Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166422-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166422-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

28.10.10 13:52 liz
გოგოებო იმ კვირიდან ვიწყებ ამ დიეტას,ჯერ ფსიქოლოგიურად ვემზადები :) რაღაცეები მაინტერესებს მაგალითად:ეს ტომატის წვენი იყიდება?თუ საიდან მოვიტანო?ან ეს კუჭის გამორეცხვა საჭიროა?
26.10.10 20:01 nini_niniko
დავარღვიე ეს დიეტა მე9 დღეზე ;D ისე 3 კილო დავიკელი, დღეს დავიწყე ადვოკატის დიეტა იმედია გავქაჩავ ზაან რთულია ეგ .... დაკლება მინდაააააააააააააააააააააააააააააააააა
25.10.10 19:29 marischa
mistery_100
როგორ აღიქვამს ორგანიზმი მომეწონა!! შენა და მიდი რა ბულიონზე მომწერე როგორ აკეთებდი ზუსტად და ყველაფერს იღებდი რაც წერია თუ ნაკლებს თუ როგორ აი მიდი რა გთხოვ ამიხსენი კარგად იმენად შენ როგორ გააკეთე და რამდენი ხანია ეს 10 კილო დაიკელი და ხოარ მოგიმატნია ისევ??
25.10.10 18:20 mistery_100
არა რეეებს წერთ : ) რა 100 კილოზე მეტი?70მდე ვიყავი რომ 10კილო დავიკელი და სულაც არ გამჭირვებია : ) უბრალოდ გააჩნია როგორ აღიქვამს ორგანიზმი :D
25.10.10 16:55 marischa
დღეს დავიწყე ეს დიეტა ძალიან მინდა 8-9 კგ დავიკლო,რავი ვინც გააკეთა ყველა კმაყოფილია,კიდევ თუ ვინმე ხართ ამაზე შემეხმიანეთ.იმ ბულიონის ამბავი მაინც ვერ გავიგე ზოგი მეუბნება არანაირი ნახარში მაგ დღესაც ჩვეულებრივად ბოსტნეულის სუპიაო აქ კიდე ბულიონიო და ვერარ გავიგე:(((100 გრამი შავი პური 2 ნაჭრი გამოდისხო?მე სასწორი არ მაქვს და გკითხავთ ხოლმე რა ეგეთ რაღაცეებს გოგოებო...
25.10.10 14:35 nuni34
ann-1002@mail.ru მადლობა რცჰევისტვის,მაგრამ უკვე დავიწყე ადვოკატის დიეტა და ვნახოტ რაიქნებაა....
25.10.10 13:44 ann-1002@mail.ru
NUNI34 არ მოველოდი ესეთ შედეგს:( NUNI34 შენარჩუნების დგეები გააკეთე მაგ დროსაც იკლებ მე როგორც მითხრა ჩემმა ახლობელმა გაკეთებული აქვს ეს დიეტა და სულ 15 კილო მოიკლო 90 კგ იყო
25.10.10 13:09 cuncula:)
აუუუუ....მე 85 კილოს ვიწონი და დავიწყო????ორსულობის მერე 30 კილო მოვიმატე...ჩემი წონა 65-70 კილოა,ზოგს კარგი შედეგი აქვს,ზოგს არა....რა ვქნა???
25.10.10 13:03 nuni34
ზუსტად 90 ვიყავი რომ დავიწყე და რა ვიცი აბა....ალბატ 100 კილოს ზემოთ უნდა იყო,კარგი ეფექტი რომ მოგცეს(((
25.10.10 12:45 nuca-001
ამ დიეტას არანაირი აზრი არ აქვს თუ მართლაც ჭარბწონიანი არ ხართ მაგალითად 80 90 კილოს მაღლა...
25.10.10 11:46 nuni34
დავამტავრე ეს დიეტა,საგულდაგულოდ ვწონიდი და ზედმეტი არაფერი მიჭამია,მაგრამ მხოლოდ 6 კგ 600 დავიკელი((( არ ვიცი რას დავაბრალო,ბოლო კვირას ზალიან ბევრი საჭმელი იყო და ბოლომდე ვერ შევჭამე და თან ყავას ვსვავ ბევრს<((ერთი სიტყვით გული დამწყდა ერთი თვის წვალებას რომ კარგი შედეგი არ მოყვა...დგეიდან ვიწყებ ადვოკატის დიეტას...ვნახოთ რა შედეგს მომცემს...აბა წარმატებებიიიი
23.10.10 22:23 doqtoresa
ერთ კვირაში 3 კილო დავიკელი ოგონდ მარილის ნაცვლოად აჯიკას მივირთმევ :)მაგარი დიეტააა
23.10.10 15:13 nuni34
ვინმემ ხომ არ იცით,ბოლო კვირის შაბათს რომ წერია თევზი,რა რაოდენობის უნდა მივიგო?რამდენიც გვინდა?თუ 100 ან 200 გრამი?წინასწარ მადლობაააა
23.10.10 00:29 nini_niniko
დღეს მე6 დღეს ვამთავრებ, 2 კილო მოვიკელი მაგრამ გარეგნულად უფრო მეტყობა ;)))
23.10.10 00:28 nini_niniko
ნინი გაიხარე დიდი მადლობა. ხო უმარილოდ მეც ვერ ვჭამ ძაან უგემურია, ეხლა პილპილს ვცდი ;))
22.10.10 17:29 ann-1002@mail.ru
NUNI34 მადლობა რჩევებისათვის :)))
22.10.10 15:06 nuni34
ზალიან ხშირად ვუსმენ მალახოვის გადაცემას და იქ ასეთ რჩევას იზლევიან გახდომის მსურველთათვის...ვისაც არ შეუზლია უმარილოდ ჭამა,რჩევას იზლევიან რომ პილპილი მოაყარაოს.სიმწარე ხელს უწყობს ცხიმების წვას.აბა მოსინჯე პილპილით...და ასევე ასეთ რჩევას გვაზლევენ,კარტოფილი როცაა დიეტის დროს,უკეთესია თუ კანგაცლილს გავაჩერებთ ნახევარი საათი წყალში და ისე მოვხარშავთ,უფრო დიდი ეფექტი აქვს.
22.10.10 15:02 nuni34
საერთოდ ერთი რამე ვიცი კარგად,მარილი ხელს უშლის ცხიმების წვას და იმიტომ არაა რეკომენდირებული დიეტის დროს.შენი ნებაა,თუარ შეგიძლია უმარილოდ,ცოტა მოაყარე,მაგრამ,გაითვალისწინე რომ ისეთი ეფექტი არ გექნება,როგორიც უნდა გქონდეს.
22.10.10 14:27 ann-1002@mail.ru
NUNI34 ადვოკატის დიეტაში მარილი საერთოდ გამორიცხულია? თუ ცოტა მაინც შეიძლება
22.10.10 13:05 nini_niniko
ნინი34- ჩემი და იცავდა ადვოკატის დიეტას და ძალიან ეფექტურია, მაგრამ ჩემთვის ძნელია :( აუცილებლად დაწერე რა რამდენს მოიკლებ :))) სტიმული მინდა რომ გავაგრძელო :((
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია