Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165600-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165600-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

24.09.14 06:43 mamagda
დღეგამოშვებით აკეთებდი? 20 დღე მარტო შიმშილის თუ ყველა ერთად?
24.09.14 06:17 ekaterine1979
მე ხვალიდან კოქტეილი უნდა დავიწყო,ადრე გავაკეთე და 20 დგეში 13 კილო დავიკელი.
24.09.14 05:53 ნაზი
აუ ცუდია ...მე ვაგრძელებ შედეგსაც ვხედავ და ნებისყოფაც არ მგალატობს ჯერჯერობით...
24.09.14 04:48 mamagda
ეკატერინე, ზუსტად ეგრე დამემართა, არ ვიცი, რატომ. ეხლა კეფირზე გადავედი და უკვე მეტი დავიკელი 2 დღეში, ვიდრე მაგით 10-ში. არადა თვითონ მაქვს გამოცდილი, რა კარგად აკლებინებს.
24.09.14 04:19 ekaterine1979
მე დავარღვიე ეს დიეტა,2 კილო დავიკელი და 1 მოვიმატე ისევ,არადა და ზუსტად ვაკეთებდი,სტიმული დამეკარკა.

24.09.14 02:59 ekaterine1979
ნაზი ააქა ხარ?
23.09.14 14:58 ekaterine1979
ნაზი 2 კილო დავიკელი მარტო,ცოტა მეტყობა,მაგრამ მაინც უნდა გავაგრძელო,სხვა დიეტების ნერვი არამაქვს.
23.09.14 14:45 ნაზი
ეკატერინე რას შვები რამდენი დაიკელი? მე უკვე ძალიან შემეტყო ყველა მამჩნევს.უფრო სტიმული მომეცა იმედია ბოლომდე მივალ
23.09.14 14:43 ნაზი
ეკატერინე.....წყალი არ მინდება და ცოტას მაინც ვსვავ დგეში ალბათ ერთ ორ ჭიქას...ყავას ზოგჯერ ვეპარები დგეში ერთ ჭიქას უშაქროდ.
23.09.14 09:00 ekaterine1979
ნაინა როგორც ვიცი ოყნა უნდა გაიკეთო,აფიაქში იყიდება 2 ლიტრიანი ტევადობით,დაგუგლე და ნახავ გამორეცხვის წესსს
23.09.14 08:39 naina525
კუჭის გამორეცხვას აკეთებს ვინმე? და რა იგუისხმება? 1 დღე წყალზე უნდა იყო, სენადე უნდა დალიო თU რა ))? ხვალ მინდა დავიწყო და გამარკვიეთ
23.09.14 08:29 nin181818
დღეს მეორე დღეა გოგონებო სულ არ მიჭირს აუ რა არის იცით? 1 დღეს ტუ გადალახავ ვსო აი დღეს სადილის ულუფა იმდენი იყო ძვლივს შევჭამე.:) :) ვინაა 2 დღეზე ჩემთან ერთად?
23.09.14 06:25 naina525
ეკა დიდი მადლობა, კიდევ ერთი, რომ წერია პირველი დღე კუჭის გამორეცხვაო )) ეგ როგორ უნდა გავაკეთო თუ იცი?
23.09.14 04:11 ekaterine1979
ნაინა ბულიონში იგულისხმება ხორცის ნახარში.
ან ბოსტნეულის ნახარში,
23.09.14 03:41 naina525
გთხოვთ დამეხმაროთ,ბულიონშI რა იგულისხმება, როგორ უნდა მოვამზადო?
23.09.14 03:25 ekaterine1979
ნაზი გამარჯობა,მაინტერესებს წყალს თუ სვავ და რამდენს,აქ წერიაძლება,ამაში ალბათ ჩაი და ყავაც შედის.
23.09.14 02:20 ნაზი
ეკატერინე არაუშავს ეცადე ბოლომდე მიიყვანო და შედეგი აუცილებლად იქნება...
22.09.14 16:21 ekaterine1979
კომენტარებში არასწორ დროს აფიქსირებს,საათს ვგულისხმობ


22.09.14 16:18 ekaterine1979
ნაზი მე 91 ვარ,მიუხედავათ იმისა რომ დიდი წონაა მაინც ვერ ვიკლებ ადვილად,ისე ფარისებრის ჰორმონები მაქვს დარღვეული,მაგრამ მაინც ბოლომდე უნდა დავიცვა.

22.09.14 11:01 nin181818
დგეს პირვე დღეა ჩემი და წარმატებით ვასრულებ იმედია 1 კვირა მალე გავა........1 კვირა ვაკეთებ მხოლოდ....
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია