Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165610-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165610-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

06.08.14 02:52 kob144
დღეს მესამე კვირას ვამთავრებ.131 კილომდე ჩამოვედი.უკვე სიმსუბუქეს ვგრძნობ.მაგარია.13 კილო გავისტუმრე მოუსვლელეთისაკენ.გასამგზავრებელი დარჩა 50 კილოგრამი. რომელსაც ამ სამი თვის განმავლობაში გავამზავრებ.იბრძოლეთ ყველამ თქვენი ჯანმრთელობისთვის და აუცილებლად მიაღწევთ საწადელს.გისურვებთ ყველას წარმატებებს ამ რთულ მაგრამ ამავე დროს აზარტოლ ბრძოლაში.
05.08.14 11:45 Marimara
აბა რავქნა? არცერტხელ არ დამირგვევია Dა სულ რაგაც 3 კილო მოვიკელი მეტი არა Aრადა მესამე კვირაა, უბრალოდ 4 ცჰიქაზე მეტი გამომდის წუალი ჩXელა და ნუთუ წყლის ბრალია?
05.08.14 08:30 Natia 84
Marimara,მე პირადად ვერც ბულიონს ვსვამ და არც ბოსტნეულის სუპი მიჭამია არასდროს და ბოლომდეც ვერ ვჭამ ხოლმე ყველაფერს,მაგრამ მაინც კარგად ვიკლებ :). ბულიონი და სუპი იმიტომაა მენიში,ადვილად რომ გაივსოს კუჭი. ასე რომ,თუ შენც ვერ სვამ ამ საზიზღრობებს არაა პრობლემა,მაინც დაიკლებ :)
05.08.14 07:02 puskuna90
ბევრი ქალი წერს რომ დაიკლო და და მე პირადად 8 - 10 კილო რომ დამაკლებინოს უბედნიერესი ვიქნები, ვეძებ თანამგზავრს ორშაბათიდააან :)
05.08.14 02:44 putkuna gogo
გოგონებო ეს დიეტა მხოლოდ კაცებს აკლებინებს...ქალბატონებმა მხოლოდ 5-7 კგ დაიკლეს
05.08.14 01:34 SOS
Marimara ძაან ძაან კარგად გარეცხე ხორცი( ქათმის იქნება თუ საქონლის თუ თევზის) და რომელ წყალშიდაც მოხარშავ ეგ იქნება ბულიონი და დალევ, ასევე ბოსტნეულიც, ნახარში რაც რჩება მაგას სვამ და ეგაა ბულიონი... აუცილებელია ყველაფრი ჭამო, თუ ვერ ჭამ დოზები შეამცირე, მაგრამ ერთი ლუკმა ყველაფერი უნდა მიიღო. გამიგია, რომუმჯობესია ერთსა და იმავე საათზე, მაგის ცალკე დიეტაც კი არსებობს საათების, მაგრამ,პირადად მე ვერ ვახერხებ მასე :/ წარმატებები
04.08.14 16:44 puskuna90
11 აგვისტოდან ვინც იწყებს ერთად ვიქნებით :)
ოღონდ ნამვილი თანამებრძოლი მჭირდება :))) ყოველგვარი დარღვევების და დაკარგვების გარეშე, მე დარღვევის შანსი არ მაქვს უბრალოდ აუცილებლად უნდა დავიკლო 10 კილო ყველა ვარიანტში :)
გამახარებთ ძალიან თუ შემომიოერთდებით :)
წარმატებები ყველას !
:**
04.08.14 15:12 Marimara
Gოგოებო ყოველ დგე ერთსადა იმავე საათზე ჩაამთ თU აზრი არაქვ? Mომწერეთ გთხოვთ
04.08.14 15:09 Marimara
აუცილებელია ყველაფერი ვჩამო?
04.08.14 14:56 Marimara
გამარჯობატ, წვნიანს როგორ აკრთებთ? ბისტნეულის სუპს ან ბულიონს? Dალიან გტხოვტ მომწეროთ.მესამე კვირა დავიწყე და სულ 4 კილო დავიკელი მეტი არა
04.08.14 11:21 SOS
Natia 84 ხო ჩემმა მეგობარმა გააკეთა ისიც ჩემს პარამ,ეტრებში ჯდება და ვერ მოიკლო, მაგრამ გერმიელი საჭმელებია და არ ვინანებ მაინც :D პირველ 4 დღეს ვცდი მაინც :/ შენც წარმატებები
04.08.14 08:08 Natia 84
დღეს მეორე კვირის პირველი დღე მაქვს, რომ დავიწყე 85,400 ვიყავი,ამ დილით 80,700 :) ერთი ორჯერ მსუბუქად დავარღვიე კიდეც. პირველად რომ დავიცავი,მეორე და მესამე კვირაშიც დავიკელი 2-2 კილო,იმედია ეხლაც გავაგრძელებ კლებას :) წარმატებები ყველას! SOS-ეს დიეტა უფრო დიდ წონიანებზე მოქმედებს,მაგრამ ინდივიდუალურია ყველასთვის :) შენი წონა არაა დიდი და ტყუილად რატო უნდა დაიტანჯო 1 თვე? თუმცა მაინც წარმატებები და დაწერე ხოლმე შედეგები :)
04.08.14 04:24 SOS
მაინც დავიწყე, და აბა ვნახოოთ :)) არავინ ხართ ამ დიეტაზეეე?
03.08.14 03:44 SOS
ვარ 164სმ და 61 კილო, ღირს დავიწყოო?? თუ ძააან დიდი წონა რომ არ მაქვს უშედეგო იქნება?
02.08.14 04:49 M I M I
dges mesame dge maqvs. imedia shevdzleb. yvelas warmatebebs gisurvebt :) shedegebs davwer xolme.
02.08.14 04:13 keti 3
დღეს მესამე კვირის მეექვსე დღეა 7 კგ დავიკელი,ძალიან გახარებული ვარ,იმედია ბოლო კვირაში 9-11 მდე დაპირებულ კილოგრამებსაც დავიკლებ ))) არ დანებდეთ გოგონებო,აბა თქვენ იცით
01.08.14 03:29 Natia 84
კობ144 რაც უფრო დიდია წონა,მით უფრო ეფექტურად მიდის კლება ამ დიეტით:) გააგრძელე ეგეთი შემართებით და ბოლოს ნამდვილად კარგი შედეგი გექნება. მე ამ დიეტით ადრე 10 კილო დავიკელი,თან შიგადაშიგ მეცმუცნებოდა რაღაცეები :) და არც საგანგაშო წონა არ მქონდა. ასე რომ წარმატებები :)
31.07.14 07:05 Cecilie
გავგიჟდი რაა, ვაკეთებ ჩვეულებრივად, დღეს მაქვს მესამე კვირის პირველი დღე. მეორე კვირის მე-3 დღეს მქონდა დაკლებული 5.300, დღეს სასწორზე დავდექი და 1.700 კილო მომატებული მიჩვენა. არ დამირღვევია, ჩვეულებრივად ვიკვებები და რა ხდება ვერ ვიგებ. დავწერ მე-3 კვირის ბოლოს :(((
20.07.14 13:10 Niiiiiiii
რამდენი კილო იყავი რომ დაიწყე? Mეც მინდა 11 კილო
20.07.14 03:20 nonnuka
მოგესალმებით,მეგობრებო.მე დღეს მეოთხე კვირის ბოლო დღე მაქვს.ანუ,დავასრულე ეს დიეტა და 11 კილო დავიკელი.რაც შეეხება შენარჩუნების დღეებს,ეგ მაინცდამაინც კარგად ვერ გავიგე.უფრო დეტალურად მაინც ყოფილიყო,მაგრამ მაინც შევეცდები დავიცვა ..ახლა წითელ ღვინოს ვაციებ.წინ მაგარი მხიარული დღე მელოდება :)
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია