Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165914-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165914-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

25.06.14 10:48 huliganka
ესე იგი, გაგებული მქონდა თაფლი რომ კარგია, ჰოდა ამოვჩიჩქნე და კაიხელა ინფორმაცია მივიღე. ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე ერთ კოვზ თავფლს ცხელ წყალში გახსნილს თუ მიიღებთ, ააფეთქებს მეტაბოლიზმს და ძილშიც დაწვავთ ცხიმებს. ნუ, ზოგადად, მთელი ღამე 2000 კალორიამდე იწვება, მაგრამ თაფლი ბევრად აუმჯობესებსო. და იმდენი კარგი რამ წერია, აღვფრთოვანდი. კვირაში სადღაც 2 კილომდე დაგაკლებინებთო. მე უნდა დავურთო ჩემს დიეტას, ვნახოთ აბა.
25.06.14 05:27 mamagda
nonnuka
აუცილებლად ვცდი შენს რჩევას, როგორც კი ჩემს დიეტას მოვრჩები
25.06.14 05:24 mamagda
მე გვერდით რომ წერია, 7დან 10კილომდე, 2კვირიანი, იმას ვაკეთებ. ისე თუ უნდა მოგივიდეს, ტყუილად ნერვიულობ, უცებ დაიკლებ. მე წინა დღეებში და პირველი 3 დღე სადღაც 3-4 კილოთი მეტს მაჩვენებს სასწორი.
25.06.14 05:00 saloko
mamagda
მე 76 კილოთ დავიწყე,მეცხრე დღეა და 3 კგ დავიკელი მარტო :( რა ვიცი 76ც კაი დიდი წონაა.ისე მომივიდეს უნდა და შეიძლება მაგიტო? მე მესამე კვირას აღარ ვაკეთებ, მეოთხეს ვიწყებ პირდაპირ. მაინც ვერ გავქაჩავ ბოლომდე და ბარემ ვიზამ მეოთხე კვირას :) mamagda შენ ახლა რა დაიწყე?
25.06.14 04:50 nonnuka
ისე,ჩვენ ვართ ასეთი სულსწრაფები,თორემ წესით თვეში 4-5 კილოზე მეტი არც უნდა დაიკლოს ადამიანმა.ყველაზე მეტად ისევ მომატების მეშინია. ადრე,როცა სტუდენტი ვიყავი,ასეთი რამ გავაკეთე.კვირაში ერთხელ მხოლოდ გამოხდილ წყალს ვსვავდი.დანარჩენი დღეები რაც მინდოდა,რამდენიც და როცა მომინდებოდა,გემრიელად მივირთმევდი.საერთოდ არ ვიმატებდი .მერე უკვე კვირაში 2 ჯერ ვაკეთებდი და ნელნელა დავიწყე დალკება .თვეში 2-დან 3 კილომდე ,მაგრამ 3 თვეში ისეთ ტანზე დავდექი,რომ ნუ რავიცი რაა :)) ამის შემდეგ,მიუხედავად ჩემი გურმანობისა, 5-6 წელი აღარც მომიმატებია ..ამ დიეტის მერე ისევ გავიმეორებ .ჯერ "უგულავას" მივხედავ :)მთავარია,მხოლოდ გამოხდილი წყალი სვათ.ჩაი და ყავაც რამდენიც გენებოთ. ოღონდ,უშაქროდ. ერთი ნაჭერი ვაშლიც რომ შეჭამოთ,უკვე ვაშლის დიეტა გამოვა და არა განთტვირთვა .....
და მთავარი!! შიმშილობის მეორე დღეს სტაფილო გახეხეთ,ცოტა კამა და მწვანე ხახვი დაუმატეთ,1 სუფრის კოვზი ზეთი ( აუცილებელია ) და ცოტა მარილი .ამ სალათით დაიწყეთ მეორე დილის საუზმე და როგორც ცოცხს გააქვს ნაგავი სახლიდან,თქვენც ასევე გეწმინდებათ ორგანიზმი . სამაგიეროდ,არანაირი სტრესი .თუ დღეს შიმშილობთ და რამეს ვერ ჭამთ,მეორე დღეს მიირთვით,რა პრობლემაა :)))) მოკლედ,მართლა მაგარი რამეა .
25.06.14 00:37 kring
გამარჯობა გოგოება, გუშინ მოვრჩი მე და ზუსტად 10 კილო დავიკელი, ბოლო დღეს ავურიე ცოტა, ვერაფრით ვერ ვჭამე 1 კილო ყველი, 300 გრამზე ძლივს ავედი და ორი ჭიქა ღვინო დავლიე მხოლოდ. ქათმის ხორციც 1 კილო ვჭამე, მეტი ვერა. მაგრამ შედეგით აღფრთოვანებული ვარ. შენარჩუნების დღEებს როგორ აკეთებთ მასწავლეთ რა. მანდ ვარ გაჭედილი ახლა. :)))
24.06.14 15:44 nonnuka
ამ დიეტის ოდნავ სხვა ვარიანი წავიკითხე სხვა საიტზე და იქ წერია,უცხიმო რძე უნდა მიიღოთო.მე კი ჩვეულებრივით დავიწყე.ანუ 2,5% იანით.იმედია,დიდი არაფერი დაშავდება :)
24.06.14 15:05 takokoko
აუ გოგოებო, დაუფიქრებლად მზესუმზირა შევჭამე დღეს. მეექვსე დღეა, დავარღვიე ანუ ? რა ვქნა გავაგრძელო თუ აღარ აქვს აზრი ?
24.06.14 14:23 mamagda
სალოკო, რამდენი კილო ხარ? ეს, მგონი, უფრო მაღალ წონიანებზეა გათვლილი. მე ორსულობის მერე მაგრად დამაკლებინა, ეხლა მეც ვერ მაკლებინებს და სხვაზე გადავედი, 5 კილოს დაკლება მინდა სასწრაფოდ და ექსპერიმენტების თავი არ მაქვს ამ შუა ზაფხულში...ისე 3 კილო ცუდი არაა, მე ერთი დღე ცოტა დავარღვიე და ორშაბათს სულ ერთი კილო მქონდა დაკლებული საერთო ჯამში
24.06.14 05:22 saloko
მეორე კვირის მეორე დღეა დღეს და 3 კგ მაქვს დაკლებული :( მეტს ველოდიიი
24.06.14 01:41 deo
სულ ერტიტია ცალკეც ვხარსჰავდი და ერტადაც
23.06.14 14:21 mari444
გამარჯობათ წარმათებები ყველას მე დავიცავი ეს დიეტა ადრე და დავიკელი მთლიანად 10 კილო მაინტერესებს კარტოფილი ცალკე მოხარსჰული უნდა თუ ბოსტნეულის სუპში? გაროხი ცალკე უნდა ვჭამო? ადრე არც გაროხს ვჭამდი და არც კარტოფილს მაგრამ ეხლა თანმიმდევრობას მივყვები იკნებ უკეთესი შედეგი მქონდეს ძალიან გთხოვთ მომწერეთ :)
23.06.14 07:29 gamxdari...
დღეს პირველი დღეა და ჯერ ისევ რძეს ვსვავ..
23.06.14 05:23 deo
დგე ადვიცყე ტუ იციტ ბოსტნეულის დროს სოკოს სჰერევა ტუ სჰეიდზლება
23.06.14 04:51 ninia-ninia
გამარჯობა.მე უგულავას დიეტის მე-3-ე კვირის პირველ დღეზე ვარ.ყოველგვარი დარღვევების გარეშე დავიკელი მხოლოდ 3კგ,მაგრამ მაიმედებენ რომ მე-4-ე კვირაში აუცილებლად დავიკლებ და მივიყვანო ეს დიეტა ბოლომდე.შენარჩუნების დღეები როგორ უნდა გავაკეთო არ ვიცი და მასწავლეთ
23.06.14 02:17 huliganka
takokoko
მეც მასე არ დამეტყო პირველი 5 კილო. სამაგიეროდ, შემდეგი ერთი კილოც უკვე შესამჩნევი იყო.
22.06.14 16:41 takokoko
დღეს მეხუთე დღეა. რო ვიწონები 4,5 კილო მაქვს დაკლებული არადა არ მეტყობა საერთოდ :( რას ნიშნავს ეს ? 70 კილოდან 65ზე ვარ ჩამოსული
22.06.14 13:56 gamxdari...
ხვალიდან მინდა დავიწყო უგულავას დიეტა..1 დგის მეშინია თუ გავუძლებ???
22.06.14 12:41 nonnuka
საღამომშვიდობის,ჩემო ულამაზესებოოოო :)
ხვალიდან უგულავას დიეტას მეც ვუერთდები და წინასწარ ძალიან მიხარია.რა მიხარია,ჯერ კარგად არც ვიცი..იქნებ და საერათოდ ვერც დავიკლო..არადა,ეს დიეტა 4-5 წლის წინ მაქვს გაკეთებული და ისეთ კარგ ფორმაში ჩამაყენა,რომ ყველა კომპლიმენტებს მეუბნებოდა.ახლა 83 კილო ვარ.სიმაღლე 168 .მოკლედ,ბარაქა გოგი ,რომ იტყვიან.ვინც ხვალიდან იწყებს,გამომეხმაურეთ და ერთად დავამარცხოთ ზედმეტი კილოგრამები :)
22.06.14 06:43 saloko
დღეს მეშვიდე დღეა და გამიჭირდა ცოტაააა, მაგრამ ვუძლებ მაინც :) ხომ არ იცით მესამე კვირა რომ გამოვტოვო და პირდაპირ მეოთხე დავიწყო თუ შეიძლება? :DDDDD
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია