Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166562-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166562-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

20.01.09 13:55 taaako
ან იცი რა ცადე ერთი დღე სასისკი მეორე ყველი მესამე კიდე რაღაცა და ერთნაირის ჭამა არ მოგიწევს ყოველ დღე
20.01.09 13:53 taaako
მაშინ მოხარშულეცი ცადე..
20.01.09 13:48 lelusi
ეს დიეტა მეც გავაკეთე. ნამდვილად ეფექტურია, პირადად მე 11კილო დავიკელი.
20.01.09 11:30 lizi_
წიწიბურაც ნაცადი მაქვს,მაგრამ ბევრი ვერაფერი მიშველა.ჩემი პრობლემა ისაა,რომ ერთი და იგივე საჭმელის ჭამა ორ დღეს არ შემიძლია,საშინლად მზიზღდება და მერე და არაფრით აღარ გადადის ყელში:-(
20.01.09 02:42 taaako
უფ რა გინდა 68დან 64ზე ხარ ჩამოსული პროსტა ძალიან ნელა იკლებ ალბათ. კიდე 4იც და უკვე გადახვალ თითქმის საშუალო წონაზე:D ისე ლიზი მაღალი ხარ შენ და ძალიან თავის გასაგიჟებელი არ გჭირს არაფერი. ცოტა მოითმინე პროსტა. ეხლა რა დიეტას აპირებ? მეც მინდა რამე დავიცვა. მეც 7-8 კილო მინდა დავიკლო და თუ გინდა ერთად ვცადოთ. წიწიბურას ვფიქრობ მე. უფრო სწორად დღეს დავიწყე წიწიბურა. ერთმა გოგომ დაწერა 10 დღეში 5-6ს კილოს იკლებო და გეცადა შენც.. ქულების დიეტაც კაარგია მაგრამ შენ ისედაც ნელა იკლებ და ეგ რო დაიცვა მომავალი წლისთვის დაიკლებ ალბათ:))
20.01.09 01:27 lizi_
ორი კვირის წინ,ანუ ნაახალწლევს,ვიყავი 68,ახლა ორ კვირიანი დიეტის შედეგად ვარ 64,ანუ ორი კილო მოვიკელი კომბოსტოს დიეტით და ორიც უგულავას დიეტით...იმედია ერთ ამდენს მაინც მოვიკლებ დიეტის ბოლომდე :-(
20.01.09 00:46 kunnita
კიმარა ლიზი რამდენი კილო ხარ?
19.01.09 23:08 taaako
ვააა. რამე ხო არ დაგერღვა ან შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტიცაა. რავიცი :|
19.01.09 22:51 lizi_
მგონი ყველა დიეტა ნაცადი მაქვს,რაც კი არსებობს.ჭამიტაც მართლა ცოტას ვჭამ,მაგრამ არ ვიკლებ,აი,ერტი დგეც ტუ ცოტა ზედმეტი მომივიდა ჭამა,მეორე დღეს მინიმუმ 1კილო მაქვს მომატებული :-( ადრე მეც დავიკელი უგულავას დიეტით 7კილო.ბორშის დიეტით 5,მარა ახლა არც ერთი არ მშველის :-( მე მაინც ვცდი ბოლომდე გაკეთებას და შედეგებს მოგახსენებთ აქვე ;-)
19.01.09 22:18 taaako
რავი ლიზი რა გირჩიო მასე ნელა რატო იკლებ ნეტა. მაგრამ აუცილებლად ბოლომდე მიიყვანე იქნებ მერე იყოს შედეგი. რავიი საერთოდ ეგრე გვირჩევენ დიეტოლოგები რო ყველა დიეტა ბოლომდე მიიყვანეთო შეიძლება შედეგი მერე იყოსო და არ ვიცი. მე რო ამაზე ვიყავი ძალიან მაგრა გავხდი ხალხი მეკითხებოდა შიმშილობო, არადა მაგარი საჭმელებია სულ. წიწიბურა რო ცადო?
19.01.09 22:08 lizi_
აუ,არა რაა,57-58რო ვიყავი,ძაააან მაგრად ვიყავი.60ზე უკვე აღარ მომცონდა ჩემი ფიგურა.მერე სიგარეტს დავანებე თავი და ერთ წელში 15კილო მოვიმატე.მას მერე სამი წელია გასული და ძალიან ძნელად ვიკლებ ხოლმე :-( უგულავას დიეტამდე 5დგე კომბოსტოს სუფუს დიეტა გავაკეთე,მაგრამ იმიტაც მარტო 2კილო დავიკელი,მერე უგულავას დიეტა გადავაბი და ამითიც ერთ კვირაში მარტო 2კილო.მგონი რაღაც სხვა დიეტა მჭირდება,ესენი არ მშველიიის :-(
19.01.09 21:17 taaako
არა ერტი 4 კილო შეგიძლია. შენი იდეალური წონა 60კგა
19.01.09 19:35 kunnita
ძვირფასო 7 კილო რო დაიკლო აღარ გამოჩნდები. დამიჯერე შესანიშნავი შეფარდება გაქ სიმაღლის და წონის, თუ მუცელი ან თეძოები არ მოგწონს შენი დღეში რამდენსაც შეძლებ იმდენი პრესი აკეტე დილას და საღამოს. უბრალოდ 6ის მერე არ ჭამო. მე ამას გირჩევ
19.01.09 16:58 lizi_
ვარ 64კილო.სიმაღლე 170.მინდა დავიკლო 7-8კილო,მარა არ გამომდის :-( ბევრი სითხე არ შეიძლებაო რომ წერია,შეცდომა ხომ არაა რამე?როგორ შეიზლება დიეტის დროს წყალის აკრძალვა?
19.01.09 13:18 taaako
რავი მე ამაზე რო ვიყავი მაგრა დავიკელი და კარგათაც შევინარჩუნე. რამდენი კილო ხარ?
19.01.09 12:12 lizi_
მე ამ დიეტით შარშან დავიკელი 7კილო,ანუ პირველ კვირაში 5,მერე მომდევნო ორ კვირასში ორი და ბოლო კვირაში საერთოდ არაფერი.ახლა დავიწყე თავიდან.დგეს მერვე დღეა უკვე და მარტო 2კილო მაქვს მოკლებული.ნეტა რისი ბრალიააა?არადა ყველაფერს ზუსტად ვაკეთებ :-(
18.01.09 22:30 taaako
არა რა 20 თავის მოკვლა არ მინდა:D არც 25 მითუმეტეს. ისე მართალი ხარ კუნიტა და ვიწყებ კაროჩე 4 თვე დიდი დროა. ხოდა ზეთის მე ვიცი ვიპოვი იმ წიგნს და გეტყვი
18.01.09 21:58 kunnita
ბანკეტამდე მე ატჯერ გავსუქდები და გავხდები. დიდი დროა იქამდე. მთელი 4 თვე. უფ რას არ მოასწრებ. მე ვამბობ როცა რამოდენიმე დღეში სასწრაფოდ დაკლება გჭირდება მაგაზე. თუ 20-25 კილო არ გაქვს დასაკლები 4 თვე ძალიან დიდი დროა!!!!!!
18.01.09 21:39 taaako
კუნიტა რო გვეჩქარება? ბანკეტი გველოდება წინ :|
18.01.09 21:34 kunnita
გასახდომ აბებს არავის არ ვურჩევ, საკმარისია მიღება შეწყვიტო რომ, წონაში კატასტროფულად იმატებ და მერე დაკლება ძძძძძძAლიან რთულია, დედაჩემს დაემართა ეგრე. და ყოველდღე 1 კილოს დაკლება კარგი ამბავი არ არის, ჯობია მოერიდოთ დიეტებს რომლებიც სწრაფად გაკლებინებთ, მითუმეტეს თუ არსად გეჩქარებათ, ან დიდი წონა გაქვთ, იმიტო რო მერე ძალიან სწრაფად მოიმატებთ. თუ ოდნავ გაქვთ მომატებული წონა და სასწრაფოდ გინდათ გახდომა, მაშინ შეიძლება კიდე ატანა. მაგრამ მაინც არაა კარგი.
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია