Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166452-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166452-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

27.07.10 10:52 nino111
დღეს მე-6 დღე მაქვს დიეტის და მხოლოდ 1.200 მოვიკელი პირველ 2 დღეს :( რაღაც გაჩერდა წონა ერთ ადგილას...:(((( ნეტა რატომ??? :(((
27.07.10 01:14 tatuli1980
მე ისეთი სამსახური მაქცს მთელი დგე გადარბენებზე ვარ. ძალიან ბევს ვმოძრაობ. მაგრამ ღამეც არ ვჭამ. სადღაც 6/7 საათზე ვახშმობ, მივეჩვიე და არ მიჭირს. ყველაფერი მიჩვევაზე და მონდომებაზეა:) რძეს კიდევ ვერ ვიტან კეფირს რა უჭირს:D
26.07.10 23:26 nino111
ძალიანაც მინდა ზედმიწევნით დავიცვა, მარა სამსახურიდან რომ მოვდივარ საღამოს გამოფიტული, მარტო 1 ჭიქა კეფირი რა არიის??? :((( და თანაც კეფირი და რძე არ მიყვარს და ხილს ვჭამ ცოტას :) მარა მაინც იმედით ვარ რომ დავიკლებ :)))
ყველას წარმატებებიიი :))))
26.07.10 22:47 tatuli1980
ამ დიეტის დაცვა ძლაიან ადვილია.მე 2 კვირაში დავიკელი 4 კილო. საერთოდ შიმშილის გრძნობა არ მაქ და რეჟიმში ვარ მაგრამ ზედმიწევნით ზუსტად ვასრულებ ყველაფერს დგეში მხოლოდ 4 ჭიქა წყალს ვსვამ. საბოლოო შედეგს ბოლოს დავწერ, ამ დიეტის ეპექტი იმაშია რომ არ შეილება დარღვევა და შეცვლა საჭმელების!!!!
როცა ისეთი დღეებია სადაც ბევრი გვეჩვენება საჭმელი მასეც არაა. ეს იმისთვისა რომ ორგანიზმი მარტო მცირე საკვებს არ მიეჩვიოს. მაგ შემთხვევაში ორგანიზმი ეჩვევა ცოტა საკვებს და გახდომა ფერხდება. ჩემი რჩევაა ზუსტად დაიცავით ყველაფერი. წარმატებებს გისურვებტ ყველას
26.07.10 17:27 nino111
რავიცი ხალხი ლეგენდებს ყვება ამ დიეტაზე და მეც ამ იმედით დავიწყე რომ იქნებ დავიკლო, 10 კგ. მაინც...:)))
თუმცა ზუსტად ვერ ვიცავ, და მარტო მცირეოდენ ხილს ვამატებ შუალედებში და ნეტავ ძალიან შეუშლის ხელს გახდომას??? გამომეხმაურეთ გოგოებო, ზედმიწევნით იცავთ ამ დიეტას? არ გიჭირთ? :(
26.07.10 15:49 marischa
გოგონებო გთხოვთ და გევედრებით მითხარით ამ დიეტით 7 კგ-ს დაიკლებს ადამიანი??ძალიან დიდი წონა არ ვარ მაგრამ მეთვითონ არმჯეროდა არასდროს ამ დიეტის მაგრამ |შედეგები რო ვნახე დამაინტერესა...თან მოკლევადიან ძალიან რთულებს ვერ ვიცავ....7 კგ-ს დაკლება მინდა...როგორ ფიქრობთ ან მირჩევთ საერთოდ??
25.07.10 12:33 Anano3
იცი მეც ვერ ვსვავდი ყავას, მიჩვევა და დამუღამება უნდა... თავიდან ძალიან უგემურია უშაქროდ. გამიჭირდა მიჩვევა, მაგრამ ეხლა აღარ შემიძლია ისე მიყვარს უშაქრო ყავაააააააააა
25.07.10 09:43 Bohiko
ვინც ყავას ვერ სვამს იმან რა უნდა ქნას? :(
24.07.10 14:42 Anano3
ეს დიეტა ახდუნებს კი არა ასუქებს, თუ ძაან მსუქანი ადამიანი არ იცავს ამას.
ჩვეულებრივ დღეში ისედაც ამაზე ცოტას ვჭამ
24.07.10 11:53 q e t i
მე ეს დიეტა დავამთავრე და არც ვარ კმაყოფილი!
მხოლოდ 6 კილო მოვიკელი არადა მეტს ველოდი აშკარად!
ეხლა ორ კვირიანი დავიწყე და ვნახოთ მერე იმის შედეგი და არადა მეგონა ეს დიეტა ის იყო რაც მე მჭირდებოდა!
ვინც აკეთებთ წარმატებები!
:):)
22.07.10 14:13 tatuli1980
რაც უფრო დიდი წონააქ ადამიანს მით უფრო მეტს იკლებს. საშუალო წონაზე 8 10 კილოს დაკლება არაა ცუდი. მე თავს ზალიან კარგად ვგრძნობ და მომწონს ეს დიეტა. ღამე ჭამას სულ გადავეჩვიე და რეჟიმში ჩავჯექი. ასე რომ რავიცი კმაყოფილი ვარ მე მხოლოდ მეორე კვირაზე ვარ ჯერ ასე რომ შედეგს ბოლოს დავწერ,
21.07.10 00:01 nia_tamunia
გოგოებო გამარჯობათ, მე ვაკეთებ მესამე კვირაა უკვე და 6 კილო მაქვს დაკლებული, ამას რომ დავამტავრებ, მგონი დზაან მაგარი იქნება 18 საატიანს თუ გავაგრდზელებ არა? ისე, სიმართლე გითხრათ, ამ დიეტით მთლად კმაყოფილი არ ვარ, სუსტად ვარ დზალიან და გული ხშირად მიჩქარდება, ტან როგორც ცერია მგონი ისე არ იკლებ, ჩემმა დაქალმა ბოლო კვირაში მხოლოდ 2 კილო დაიკლო, არადა წერია, 9დან 11 კილომდე იკლებო...ვინმეს გაგიკეტებიატ?
20.07.10 16:22 >>>maiko<<<
დაგიბრუნდით :), აბა როგორ ხართ?
ხვალიდან ვიწყებ ისევ ამ დიეტას ;)
20.07.10 13:29 tatuli....
არა მაგას არ ვაკეთებ უბრალოდ თავს კონტროლი უნდა გავუწიო 12მდე და 6ის მერე არაფერს არ შევჭამ და მაგ შუალედში შევჭამ ყველაფერს ოღონდ ცოტ ცოტას ვფიქრობ ყველაზე კაი საშვალებაა
19.07.10 20:21 rusudan musaevi
თათული თუ იცი ზუსტად როგორ კეთდება შენარჩუნების დგეები?
19.07.10 17:51 tatuli....
დღეს ამ დიეტის ბოლო დღე მაქ და სულ დავიკელი 12 კილო, ბოლო კვირაში არაფერი არ დამიკლია და მეუბნებიან მერე ნახავ შედეგსო. რავიცი მე მაინც კმაყოფილი ვარ ეს კვირა ფაქტიურად მშიერი ვიყავი რაც მქონდა იმასაც ვერ ვჭამდი და ვაპირებ შენარჩუნებას არ მინდაა ეს წვალება წყალში ჩამეყაროს ყველას გირჩევთ ამ დიეტას
19.07.10 12:51 tatuli1980
3 კგ დავიკელი 1 კვირაში
18.07.10 20:44 tatuli1980
მე ხვალ დავამთავრებ პირველ კვირას და შედეგს დავწერ. ის შიშილს საერთოდ ვერ ვგრძნობ დგეში 4 ჭიქა წყალს ვსვამ პლიუს ყავა ნალექიანი , ვატყობ რომ დავიკელი მაგრამ ხვალ გეტყვით ზუსტად რამდენი დავიკელი. ისე ეს დიეტა მემგონი მსუქანი კაცებისთვისაა ასე მგონია :))თუმცა მე მაინც ბოლომდე ვაპირებ გავაგრძელო., იმიტომ რომ ჩემმა მეგობარმა რომელიც სულაც არ არის კაცი::) ამ დიეტით 15 კილო დაიკლოოო ასე რომ შემართებასა და სულს ნუ დაკარგავთ დედაკაცებო:)))
18.07.10 18:41 rusudan musaevi
ვინმემ თუ იცით ეს შენარჩუნების დოზები დაწერეთ რა
18.07.10 16:52 lizi_24
HP, ეს დიეტა უფრო კაცებისთვისაა ეფექტური. ამ დიეტით უგულავამ 30კგ დაიკლო, შუაქალაქის ირაკლიმ 22 და ლაშამ 15 ერთ თვეში. პირადად მე მარტო 1 კვირა გავაკეთე, ოღონდ ზუსტად არ დამიცავს, მარა 1კგ მეტი ვერ დავიკელი. დასკვნა თავად გამოიტანე :)
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია