Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165603-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165603-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

03.10.14 03:24 innotec
მე დავიცავი ეს დიეტა და დავიკელი 10 კილო მას შემდეგ გავიდე 2 თვე და საერთოდ არ მომიმატია ჩვეულებრივად ვჭამდი , ეხლა ისევ დავიწყე ვარ 64 კილო და უნდა გავხდე 54 შესაძლებელია ჩვეულებრივად ამის მიგწევა ამ დიეტით
02.10.14 15:42 aslani
ვინმემ დაიკლო ამ დიეტით? ლუდი რომ დავლიო არ შეიძლება ? და მეორე დღეს რომ ვირბინო ?
02.10.14 01:47 nan_7771
მადლობა
01.10.14 16:23 bajo-777
4 კვირიანია და შენ თუ გენდომება გაიმეორე მერე ისევ. წარმატებები
01.10.14 05:27 nan_7771
მე დგეს დავიწყე დიეტა.4კვირიანია?ტუ ერტი კვირის სჰემდეგ კიდე 4კვირა უნდა ვაკეტო.მომწერეტ რა
29.09.14 08:33 bajo-777
მე დღეს დავიწყე ეს დიეტა, ბავშვის გაჩენის შემდეგ 15 კგ მაქვს დასაკლები მაგდენის იმედი არ მაქვს მაგრამ 10 მაინც რომ დავიკლო კარგია. ყველას წარმატებები შეგედს დავდებ ხოლმეეე. ერთმანეტი გავამხნევოთ ვინც ამ დიეტას ვიცავთ
29.09.14 06:05 თამარა58kg
დავამთავრე შედეგით -5კგ. კმაყოფილი ვარ. ოღონდ ბოლო დღე სულ საწოლში გავატარე. ღვინომ და ყველმა იჩხუბეს ჩემს კუჭში და საღამოს 7სთ-მდე არ მომისვენია. ახლა მათი გაგონება და დანახვაც ცუდად მხდის.
29.09.14 05:42 naina525
მე4 დღე ჩავამთავრე, შედეგი 3.5 კგ. არაუშავს მე 4 მინდოდა :D მაგრამ ჰოლანდიურს ვერ ვიტან სულუგუნითშევცვალე და სავარაუდოდ მაგის ბრალია :)
ისეუგულავას დიეტა ისეალურია იმ ადამიანისათვის , ვისაც ძალიანდიდი ხანია დიეტები არ დაუცავც. ძალიან ადვილი დასაცავია. მე ასე მეჩვენება,ამის მერე ვაპირებ ადვიკატის დიეტის გაკეთებას. 1 იანვრამდე უნდა დავიკლო კიდევ 30 კილო. ისეთი შემართებით ვარ, ეჭვი არ მეპარება შევძლებ. როგორც კი წონა შემიჩერდება და რეჟიმსაც შევეჩვევი,ეგრევე ვარჯიშებს დავახმარ
29.09.14 04:20 salo salikuna
5 93 46 80 38 ნატა გაგუას საკონტაქტო.
26.09.14 14:05 anakoo
გოგოებოო ძალიან გთხოვთ ვინმემ თუ იცით ნატა გაგუას ტელეფონის ნომერი მითახარით რა ანდა როგორ ჩავეწერო მიღებაზე
26.09.14 07:23 naina525
arvarpatara azakit 30s mivukakune, uamravi dieta damicvia da vitom damicvia. mtavaria gogoebo fsiqologiuri vanckoba, amis gaeshe araferi ar gamova. me rodesac ar mqonda mzaoba vraferi ver gamiektebia, vicyebdi dietas yovel momdevno dges. ase rom tu fsiqologiurad viqnebit mzad yvealferi gamogvivs. me kargi 40 kilo maqcs dsagdebi 2 bavshvis mre, nu es programa minimumi,da 50 s tu davikleb zafxulistvis, chemze bednieri aravin iqneba
26.09.14 07:21 naina525
madloba gogoebo gamxnevebisatvis, gushindelma dgem mshvidobit chaiara. tumca 5 saaatze mqonda sisustis momenti( avige erti nacheri suluguni gavakete buterbrodi da bolo cuts szlia sagma azrma. :) davabrune ukan. memgoni chemi nebisyofa, romelic ramdenkme clis ganmavlobashi mqonda dakarguli damibrunda :) dgesac michirs jer_jerobit, isev mshia, 1 kvira da vici mere agarc momshivdeba. dtes sascorzeshevdeqi da minus 1,5 kg da zalian mixaria patara bavshvivit :)
26.09.14 07:10 mamagda
გიო, მთელ პლიტკას ნუ შეჭამ, მაქიმუმ ნახევარი, ალბათ, მაგრამ საერთოში რამდენს ჭამ? უნდა გადახვიდე ნორმალური კვების რეჟიმზე, მე შენარჩუნება არასდროს გამიკეთებია და მაინც შევინარჩუნე, ისე...
26.09.14 06:25 giorgi_93
ხალხო რა მაინტერესებს იცით აი შენარჩUნების დღეებში ამ 5 დგეში დაახლოებით რამდენი გრამი შოკოლადის მიღება შეიძლება ?
25.09.14 05:23 sokosail1
ნაინა მეც მაგრა მიყვარს ღომი და სულ იმაზე ვფიქრობ ჩემს დიეტას რომ მოვრჩები(ადვოკატს)ეგრევწ გავაკეთო და გემრიელად ვჭამო.წარმატებები
25.09.14 05:11 naina525
მოკლედ, დავიწყე დღეს დიეტა :)ძალიან მშია :)) ვფიქრობ ღომზე )) რომელსაც დიდხანს ვერ შევჭამ :))) მაგრამ რაც მთავარია დარღვევის არანაერი სურვილი არ მაქვს. :) ერ ორიდღე გადავაგორო მთავარია და მერე წავარიხინრიხინით :) დღევანდელი დღე მაინც ყველაზე მძიმეა )))
25.09.14 04:03 ნაზი
naina525 მე მეშვიდე დგეა ვაკეტებ და შედეგიც კარგი მაქვს 5 კილო დავიკელი აბა შენ იცი არ შეჩერდე...წარმატებები
25.09.14 01:38 nin181818
4დღე დავიწყე შედეგი არის 2 კილო დავიკელი უკვე...სტიმულიც დიდი მაქვს და ნებისყოფაც....წარმატებები
24.09.14 16:46 naina525
მოკლედ ხვალ ვიწყებ უგულავას დიეტას. ერთი 8წლის წინ დავიცავი და ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ კარგი შედეგი მქონდა 10+, იმედია ეხლაც კარგად დამაკლებინებს. შემოვალ ხოლმე და შედეგებს დავწერ ))იმედია გაამხნევებთ უცნობთანამემამულეს )
24.09.14 08:36 ekaterine1979
მამაგდა,დგეგამოშვებით ვაკეტებდი,ანუ 10 ჯერ გამოვიდა შიმშილი,სჰენ რას შვები იცავ რამე დიეტას?
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია