Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165916-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165916-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

22.06.14 03:50 takokoko
რას შვებით გოგოებო აბა ვინ ხართ დიეტაზე ჩემთან ერთად ? :)))
21.06.14 15:28 eellii
ორშაბათიდან მეოთხე კვირას ვიწყებ და ძლიან მეშინია, არვიცი თუ გავქაჩავ, არასდროს გამიკეთებია ბოლო კვირა, არადა ძლიან მნიშვნელოვანია. ვაშლს ვერ ვიტან და ხომ არ შეიძლება რამეთი ჩავანაცვლო???
ზუსტად როგორც წერია ისე მივყვები: პირველ კვირაში დავიკელი 5 კილო და აგერ უკვე ორი კვირაა გაჩერებული ვარ ერთ დონეზე. ბოლო კვირაში ერთი ხუთიც რომ დამაკლებია მეტი არ მინდა. მერე შენარჩუნებაზე უნდა ვიზრუნო
ძალიან მაგარი დიეტაა, და არ დანებდეთ გოგოებო, გამაოგნებელი შედეგები აქვს თუ ზუსტად იცავთ.
წარმატებები
21.06.14 13:12 saloko
გოგოებო, მარილის მიგება შეიძლება ამ დიეტიზ დროს?
21.06.14 10:12 saloko
mamagda
მადლობააა, გავაგრძელებ ალბათ, ადრე მაქვს გაკეთებული ეს დიეტა, 4 წლის წინ. ბოლომდე არ გამიკეთებია და 6 კგ დავიკელი, ახლა ბოლომდე მინდა მივიყვანო და იმედია 10 კგს მაინც დავიკლებ :)
21.06.14 06:43 takokoko
გოგოები, მესამე დღეზე ვარ და უკვე 3 კილო მაქვს დაკლებული. ზუსტად არ ვასრულებ, ვერც ხორცი ვჭამე მეორე დღეს და ვერც წვნიანი მესამე დღეს. კმაყოფილი ვარ, მაგრამ თავბრუ მეხვევა სულ.
21.06.14 05:33 mamagda
სალოკო, მეც მასე ვარ. ზუსტად 2 კილო, მაგრამ მე სულ დიეტაზე ვარ მთელი ცხოვრება და ეს 2 კილოც მიხარია. მემგონი 6-7 კილოს მაინც დავიკლებთ, თან ხანდახან წონამ გაჭედვა იცის და მერე ერთბაშად იკლებ. ან თუ უნდა მოგივიდეს, 2-3 კილოთი მეტს გაჩვენებს სასწორი. ასე რომ გააგრძელე. მე ვაგრძელებ.
21.06.14 05:06 nana svani
მეორე კვირას ვამთავრებ ხვალ და ვინმემ თუ იცის მესამე კვირის მაგივრად მეოთხე კვირა გავაკეთო თუ სშეიძლება
21.06.14 04:02 saloko
მეექვსე დღეა დღეს და 2 კილო მაქვს მარტო დაკლებული :( გავაგრძელო თუ არა აგარ ვიცი :( სტიმული დამეკარგაააა
20.06.14 13:56 mamagda
mafanya, წყლის შეზღუდვა სულელობაა, ვინ მოიგონა, არ ვიცი. ამ დიეტის ორიგინალ ვერსიაში არაფერი მსგავსი არ ეწერა, 6 წლის წინ რომ გავაკეთე...მერე დადო ვიღაცამ ამ გვერდზე. არც მე-2 დღეს ბულიონი ეწერა და არც უმარილოები, არადა მაშინ დავიკელი ყველაზე მეტი, მეორე ჯერზე, შეიძლება ორგანიზმი შეეჩვია, მაგრამ წყალიც შევზღუდე და მარილიც და ნაკლები დავიკელი.
20.06.14 08:23 mafanya
მეც ვაკეთებ ამ დიეტას, მე5 დღეა. მიჭირს წყლის შეზღუდვა, იმიტომ რომ ზოგადა ბევრ წყალს ვსვამ, 2 ლიტრს დღეში და ეს 4 ჭიქა მკლავს :( 10 კილო მაქვს დასაკლები, ამ დიეტით 5-7 კილოს დავიკლებ იმედია და მერე კალორიების თვლას გავაგრძელებ ან რამე სხვას. 73 ვარ და 63-65-ზე მინდა დავიდე. წარმატებები ყველას!
20.06.14 04:13 mamagda
სალოსა, ან რძიანი ყავით ან წყლიანი მაწონით და წყლიანი კეფირით. წარმატებები!
19.06.14 16:00 mvl3
გამარჯობათ გოგოებო, დილით ვიწყებ ამ დიეტას, 80 კილო ვარ 25 კილო უნდა მოვიკლო,ამ დიეტით არამგონია ამდენის მოკლება შევძლო,მაგრამ 10 -12 კილო რო მოვიკლო უუუუბბბედნიერესი ვიქნები. წარმატებები ყველასსს...
19.06.14 10:16 salosa
ხალხოო, თქვენი დახმარება მჭირდება :( რძეს ვერ ვიტან და ვინმეს რამეთი ჩაგინაცვლებიათ? ანუ შესაძლებელია თუ არა რძის გარეშე გავაკეთო და შედეგი არის თუ არა?
19.06.14 08:10 kristopera
2 ტ ვ ი ს წ ი ნ გ ა ვ ა კ ე ტ ე დაა 9კილო დავიკელი,მაგრამ ერტტვესჰი ი სს ე ვვ მმ ო ვვ ი მმ ა ტტ ე.... A ხხ ლ აა. I სს ე ვვ დ აა ვ იი წ ყყ ე დ. D. A ი გგ ი ვვ ე ეე ფ ე ქ ტ ი. M ე ქქ ნ ე ბბ ა???
19.06.14 07:33 ninomaxo84
mamagda მადლობაა... იქნებ გავაკეთო
19.06.14 06:28 mamagda
4-ს ნამდვილად დაიკლებ თუ პირველად აკეთებ. თუმცა მაღალ წონიანები მეტსაც იკლებენ.
19.06.14 05:35 ninomaxo84
გამარჯობათ გოგოებო... მე ეხლა დავრეგისტრირდი,თუმცა სულ შემოვდივარ ხოლმე ამ საიტზე.ვფიქრობ რომელი დიეტა დავიწყო და ვერ გადავწყვიტე.ნებისყოფის მოკრეფა ძაან მიჭირს....იქნებ უგულავას დიეტის პირველი კვირა გავაკეთო... 5 კილოს დავიკლებ? არასოდეს გამიკეთებია ეს დიეტა.იქნებ მითხრათ :) ვიცი რომ პირველი კვირა ეფექტური ყოფილა... <3
19.06.14 01:32 mamagda
მაგალითად ინგლისური მარილით... ან კლიზმით. მაგრამ კუჭს ბევრი არ ირეცხავს. მე ჩინურ ჩაის ვსვავ ხოლმე
18.06.14 18:17 takokoko
გოგოებო, კუჭის გამორეცხვა როგორ კეთდება ?
18.06.14 16:01 mamagda
გიორგი, ბიჭები მაგრად იკლებენ ამ დიეტაზე.
ხო, სალოკო, დავწეროთ როგორ ვიკლებთ. მე ვერ მექნება და არც მაქვს აქმდე კარგი შედეგი, მე-5-ედ ვაკეთებ და ყოველ ჯერზე უარესი შედეგი მაქვს. იმედია, 7 კილოს დამაკლებინებს.
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია