Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165611-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165611-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

13.08.14 06:29 alicen
მე დღეს ვასრულებ პირველ კვირას და ხვალ დილით დავწერ შედეგს. ტანსაცმელი მაკიდია უკვე რაც ძალიან მახარებს. არ ვიცი გავაგრძელო თუ პირდაპირ მეოთხე კვირა დავიწყო.
ვაბშე სითხის დიეტას ვაპირებ, ერთი კვირის განმავლობში მხოლოდ მინერალური წყალი ან ბლენდერში ათქვეფილი ხილი.
keti 3 რამდენი კილოთი დაიწყე დიეტა? შეიძლება მაგიტომ არ იმოქმედა რომ საწყისი წონა ცოტა გქონდა
13.08.14 02:15 keti 3
მოკლედ,დავასრულე ეს დიეტა და ეხლა შესანარჩუნებელ დღეებზე ვარ,პირველ კვირაში მოვიკელი 5 კგ,მეორე და მესამე კვირაში მოვიკელი 3 კგ,სულ 8 კგ.ბოლო კვირაში ველოდებოდი როგორც აქ წერია 9-11კგ მდე და ერთი კგ-იც კი ვერ მოვიკელი (((((((( იქნებ ვინმემ მითხრას რატო?
12.08.14 10:20 keshka
babii უბრალოდ მოვხარშე ქათმის ფილე მარილის გარეშე და ერთი ჭიქა დავლიე,მე მესამე დღის სადილზე ბულიონის გაკეთება იქნებ მასწავლოთ :)))
12.08.14 02:15 babiii
გამარჯოოოობაათ გთხოვთ მითხრათ 2 დგის სადილს როგორრ აკეთეებთ?
11.08.14 17:08 keshka
მეგობრებო,ბოსტნეულის სუპი როგორ გავაკეთო? რომელი ბოსტნეულით მირჩევთ და მარილი შეიძლება რომ ჩავყარო?
10.08.14 05:08 jinna
გამარჯობა
დღეს ვიწყებ და ვნახოთ რა შედეგი მექნება . მე მინდა -10 კგ
09.08.14 16:01 alicen
tencho - მემგონი ძალიან კარგი შედეგი გაქვს. არ დანებდეე ბოლოში კიდევ უფრო კმაყოფილი იქნები
08.08.14 15:52 tencho
Gამარჯობატ , დგეს 12 დგეა რაც ამ დიეტაზე ვარ,სულ დავიკელი 5კგ 500 გრ...ნორმალურია? თუ მეტი უნდა დამეკლო?!
08.08.14 09:17 Natia 84
მე 62-64 კილომდე მინდა გახდომა. ეს ზედმეტი წონა ორსულობიდან მაქვს საჩუქრად :( პირველი ბავშვის მერე,8 კილო მქონდა ზედმეტი და რადგან მეორესაც მალე ვაპირებდი დიდად არ მომიკლია თავი,ისე მაშინაც ამ დიეტით გავხდი. მეორე ბავშვზე 25 კილო მოვიმატე და 12 იქვე დავტოვე,თუმცა დანაჩენი სტაბილურად მქონდა აქამდე,არც ვიმატებდი 85 კილოზე მეტს და არც ვიკლებდი. ეხლა 80 ვარ და დიდი შემართებით ვაგრძელებ :) შედეგებს ყოველ ორშაბათს დავწერ.:)
07.08.14 14:39 alicen
Natia 84
ძაან კარგი. რამდენი გინდა რო გახდე?
მე 68 მიდნა რო ვიყო. ზოგადად მალე ვიკლებ მაგრამა რ ვიცი ეს ამჯერად ნელ ნელა ჩავედი 85მდე ხოდა გადავწყვიტე უგულავა გავაკეთო, იმიტორო ადრე კარგად იმოქმედა. დღეს აგერ პირველი დღე ჩავამთავრე. მოკლედ პირველი კვირა შევხედავ მინდა რომ 4 კილო მაინც დავიკლო ამ პირველ კვირაში.
აუ შენც წერე ხოლმე შენი შედეგები, მოტივაციას მმატებ :)))))
გოგოებო გამოგვეხმაურეთ
07.08.14 10:21 Natia 84
alicen, მე დღეს მეორე კვირის მეოთხე დღე მაქვს და 80 კილო ვარ ზუსტად :) ამ კვირაში დავიკელი რაღაც გრამები :) წარმატებები აბა და დაწერე შენი შედეგებიც ყოველ კვირაში
07.08.14 07:56 alicen
მე დღეს დავიწყე, რძეს ვსვა ეხლა და აი ზედმიწევნით უნდა გავაკეთო ამჯერად. ვინ აკეთებთ აბა კიდე??
Natia 84
აუ რა კარგია, მეც მაგ წონის ვარ. ადრე ამ დიეტით კარგად დავიკელი, იმედია ასევე იქნება ეხლაც.
07.08.14 04:55 puskuna90
natali1 ღიიირს ღიიიირს :))) დავიწყოოოთ
06.08.14 16:25 natali1
ანუ 2შაბათიდან უნდა დავიწყო, ვარ 1,60 სმ და 66 კილო, გირს დაწყება ან ამ წონიანებმა თუ დაიკელით რაიმე?
06.08.14 13:40 puskuna90
keshka კიიიი შემომიერთდი რაა, 1 ტვიანია და როგორ ვერ დაიკლებ 5 კილოოოს, დაიწყე რააა
06.08.14 11:53 keshka
მეგობრებო,ვარ 168 და 56 კილო,მინდა 5-6 კილოს დაკლება და რას მირჩევთ?შემოგიერთდეთ ორშაბათიდან თუ არ ექნება დიდი შედეგი ცოტა კილოგრამების გამო?
06.08.14 11:12 Marimara
რაც უფრო წონა Mეტია შედეგიც უკეთEსია მემგონი.
06.08.14 11:08 Marimara
80 კილო ვიყავი და 77 ვარ, ბევრს არ დავდივარ და ალბატ მაგიტომაც, ზამტარსჰი კიდევ Gავიმეორებ. Mეგონა დავიკლებდი დ. Iმედი გამიცრუვდა
06.08.14 09:30 Natia 84
Marimara,რა პარამეტრები გქონდა რომ დაიწყე? წყალს მეც ბევრს ვსვამ,მაგრამ მაინც ვიკლებ. ზამთარში რომ გავაკეთე ეს დიეტა,3 ჭიქაც არ მინდოდა დამელია და ეხლა სიცხის ბრალია,აორთქლება მიდის ინტენსიურად
06.08.14 06:43 puskuna90
ჯერ არავინ ჩანს ისეთი ვინც ორშაბათიდან დაიწყებს :((((
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია