Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166431-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166431-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

16.09.10 09:13 ruska131
წარმატებას გისურვებ დოლორეს მეც ჩიყვისგან გავსუქდი 90 კილო ვიყავი და ახლა 76 ვარ 8 თვეა პური სულ არ მიჩამია თან სულ დიეტაზე ვარ ახლა 3 კვირაა დიეტაზე ვარ და ვერ ვიკლებ ,მაგრამ მაინც არ ვწყვეტ იმედი მაქვს კიდევ დავიკლებ
16.09.10 00:25 dolores9
გამარჯობათ გოგებო.მე ამ საიტის დიდი ხნის მომხმარებელი ვარ,მაგრამ აქამდე მხოლოდ სტუმრის სტატუსით ვსარგებლობდი ამ საიტით.გუშინ შევუდექი უგულავას დიეტას და ძალიან კარგად ვართმევ თავს.პირველი ორი დღე რომ ასე არ გამიჭირდა წარმომიდგენია სხვა დღეები სულ არ გამიჭირდება.თქვნი მხარდაჭერა და გამხნევება ძალიან წამადგება.ვარ ზუსტად 100 ლიკო.ბოლო ერთ წელიწადში მოვიმატე 30 კილო.ჩემი წონა არის 60 კგ,სიმაღლეში 173 სმ.ვარ.ხოდა დიდი ხანაი ვერბრძვი წონას მაგრამ არაფერი გამომდის,იმიტომ რომ ჰიპოთირეოზი მაქვს,ანუ გასუქება ჩიყვისგან.ბოლო 6 თვის თვის მანძილზე ვიცავ არც თუ ისე მკაცრად დიეტებს და 8 კილო დავიკელი.ანუ 108 ვიყავი მარტის თვეში.ასე რომ ახლა მინდა უგულავას დიეტა დავიცვა,დარწმუნებული ვარ რომ საკმაოდ დიდ წონას მომაკლებს.10 კილო რომ მაინც დავიკლო ჩემთვის უზარმზაზრი შედეგია და სესვენებებით 4 ჯერ მაინც დავიცავდი ამ დიეტას.მინდა ცემი ძველი წონა 60 კგ.დავიბრუნო.იმედია შევძლებ.ძალიან დიდი იმედი და რწმენა მაქვს.
ყველას დიდ ნებისყოფას და სასურველ წონას გისურვებთ.მე აქ დავპოსტავ ხოლმე ჩემს შედეგს დროგამოშვებით.წარმატებები თქვენ :)
15.09.10 19:51 sofa95
გოგონებო მე ხვალიდან ამ დიეტას ვიწყებ არ გინდათ შემომიერთდეთ:საუზმე 2ც მოხარშული კვერცხი სადილი:3ც მოხარშული სოსისი ვახშამი:250გრ იოგურტი ან კეფირი მ,აგრად მინდა გახდომა 68კილო ვარ და 50 მინდა რო ვიყო და თქვენ რამე დიეტას ხომ ვერ მირჩევდით? მერე ადვილად რო არ მოვიმატო?
14.09.10 23:25 puskuna
მე უკვე სამი დღეა ვაკეთებ ამ დიეტას და ძალიან კმაყოპილი ვარ 2,5 კგ დავიკელი უკვე..კუჩი გამოერეცხვა აუცილებელია დაწყებამდე...აუცილებლად უნდ გავაკეტო ბოლომდეე დძაან მიხარია კარგად რო მივდივაარ.. nia_4516 ცჰემი აზრით ბევრს შეცვლის იმიტომ რომ სულგუნს რაც არ უნდა უმარილო იყო მაინც აქვს თავისი ცხიმი და ცხელზე აუცილებლად გამოვა ეს ცხიმიი და მე გირჩევ როო არ ჩამო ეგრეე დაა შენი საქმის შენ იციი წარმატებებიიიი :*:*:*:*
14.09.10 15:25 sofa95
მე ერთი კაი დიეტა ვიცი გოგონებო ხვალიდან ისევ ვიწყებ:დიეტა შემდეგნაირია მთელი დღე მივირთმევთ საუზმე:1ც ვაშლი და 2ც მოხარშული კვერცხი სადილი:100გრ ხაჭო და 2ც მოხარშული სოსისი ვახშამი:1ც ვაშლი და 25გრ შოკოლადი ეს დიეტა საერთოდ უვნებელია თან ყველაფერს იგებს ორგანიზმი ცხიმსაც,ცილასაც და ნახშირწყალსაც შეგიძლიათ დაიცვათ რამდენი ხანიც გინდათ შეგიძლიაძთ ყავა და ჩაი უშაქროდ მიიღოთ
14.09.10 13:28 nia_4516
ტეფლონის ტაფაზე უცხიმოდ
რომ დავადნო უმარილო სულგუნი და 2 კვერცხი შევაქვიფო, როგორ ფიქრობტ, ძალიან შეცვლის რამეს?
14.09.10 11:11 sofa95
www.Self.Ge-ზე შედით
09.09.10 00:49 New body
სხეულის მოცულობისა და წონის შემცირება, სტრიების გაქრობა კანზე, კანის გამკვრივება და გადაჭიმვა, მშობიარობის შემდგომ მუცლის პრესის გამაგრება.მის: ინგოროყვას 10 (კანცელარიასთან) ტელ: 877 52 11 52
08.09.10 21:19 tami_tami
nina18 შენარჩუნების დღეებში ლობიოს როგორ ჭამდი ცარიელ მოხარშულ მარცვლებს თუ შენელებულს? ისე ძალიან კაგია ნინა 10კგ-ს დაკლება ნეტა მეც მაგდენი დავიკლო:)
08.09.10 13:52 nina18
მე პირველ კვირას სხვათაშორის არ შემეტყო ბოლოსკენ სადღაც მე-3 კვირის მერე დამეტყო და სულ 10 კილო დავიკელი :)
08.09.10 12:06 n_ia
დაწერეთ რა შედეგები ვინც გააკეთეთ უგულავას დიეტა
06.09.10 22:19 tami_tami
მეც ერთი კვირაა რაც ვიცავ ამ დიეტას და 3კგ დავიკელი, არც მე დამირგვევია
06.09.10 18:12 nati_nati_natia
n_ia სიმართლე გითხრა საკმაოდ ძვირი ჯდება. ჰოლანდიორუ ყვითელი ყველი პოპუილში 26 ლარი ღირს და კვირააში დაახლოვებით 10 ლარის გჭირდება (400 გრამი) ასევე ჭვავის პური ლიტვური 375 გრამიანია და 1,10 ლარი ღირს ნიკორაში, კვირაში ორი მაინც გინდა... ბარდა დაახლოვებით 3 ლარი კვირაში და ასე რა
06.09.10 18:09 nati_nati_natia
ერთი კვირა გავიდა და მხოლოდ 3 კილო მაქვს დაკლებუი :( არადა არაფრით ვარღვევ... რაღაც მგონია, რომ მე-2 და მე-3 კვირაშიც დავიკლებ
06.09.10 16:54 n_ia
გამარჯობათ, მინდა დავიწყო უგულავას დიეტა და მაინტერესებს ეფექტურია თუ არა, ისიც მაინტერესებს რა ტანხა ჯდება ეს დიეტა.
05.09.10 11:35 barsamania
აუ მე ესეტ დიეტებს ვერ ვიცავ მირცევნია ერტი სახის პროდუქტი სულ.....
05.09.10 11:32 ირენ
tami_tami შეგიძლია ჰოლანდიურის ნაცვლად უმარილო სუმგუნი ჭამო:)
05.09.10 00:40 tami_tami
ვაიე მეექვსე დგეა ვარ ამ დიეტაზე და აშკარად მოვიკელი მაგრამ ჰოლანდიური ყველი ამოვიგე ვერ ვჭამ, თან თითქმის რაც წერია იმდენს ვერ ვჭამ უფრო ნაკლებს..
04.09.10 20:28 clementine
აბა რა ხდება აქ? ე.ი ამით ხომ დავიკელი 8 კილო, ჰოდა მოვიმატე 3 კვირასჰი 9 კილოგრამი :D ჰოოდა დავიწყე ტავიდან და მე 3 დღეზე ვარ :ბის:
და რა უნდა გკითხოთ ხალხო, ყველას გაუდას ჭამთ ვინმე? ძალიან ამრილიანია მემგონი და მერე სულ წყალს ვსვამ არდაა ბევრი არ შეიძლება :(
04.09.10 16:28 ირენ
მე ხვალ ვიწყებ დიეტას...1 დღეს ვაპირებ ვჩამო საზამთრო..ფაქტიურად შიმშილი გამოდის...საზამთრო 90% ცყლისგან შედგება ასე რომ ნამდვილად არ შემიშლის ხელს..
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია