Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165922-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165922-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

27.05.14 01:49 innotec
გარწმუნებთ ვინც ჩემსავით გასუქდა ორსულობის მერეე მათთვის იდეალური დიეტააა, იდეალური შედეგით არ ინანებთ იმხელა სტიმულს მოგცემთ კიდე მოგინდებათ გაგრძელება, ისეთ შედეგს ნახავთ ყველაფრის ხალისი მოგეცემათ 15ზე მეტი მჭირდებოდა მეე , ამასო მოვრჩი სხვა გავაგრძელე და მივიღე ის შედეგი რაც მინდოდაააა
26.05.14 23:30 teonaananoteona
ბულიონი რამდენი?
26.05.14 16:56 tamuna rati
გამარჯობათ,მაინტერესებს შენარჩუნების კვირაში რა რაოდენობით უნდა მივიღოტ აღნისნული საკვები და აქაც უმარილოდ??
26.05.14 04:31 nininini12
morena შენ საერთოდ არგჭირდება დაკლება 1.70 ადამიანისთვის 62 კილოა იდეალური ..მაგრამ რავიცი დიეტამ შედეგი შეიძლება 3 კვირის მერე მოგცეს
26.05.14 04:26 nininini12
Nene707 გააკეთე 3 კვირა მაინც და რაც დასაკლები გაქვს დაგაკლებიებს .. მე მეოთხე კვირის მეოთხე დღეზე ვაარ დღეს და ჯერ შედეგი არმაქ იმედიმაქ დავიკლებ .. თუარადა თავიდან დავიწყებ მერე 3 კვირას მაიცნ დავიცავ
26.05.14 01:51 morena
გამარჯობათ გოგოებო,მე მეექვსე დღეა რაც ამ დიეტაზე ვარ და მაინც და მაინც ვერ ვამჩნევ შედეგს.170 სმ ვარ და 61 კილო ძალიან მინდა 5 კილო მაინც დავიკლო,საერთოდ არ ვარღვევ.რამე მირჩიეთ :((((
25.05.14 04:30 Nene707
უი ბოდიში ეხლა ვნახე შენი კომენტარი.10კოლო მაგარია.7კილო მაინც მინდა
25.05.14 04:28 Nene707
ნინინინი კარგი შედეგი გექნება რადგან მძიმე წოწიდან მოდიხარ.მეც მინდა დავიწყო ხვალიდან ვცადო და რა იქნება არ ვიცი.მერამდენე დღეზე ხარ და რამდენი დაიკელი?
25.05.14 01:43 chermena
გააკეტეთ პირველი სამი კვირა.მე ეგრე უკვე 6 ჯერ დაივიცავი 5 წლის განმავლობაში.ბოლო კვირიანად კი 2 ჯერ და 2 კილოში მომცა სხვაობა.10-14 კილოზე მეტს მაინც ვერ დაიკლებ.
24.05.14 02:43 nininini12
Nene707
80 ვიყავი მე და დიდი იმედიმაქვს მეოთხე კვირას რომ დავამტავრებ 60მდე დავიკლებ
23.05.14 22:17 Nene707
ნინინინი ეს ცხრა დღე ეს უნდა გააკეთო აქ როგორც წერია და მერე ჩვეულებრივ გააგრძელებ კვებას.რამდენი იყავი რო დაიწყე?კარგი შედეგია ძაან.მეც მინდა გავაკეთო და მითხრეს მძიმე წონიანებისთვის არისო.მე 67 ვარ
23.05.14 14:43 nininini12
კი შეგაწუხეთ , მაგრამ მართლა ვერგავიგე ეს წონის შენარჩუნების დღეები როგორ გავაკეთო და ვისაც განაკეთები გაქვთან იცით დამიწერეთ რა... უბრალოდ დიეტაში წერია რა როგორ და რა რაოდენობით უნდა ჭამო და ეს შენარჩუნების დღეები ძაან გაურკვეველია ჩემთვის ://
23.05.14 09:34 elzaelza79@mail.ru
გამარჯობა.ტქვენმა კომენტარებმა გადამაც
ყვეტინა და დგეიდან დავიცყე დიეტა,ვნახოთ რა გამომივა,ვთვლი, რომ ყველაზე რეალურია, საერტოდ არ გშია და პირველივე კვირას ტკბები შედეგით.ცარმატებები ყველას.


23.05.14 04:02 nininini12
blacksea
ხორცის ნახარში ბულიონი უნდა ჭამო ... და ჩანაცვლება არშეიძლება ჰოლანდიური ყველის მეც ძალიან მიჭირს ამ ყველის ჭამა მაგრამ სხვა გზა არარის.
22.05.14 15:13 blacksea
nininini12 --- შენ გეცოდინება ბულიონი მწვანილისა და ბოსტნეულის გარეშე როგრია? :)))და კიდევ ჰოლანდიური ყველი რო სხვა ყველით ჩავანაცვლო არა? :)
22.05.14 07:41 huliganka
nininini12
ჭამე ხშირად და ცოტ-ცოტა. სვი ბევრი წყალი, მინიმუმ 1.5 ლიტრი დღეში. ცოტ-ცოტა ივარჯიშე ხოლმე.
22.05.14 07:19 marine70
nininini12 ცომეული არ ჭამო არც ტკბილი, ბევრი ბოსტენული და ხილი მიიგე..
22.05.14 06:52 nininini12
3 კვირას მოვრჩი დღეს და 10 კილო მაქვს დაკლებული ძალიან მაგარი დიეტაა .. დიეტის დასრულების მერე როგორვჭამო ანუ ეს წონის შენარჩუნების დგეებში პური უნდა ვჭამო ტუარუნდა ვჭამო ნუუუ მოკლეედდდ ისევ არმოვიმატო მეშინია და მაგიტომ გეკიტხებით როგორ ვიკვებო დიეტის შემდეგ ? თუვინმე მიპასუხებთ მადლობელი დაგრჩებით :D
20.05.14 14:14 kesoojanashiaa
2 დღეა დავიწყე და უკვე 2 კილო მოვიკელიი ^^
20.05.14 10:15 blacksea
ვინმემ თუ იცით მითხარით ბულიონი მწვანილისა და ბოსტნეულის გარეშე როგორია? :))მხოლოდ ქათმის ნახარში?
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია