Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165601-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165601-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

17.09.14 07:06 giorgi_93
აქამდე არ ვიცოდი რო ვერჩოდი მარა რო ვჭამ გულის რევის შეგრძნება მაქ რამდენიმე საათი :|
17.09.14 06:30 mamagda
გიორგი, კომენტარებში ბევრს უწერია, რომ სხვა ყველს ჭამდნენ და მაინც იკლებდნენ. აირჩიე რამე ყველი ნაკლებად მარილიანი და 45% ცხიმიანობით- ბიჭები განსაკუთრებით კარგად იკლებენ. ისე ჰოლანდიურ ყველს რას ერჩი? მე ძალიან მიყვარს.
17.09.14 05:29 giorgi_93
მართლა შეილება ჩავანაცვლო ჰოლანდიური ყველი ? ხალხო ვინმეს გიცდიათ , და რა შედეგი გქონიათ იქნება მითხრათ რა ,მადობა წინასწარ
16.09.14 13:27 mamagda
ჰოლანდიური ყველი კაი ცხიმიანია, ასერომ რაც გინდა, იმით ჩაანაცვლე, უფრო ცხიმიანი ვერ იქნება...
16.09.14 11:48 თაკო თაკო
giorgi_93 რამდენადაც ვიცი ჰოლანდიური ყველი შეგიძლია უმარილო ყველით ჩაანაცვლო :)
16.09.14 10:53 mamagda
dedunebi, მეც ეგრე მინდა რომ გავაკეთო, ოღონდ, ალბათ შიგადაშიგ გამონაკლისებს დავუშვებ, მაგალითად როცა სადმე ვიქნები დაპატიჟებული. აქამდე ზუსტად ვიცავდი და მაინც 1,5 კილოზე მეტი არ დამიკლია; თან პირველ კვირაში...მოკლედ ამ დიეტამ შეჩვევა იცის, გამიგია და მართალიცაა- ესეთი ცუდი შედეგი ჯერ არ მქონია.
16.09.14 10:41 mamagda
თამარა, 1 კვირის განმავლობაში სულ კილონახევარი მაქვს დაკლებული, პლიუს 2 დღე მარტო წიწიბურაზე ვიყავი... ანუ მეც შენასავით მივდივარ...
16.09.14 10:39 giorgi_93
იცით რა მაინტერესებს ვერ ვჭამ ჰოლანდიურ ყველს რაც ვიყიდე და რამე ჰონალდიურ ყველს ხო არ მირჩევთ რაც შედარებით ადვილი საჭმელია :| ?
16.09.14 08:30 dedunebi
მეც ძალიან კმაყოფილი ვარ შარშან 2 ტვე გადავაბი ბოლო კვირა ა. გამიკეტებია და დავიკელი 14 კილო და ეხლა ისევ დავიწყე რადგან ორსულობაში მოვიმატე 25 კილო იმედია ეხლაც იგივე შედეგი მექნება
16.09.14 05:52 თამარა58kg
მე-3 კვირა დავიწყე და შედეგი მაქვს -3კგ. მოთმინებით ველი ბოლო 2 კვირას
14.09.14 06:08 mamagda
marmarikuna, ვაშლს არაუშავს, მაგრამ ეცადე, მაინც ზუსტად დაიცვა აწი.
13.09.14 01:07 marmarikuna
გუშინ საღამოს კვება გამოვტოვე და ღამე ცუდად გავხდი, შეუძლოდ ვიგძენი თავი ძალიან დაშევჩამე 2 ვაშლი,კატასტროფული დარღვევა ხომ არაა? ((((
13.09.14 00:09 qristine729
დიდი მადლობა, ეგ ნამდვილად არ ვიცოდი, მე კიდე იმ ნახარშს გალინა ბლანკას მეოთხედი კუბიკი დავუმატე :(

12.09.14 16:07 mamagda
მოკლედ ჩემს გარდა აქ არავინ აქტიურობს. მე ვაგრძელებ.
12.09.14 04:43 mamagda
ბულიონი უბრალოდ ხორცის ნახარშია ყველაფრის გარეშე. ანუ ის წყალი, რომელშიც ხორცი მოხარშე.
11.09.14 13:10 qristine729
გამარჯობათ, მაინტერესებს ეს ბულიონი როგორ გავაკეთო?თუ ვინმემ იცით დამეხმარეთ.წინასწარ მადლობა :*
11.09.14 07:11 mamagda
მე აქ ვარ და 67 კილოთი დავიწყე. ერთხელ 9 კილო მაქვს დაკლებული, ერთხელ, აღარ მახსოვ, უფრო ნაკლები იყო, მგონი 7. მერე შიგადაშიგ 1 კვირას ვაკეთებდი 2-3 კილოს მოსაშორებლად. ბოლო კვირაში 2-ვეჯერ არ დამიკლია, ამიტომ უნდა გადავწყვიტო, ბოლო კვირას გავაკეთებ თუ ისევ იგივეთი შევცვლი და ვთქვათ 5 კვირა გავაკეთებ. მოკლედ სანამ 8 კილოს არ დავიკლებ, ვაგრძელებ.(იმედია, არ შევწყვიტავ).რაც კარგი აქვს ამ დიეტას, მერე ისევ არ იმატებ.
11.09.14 04:03 Takotatuka
მე დგეს დავიწყე ეს დიეტა 69 კილო ვარ ვნახოტ შედეგიყოველ კვირას დავდებ ვინმე ხომ არ სჰემომიერტდებიტ?


11.09.14 02:32 mamagda
მე ვაგრძელებ. 1 კვირის მერე დავწერ, რამდენი დავიკელი.
10.09.14 10:21 marmarikuna
მე დგეს მესამე დღეს ვამთავრეებ, სიმსუბუქეს ვრძნობ,მაგრამ ჯერ მაინცდმაიანც არაფერი მეტყობაა, ვნახოთ აბა რა იქნება
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია