Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165918-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165918-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

07.06.14 14:31 eellii
irma72 მითხარი გთხოვ მეოთხე კვირას ზუსტად იცავ როგორც წერია თუ რამე შენებურად. შეუძლებელია ამდენი ჭამო ადამიანმა. ბოლოს ერთი კილო ჰოლანდიურიო და ან რა მაყიდინებს და ან რა მაჭმევს მაგდენს??? ეგ კვირა არ გამიკეთებია და მეშინია მანდ რომ მივალ რა მეშველება.. ისე მერე შენარჩუნების დღეებს აპირებ????
რაც შეეხება სიძვირეს, იაფი ნამდვილად არ არის მაგრამ მე ყოველდღიურად ვყიდულობ: მაგალითად დილით ვიყიდი 100 გრამ ჰოლანდიურს და 100 გრამ ლორს. ერთი შავი პური ერთ კვირაზე მეტ ხანს მყოფნის. ტომატის წვენიც დიეტის დასაწყისში რომ ვიყიდე ბოლომდე მეყოფა. აი მაღაზიის რძე კი ჯდება ძვირი. მე რაიონში ვცხოვრობ და ორშაბათის გარდაა არ ვყიდულობ მაღაზიაში. ისე ვახრხებ მეზობლებში და ნაცნობებში ჩვეულებრივი ძროხის რძის შოვნას და გაცილებით იაფია.
07.06.14 12:59 huliganka
ხათუნ, ჩემ მეგობარს 300 ლარი დაუჯდა რამდენიმე წლის წინ ვიცი
07.06.14 12:38 xatun
ისე თუ გამოგიანგარშიებიათ რა ჯდება ეს დიეტა?მითხრეს 200 მაინცო და მართალიაა
07.06.14 11:54 irma72
გამარჯობათ, მეოთხე კვირას ვამთავრებ, სამი კვირის ბოლოს ავიწონე და 11 კილო დავიკელი. ხვალ საღამოს ავიწონები და საბოლოო შედეგს დავწერ. კმაყოფილი ვარ. წარმატებებს გისურვებთ.
07.06.14 11:44 elzaelza79@mail.ru
მესამე კვირის მეოთხე დგე მაქვს და გავჩერდი ცხრა კილოზე. რაც პირველ ორ კვირას დავიკელი.იმედია მეოთხე კვირას კიდევ დავიკლებ.5კგს მაინც.სულ აგარ მიჭირს და დალიან კარგად ვგრდზნობ თავს.არ დაარღვიოოთ,წარმატებებს გისურვებთ ყველას.
07.06.14 11:35 xatun
eeliiii ara me ugulavaze ar var,koqteilit davikeli 10 kilo ert tveshi da exla 10 dgianze var.tvalyurs gadevnebt xolme:)me gramebis saswori ar maq:)a ver vaketeb,garda amisa zviri jdeba da chemi tavistvis ver vimeteb:)me aldvili mirchevnia albat imito ro pirvlad vdietob tore mteli wlebi ro medieta gavgijdodi,magram magaria gogoebo gaxdoma,pirvel rigshi chventvis,me saxlshi var umetesad da chemi tavistvis var dietaze ro sarkeshi chavetio:)chemi qmari ki meubneba rat gindao mara vis ar unda lamazi da susti coli:)
07.06.14 10:21 eellii
xatun 2 წლის წინ გავაკეთე ეს დიეტა და მაგ დროს შემოვდიოდი, მეგობრებიც მყავდა ბევრი, ვინც ერთად დავიწყეთ ისინი.
მეც მეკითხებოდნენ როგორ დაიკელიო და ბევრს ვასწავლე, გააკეთეს, მათაც დაიკლეს, თუმცა წონის შენარჩუნება ყველამ ვერ შეძლო, ისევ გასუქდნენ ჩემსავით.
ძალიან კარგი ადამიანი ხარ ასე რომ გვამხნევებ.
შენ ახლა უგულავაზე ხარ???
მე სხვა ვერცერთი დიეტა ვერ დავამუღამე ასე, როგორც უგულავა. რა არ ვცადე, მაგრამ ეს არაჩვეულებრივია
07.06.14 08:54 xatun
ალბათ გიკითხიათ სხვებისთვის ვაი როგორ დაიკელი?მეც მინდა,,,ან ვინმე რომ გაივლის ნეტა მეც ასეთი ვიყო,,წარსულს ჩავაბაროთ ეს ყველაფერი რა,ვიწვალოთ ჩვენი თავისთვის ერთი და გინდაც ორი თვე,განა იმად არ გირს შენ რომ გკითხავენ როგორ დაიკელი?მეც მინდა მასწავლე რა,,ან ვაიმე გოგო როგორ დასუსტდი მალადეც შენ,,,ან ქმარი რო ხელში კარგად აგწევს და არ იტყვის უჰჰ,მიდით გოგოებო გავხდეთ ლამაზები,თან ეს ყველაფერი შესაძლებელიააააა,
07.06.14 08:51 xatun
eellii რამდენი ხანია ამ საიტზე ხარ?მართლა გეუბნები ფსიქოლოგია ძაან ძლიერი რამაა.მე ისე მიხარია რო ვსუსტდები რომ არც მოვიმატებ მგონი მარა საჭმელის შეზღუდვას კი ვაპირებ მაინც,მიდით გოგოებო მუცემლმა როგორ უნდაგვაჯობოს?
07.06.14 06:30 eellii
xatun დიდი მადლობა. იმიტომ ვშიშობ რომ 2 წლის წინ გავაკეთე ეს დიეტა და რომ არ მივაქციე მერე ყურადღება ორჯერ მეტი მოვიმატე.
ისე ადრე ამ საიტზე უფრო მეტი აქტიურობა იყო და ძალიან მიხაროდა ყოველ საღამოს შემოსვლა და ერთმანეთისთვის განცდების გაზიარება.
ნუ მოგერიდებათ და ნუ პასიურობთ, დაწერეთ ყველაფერი, ზოგჯერ ერთი სიტყვაც დიდი სტიმულია სხვა ადამიანისთვის <3
07.06.14 01:39 xatun
eellii ნუ იფიქრებ მომატებაზე,მე ეხლა დაკლებული მაქ 10 ოღონდ სხვა დიეტით ეხლა ვებრზვი 6 კილოს და სულაც არ ვფიქრობ რო მოვიმატებ,ფსიქოლოგია ძაან დიდი რამეა,აბა იფიქრე ვერ ვსუსტდებიო და ნახავ თუ დაიკლებ
07.06.14 01:28 eellii
პირველი კვირის დასასრულია თითქმის და არაჩვეულებრივი შედეგი მაქვს. არ ამიწონია, მაგრამ თვალნათლივ ვხედავ რომ დავიკელი. კიდე სამი კვირაა წინ და იმედია კარგი შედეგი მექნება. ახლა უკვე იმაზე ვფიქრობ როგორ შევინარჩუნო.
დიეტის ბოლოს რომ შენარჩუნების დღეები წერია ეგ თუ გაქვთ გაკეთებული ვინმეს????
06.06.14 07:00 მანიკა*
huliganka
დიდი მადლობა რჩევისთვის :* :*
06.06.14 02:24 theo888
ჰოლანდიურ ყველს ვერ ვჭამ ცარიელს,გულს მირევს და რითი ჩავანაცვლო,ან საერთოდ რომ არ ვჭამო ნეტა არ შეიძლება, გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა?:((
05.06.14 13:05 huliganka
მანიკა*
საყვარელო, ახლა დამიჯერე რასაც გეტყვი. კვირაში 4-5 კილო ჯანმრთელი დიეტა არ არის, აი თვეში უკვე ნორმალურია. დიეტა 13 წლიდან არის მიზანშეწონილი, შენი ასაკი მომწიფებისთვის ემზადება და ამ საოცარ დიეტებს ნუ დაიცავ შემოგევლე შენ. ჰორმონებისთვის საშიშია, ახლა გიყალიბდება ყველაფერი. მესმის, რომ გეჩქარება ან ზღვისთვის, ან სხვა მიზეზი გაქვს, მაგრამ შენს ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ნამდვილად არ იქნება. ჭკვიანი გოგო ხარ, რომ გეშინია არაჯანმრთელი დიეტის. chikatilo7@gmail.com მომწერე ამ მაილზე და მოგცემ ინსტრუქციას როგორ იკვებო, და ერთ კვირაში ვერა, მაგრამ ცოტა მეტ ხანში დაიკლებ და მერე აღარ მოიმატებ. სგავსი დიეტები დაივიწყე ძალიან გთხოვ.
05.06.14 12:02 მანიკა*
მე ვარ 12 წლის ძალიან მსუქანი ვარ და მინდა მსუბუქი დიეტე 1.50 ვარ სიმაღლით და 45 კილო მაინტერესებს თუ შეიძლება ჩემთვის ისეთი დიეტა მსუბუქი რომლითაც 1 კვირაში 5 -4 კილოს დავიკლებ ისე რომ ჯანმრთელობა არ შემერყეს ძალიან მეშინია მაგრამ მირჩიეთ :)) :*
05.06.14 11:03 morena
გოგოებო ყველი ეცადეთ პურთან ერთად ჭამოთ უფრო ადვილია.ეცადეთ ბოლომდე შეჭამოთ იმიტომ რომ საკმაოდ ცხიმიანია და კუჭის მოქმედებისთვის საკმაოდ კარგია.არ ვიცი თქვენ როგორ ხართ მაგრამ მესამე კვირას განსაკუთრებულ სისუსტეს ვგძრნობ:((((მაგრამ ჯერ არ ვნებდები
04.06.14 23:37 Nene707
დღეს მეთერთმეტე დღეა ჩემი დიეტის კარგად მივდივარ რაც დაკლებაზე ვერ ვიტყვი,მემგონი ვერ ვიკლებ ვერაფერს
04.06.14 15:37 mimi29
morena ყოცაღ შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, ეგრე გააგრძელე გაუძელი, ზატო მერე ქონები არ გექნება... თუმჩა რომ დაამთავრებ არ ეცე საჭმელს :*
04.06.14 12:36 morena
მესამე კვირა დავიწყე დღეს და რაღაც მიჭირს,ეს ბოლო პერიოდი სუ მშია ერთი სული მაქვს როდის გათენდება,დაკლებით კი ნამდვილად ვამჩნევ სხვაობას და ძალიან მომწონს,ბოლო კვირას ველოდები დიდი იმედით.ერთხელაც კი არ დამირღვევია.კომენტარები არ დაიშუროთ ,მოტივაციისთვის ნამდვილად კარგია
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია