Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166392-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166392-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

21.01.11 23:17 fati.ana
ძალიან გთხოვთ მომწერეთ ხომ აქვს ეფექტი ამ დიეტას? ხომ იძლევა შედეგს ეს ყველაფერი?
21.01.11 23:10 fati.ana
მე ეს დიეტა დღეს დავიწყე და უკვე ვჯავრობ ჰოლანდიური ყველი რომ მაქვს შესაჭმელი, საშინელებაა. ვინმემ მომწერეთ გთხოვთ ბულიონი მწვანილის და ბოსტნეულის გარეშე რას ნიშნავს.
09.01.11 21:57 anano23
მე ხვალიდან ვიწყებ და იმედია დავიკლებ, 1 კვირასში დავწერ შედეგს...ადრე გავაკეტე 2 კვირა და 5 კილო დავიკელი :))
20.12.10 02:07 fulgent
რძეში რო ცოტა ყავა გავურიო არაა? საშინლად არ მიყვარს რძე.სუნზეც კი გული მერევა.ან პირველ დგეს რო მარტი 100 გრ შავი პური ვჭამო და დანარჩენი ამოვიგო რაციონიდან?
13.12.10 17:47 irinaka
სიახლეეეეე!!! მათ ვისაც გსურთ უმოკლეს დროში მიიღოთ ბევრისთვის ოცნებად ქცეული მართვის მოწმობა.....

ავტოსკოლა "ვ ი თ ი" გთავაზობთ თეორიული საკითხების შესწავლა სრულიად ახალი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, ერთადერთი სკოლაა სადაც ეს უახლესი პროგრამა შეიქმნა, არ არის არც ინტერნეტში.

ასევე გაივლით პრაქტიკას skoda fabia-ს მარკის ავტომობილით (საგამოცდო მანქანა).პრაქტიკული მომზადება მიმდინარეობს რუსთავის საგამოცდო მოედნის ანალოგიურ მოედანზე (საგამოცდო ელემენტების თანმიმდევრობა და ზუსტი ზომები). მოდი, ისწავლე და ჩააბარე, ავტოსკოლა "ვითი" თქვენი წარმატების გარანტია. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 879 711 712; 855 711 712. მის: გურამიშვილის 76 ,www.ilo.ge
09.12.10 03:22 teshachka
ძალიან მშივდება ხოლმე და ვაშლი რომ ვჭამო დარგვევაში ჩამეთვლებაააა??? :((((((((((
08.12.10 19:19 mistery_100
დიახ
08.12.10 16:18 teshachka
გოგოებოოო, სუპს, მოხარშულ კართოფილს ...
ყველაფერს უმარილოს ჭამთ ამ დიეტის დროოს?????
30.11.10 16:28 mistery_100
არასუფთა თაფლით :) თაფლი იყოს მთავარიააააა თუ არა და უთაფლოდაც გაძლებთ
27.11.10 09:58 Bohiko
სუფთა თაფლი არ მაქვს და რა ვქნა ? რით ჩავანაცვლო ?
26.11.10 19:12 acid_rain
teshachka მეც საზღვარგარეთ ვცხოვრობ და ბევრი პროდუქტი აქ საერთოდ არ იყიდება, მაგრამ მაინც დავიკელი 6 კილოზე მეტი. მე კეფირი უშაქრო იოგურტით შევცვალე, რა თქმა უნდა ხილის არომატიანი არა, სუფთა იოგურტით. რაც შეეხება პურს მე ხორბლის თეთრ პურს ვჭამდი, ოღონდ იმაზე ნაკლებს ვიდრე უნდა მეჭამა. და სუპს რაც შეეხება ბოსტნეული ყველგან იყიდება. სტაფილო, ბროკოლი და ეგეთი რაღაცეები მოხარშე ერთად და ეგაა სუპი, ცოტა საზიზღარი საჭმელი კია, მაგრამ ცოტა წვენი მაინც უნდა დალიო. და 6 დღეში 2 კილო ნორმალურია, ჯობია ნელ-ნელა დაიკლო, არც კანი დაგისკდება და უფრო დიდხანს გაგყვება ;)
26.11.10 18:29 nuni34
teshachka რომელ ქვეყანაში ცხოვრობ?მეც საზგვარგარეტ ვარ მაგრამ ატასნაირი კეფირი იკიდება...შანსი არაა რომ არ იყოს...
26.11.10 17:01 anastasia4444
მოკლედ ხალხნო მეოთხე კვირაზე ვარ, 2 დღეღა დამრჩა დამთავრებამდე და 8 კილო დავიკელი :)))) ანუ ვარ 1,83 სმ და წონაში ვიყავი 73 კილო, ეხლა ვარ 65 :DDD მიხარია ძაან, ანუ ფაქტიურად რაც ორსულობამდე ვიყავი იმაზე 2 კილოთი ნაკლები გავხდი. მოკლედ ძაან მომეწონა ეს დიეტა, ოღონდ ეხლა მაინტერესებს რომ მოვრჩები როგორ უნდა ვიკვებო რომ არ მოვიმატო,1-2 კილოს თუ მოვიმატებ არაუშავს ანუ ეს 2 კილო მაქვს რეზერვში რომ ვითამაშო იქეთ-აქეთ. ხო და კიდე რა მაინტერესებს კვირას ანუ ბოლო დღეს რომ ჰოლანდიურის ნაცვლად სულგუნი ვჭამო რა მოხდება?..გული მერევა უკვე ამ ჰოლანდიურზე და რაღაცა დამემართება კიდე ზეგ ეგ რო მაჭამო, დღეს ძვლივს გადამაქვს დღევანდელი დღე.
26.11.10 16:58 pikria_5

სიახლე!!! მკერდის გამკვრივება,ჩაბრუნებული თავების ამოწევა,სხეულის კორექცია,ცელულიტის დაშლა(სპეციალური ვაკუუმ აპარატით)გარანტიით!!! კანისა და მოდუნებული კუნტის გამკვრივება, მასაჟით: თაფლით,შოკოლადით,ანტიცელულიტური კრემებით,ტალახით. სწორი კვების შერჩევა !!! ტელ:398248 მობ:858108986
26.11.10 16:49 teshachka
acid_rain დიდი მადლობა პასუხისთვის. სამწუხაროდ არ ვცხოვრობ საქართველოში, და აკ ვერ ვიშოვი კეფირს და იმ ინგრედიენტებს როთიც თქვენ დიეტობთ, მაგიტომ ვსვავ ამდენ კითხვებს:)))
მე მაწვნიანი წყალი მეგონა კეფირი და ეგრე დავლიე, სუპს კიდე პაკეტის მზა სუპით ვანაცვლებ,შავი პური ყველაზე დაბალკალორიული რაცაა იმას ვჩამ:(
იმედი მაკვს წყალში ამ ჩამეყრება ეს 6 დგე. 2 კგ კი დავიკელი მაგრამ მაინც. მგონი 6 დგეში ცოტაა 2 კგ. კეფირი როგორ გავაკეთოოოოო? :(((
26.11.10 09:08 acid_rain
მე დღეს ვამთავრებ ამ დიეტას. ვარ 160 სანტიმეტრი და დიეტა რომ დავიწყე ვიყავი 53 კილო. პირველ კვირაში დავიკელი ორი კილო, მომდევნო ორ კვირაშიც ორი და ბოლო კვირაშიც ორი, მაგრამ ბოლო კვირას მხოლოდ 5 დღეს ვაკეთებ. მე სადაც ვცხოვრობ 1 კილო ყველი ჩემი სტიპენდიის ნახევარია და ამიტომ ბოლო კვირის მეხუთე და ბოლო დღეს არ ვაკეთებ. ხვალიდან ვიწყებ შესანარჩუნებლის გაკეთებას და მაგასაც რომ მოვრჩები კიდევ დავწერ შედეგს. მგონია რომ ცოტას კიდევ დავიკლებ. ასე რომ შედარებით ნაკლები წონა ვისაც აქვს დასაკლები იმათზეც მშვენივრად მოქმედებს ეს დიეტა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემს ძველ წონას დავუბრუნდი და ბევრად უფრო გამხდრად გამოვიყურები ვიდრე ადრე, ყველას წარმატებები! :)
26.11.10 09:03 acid_rain
teshachka კეფირი წყლიანი მაწონი არაა, ყველა მაღაზიაში იყიდება, მე სოფლის ნობათის კეფირს გირჩევ უფრო გემრიელია, რაც შეეხაბა პურს შავი გაუფუებელი პური უნდა ჭამო, ეგეც ყველგან იყიდება და ჰოლანდიური ყველი კიდევ შეგიძლია ჭყინტი ყველით ან სულგუნით შეცვალო, და ნუ გეშინია მაინც დაიკლებ. რაც შეეხება სუპს, არც მე არ ვჭამდი პირველი ორი კვირა, მაგრამ შეკრულობა დამემართა, ასე რომ ჯობია ცოტა მაინც ჭამო :)
25.11.10 19:02 teshachka
ძალიან ისჰვიატად ვჭამ საერთოდ პურს და ერთ ჭამაზე ორი ნაჭერი პური და100გ ყველი ბევრია, მე მაგალითად გულის რევის შეგრძნება მაქვს მაგრამ ზალით ვჭამ, როგორც აკ წერია ვცდილობ ზუსტად გავაკეთო ჭვავის თუ რაგაცნაირი შავი პური ვიშოვე და იმას ვჩამ იმედია არაუშავს.
KეFირი ზკლიანი მაზონია ხოო??
Dგეიდან ცოტა სირბილსაც ვაპირებ და დავწერ შედეგებს.

Mადლობა გამოხმაურებისტვის.
25.11.10 15:53 mistery_100
teshachka რა უნდა შეამცირო?2ნაჭერი პური და 100გრამი ყველი ბევრია?რას ამბობ სწორედ ააცონინე,100გრამი პური 2ნაჭერი ჩვეულებრივი ზომისაა
25.11.10 14:02 teshachka
Mგონია რომ ძალიან ბევრ პურს და ყველს ვჭამთ ამ დიეტის დროს. Gამოცლილმა დიეტისტებმა მირჩიეთ რაა თუ შეიძლება რომ შევამცირო პური და ყველი. Kიდევ ერთი შეკითხვაა: სუპის მაგივრად მხოლოდ მოხარშული ბოსტნეული რომ ვჭამო ხომ არაუშავს?
Mადლობთ გამოხმაურებისთვის.
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია