირებ გავაკეტო და ერტად გავაკეტოტ ნანიიკოოო.მსჰობიარობის მერე ავიგე მეც წონა,მეც 88 კილო ვარ ეხლა :)
24.06.13 00:49 nanikoo
სალამი გოგოებოო :) მე უკვე წლებია ამ დიეტის ფანი ვარ :) დღეს დავიწყე ასე რომ ყველა დღე აქ ვარ :) ზოგიერთებივით არ დავიკარგები და დავწერ ჩემს შედეგებსაც :)
მოკლედ ვარ ამჟამად 88 კგ, ,ვნახოთ რამდენს დავიკლებ :)
2 წლის წინ მშობიარობისას აკრეფილი წონით დავიწყე და 3 კვირაში 94 კგ დან 80ზე ჩამოვედი, 6-7 თვე შევინარჩუნე წონა თავისით ჩვეულებრივად ვჭამდი, აი მერე ავუშვი რასაც ქვია ქეიფები, ახალი წლები და ავკრიფე აგერ 8 კგ:(
მოკლედ ყველაფერი ღორობის ბრალია რა :) ვინც შემომიერთებით და ჩემთან ერთად იდიეტებთ პირობას გაძლევთ რომ ბევრად უკეთესი შედეგიც გვექნება და სტიმულიც :))
მე პირადად ბევრჯერ ზუსტად იმიტომ გადავრჩი ადრე დარღვევას რომ მიტყდებოდა მერე აქ შემოსულს ვიცი რომ გოგოები მელოდებოდნენ ყველა დღე რას დავპოსტავდი და შერცხვენილი პირით არ მინდოდა გავუჩინარებულიყავი :)))
24.06.13 00:06 salitasalita
მეორე კვირაში დავიკელი 2.5კილო, შიგადაშიგ ვარგვევდი მაგრამ კვირაში 4დღე საღამოობით დავრბივარ 20 30 წუთი. 2კვირის ჯამში დაკლებული მაქვს 6.500
23.06.13 10:46 jinna
ჰოლანდიური ყველის შეცვლა უმარილო ყველითან სულგუნით შეიძლება?
23.06.13 10:42 jinna
გამარჯობათ,
მე ხვალიდან ვიწყებ ამ დიეტას, 74 კილო ვარ, იმედია 10 კილოს დავიკლებ. ადრე ვიყვაი ამ დეტაზე და 1 ვირასჰი 5 კილო დავიკელი
23.06.13 07:34 elooo1990
სალამით გოგოებო.ვინ ხარტ ამ დიეტაზეეე,ერთად დავიცვათ,მე დგეს მეორე დგე მაკ,79 კილო ვარ და მინდა 10 კილოს დაკლება ჯერჯერბით,ორი კვირის ცინ დავამტავრე ოგონდ მხლოდ 13 დგე ვიკავი და 7 კილ დავიკელი,ეხლა ვაპირებ არ დავარგვიო,ვინ შემმიერტდებააა
23.06.13 05:21 pikria_5
საჩუქრად!!! ბიოეპილაცია!!! საზაფხულო ფასდაკლება!!! სხეულის კორექცია,წონაში დაკლება,ცელულიტის დაშლა (სპეციალური აპარატით უმტკივნეულოდ)გარანტიით!!!კანის და მოდუნებული კუნთის გამკვრივება,სტრიები,მასაჟი თაფლით,ვაკუუმით,შოკოლადით,ანტიცელულიტური კრემებით, ტალახით,სწორი კვების შერჩევით,მობ.858108986.ტელ.398248
23.06.13 00:16 ugulavasdietaa
დამავიწყდა. გარგარს ვჭამდი ამ დღეების განმავლობაში დღეში 4-5 ცალს. კუჭის მოქმედებისთვის კარგია. კი დარღვევაა მაგრამ პირველ კვირაში 8კგ მგონი მაქსიმალური შედეგია რაც შეიძლება ყოფილიყო. :D.
23.06.13 00:09 ugulavasdietaa
პირველი კვირა დავამთავრე. 104.700-დან ჩამოვედი 96.850-ზე. ორივე წონა ელ-სასწორზე მაქვს გაკონტროლებული. საკმაოდ შედეგიანია. ბოლომდე ჩავიყვან და ასე 85 კილოდან ვარჯიშს დავიწყებ. კაცი ვარ 1.80 სანტიმეტრი. იდეალური წონა სავარაუდოდ 85 იქნება ჩემთვის ნავარჯიშებზე კუნთოვანი მასით.

ჰოლანდიურ ყველს ჩემი კუჭი ცუდად ეგუება და ამის გამო უმარილო სულგუნით მომიწია ჩანაცვლება. ლორი საექიმო ძეხვით ჩავანაცვლე და თაფლს არ ვიღებ. რძის დღეები დავიცავი ზედმიწევნით, რძე მიყვარს. :D.
21.06.13 16:33 tamuna22
ორშაბათიდაან ვიწყებ ამ დიეტას :) დიდი სურვილი მაქვს 20 კილო დავიკლო მაგრამ რაგას ვჩივი 10 იყოს პირველ ჯერზე :) წარმატებები ყველას დევუშკებო მალჩიკებო გამძლეობა მოგვცეს გმერთმა... მაგრამ ის მაინც ვერ გავიგე ეს ბულიონი როგორ გავაკეთო? ვინმე თუ მეტყვით მადლობელი დაგრჩებით :)
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია