Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165606-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165606-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

10.09.14 04:16 mamagda
დღეიდან ვიწყებ. 2 დღე განტვირთვაზე წიწიბურაზე ვიყავი. 8 კილოს დაკლება მინდა.
09.09.14 05:22 marmarikuna
ეკაა ეს ორი დღე ვეღარ შემოვედი ამ საიტზე, დაბლოკილიაო ასე მიწერდაა, ეხლა გამეხარდა რომ შემოვედი, მე უკვე მეორე დგე მაქვს დღეს, ალბათ შენც ხო? არ მიჭირს რაგაც ენერგიულად დავიწყეეე. ერტი კიტხვა მაქვს, ბულიონი რომ წერია მეორე დღეს,, რა იგულისხმება, ანუ როგორ უნდა მომზადდეს? :**
07.09.14 01:59 eka-ika
მარამარიკუნა.კაი ხვალიდან დავიწყოტ......და გავამხნევოტ ერტმანეტიიიიიიიიიიიი
07.09.14 01:59 eka-ika
მარამარიკუნა.კაი ხვალიდან დავიწყოტ......და გავამხნევოტ ერტმანეტიიიიიიიიიიიი
06.09.14 12:48 marmarikuna
eka-ika . მე ვაპირებ ოგონდ ზეგ, ხვალ განტვირტვის დგეე ანუ სულ სითხეზე და ზეგიდან უნდა დავიწყოოო, თუგინდა ხვალ სითხეზე იყავი და ზეგ ერთად დავიწყოთ)))
06.09.14 06:07 eka-ika
ხვალიდან ვიწყებ.აბა ვინ სჰემომიერდებიტ გოგოებოო?


06.09.14 05:10 elsi88
Cecilie
მე 84 ვიყავი თითქმის და ეხლა 76 ვარ, მეოთხე კვირა დავიწყე, ვნახოთ რამდენს დამაკლებინებს...შენარჩუნების დღეებს რომ მოვრჩები ეგრევე სხვა დიეტაზე მინდა გადასვლა და რას მირჩევთ კიდევ რომელია ეფექტური დიეტა?
05.09.14 06:41 tamari123
მივესალმები ამ საიტის მომხმარებლებს, მე დავიწყე უგულავას დიატა ორსშაბათი 1 სექტემბრიდან, ჯერ მინდა ავიწონო, იმედია შედეგს მივიღებ,
03.09.14 05:57 keshka
მეოთხე კვირის ხუთშაბათი დღის მენიუ რომ გამოვტოვო და პარასკევის მენიუდან გავაგრძელო შეიძლება? მიპასუხეთ რაა ვინმემ თუ მირჩევთ
02.09.14 14:38 Cecilie
@elsi88 მე დავიკელი 9.500 კილო დიეტის განმავლობაში და შენარჩუნების დღეებიანად გამომივიდა სულ 10.600 და როგორც ვიცი 9-10 კილოს ბევრი იკლებს, პროსტა საწყის წონასაც გააჩნია, მე 91 კილო ვიყავი დაახლოებით როცა დავიწყე.
ხვალიდან დოლინას დიეტას ვიწყებ, ვნახავ როგორია, ყველა კმაყოფილია. კიდე 12-14 კილო მინდა მე ჩემს იდეალურ წონამდე. მერე ალბათ ცოტა ხანი ჯანსაღ კვებაზე გადავალ, ანუ ხილს და ბოსტნეულს მივიღებს რაღაც პერიოდი, თორემ ძალა საერთოდ აღარ მაქვს და მერე ისევ ამის გაკეთებას ვაპირებ. ვნახოთ რა გამოვა. შემოვირბენ ხოლმე და გეტყვით შედეგებს. წარმატებები ყველაას! :)
02.09.14 03:35 eka-ika
მოლედ წონა წონა და წონააააააააააააააააააააა.....მე ამ დიეტიტ 9 კილო დავიკელი 3 კვირასჰი
,მარა ორსულობის დროს კარგად მოვიმატე და მინდა 13 კილოს დაკლება
01.09.14 08:58 elsi88
მე_18 დღეა რაც ამ დიეტაზე ვარ და 7 კილომდე მაქვს დაკლებული.. ველოდები ბოლო კვირას მაგრამ როგორც აქ კომენტარებსჰი გადავხედე 9 კილო არავის არ აქვს დაკლებული :(
28.08.14 03:17 თამარა58kg
Cecilie ძალიან დიდი მადლობა. პირველად გადავწყვიტე ასე გაწერილი დიეტის დაცვა და მინდა სწორად გავაკეთო ყველაფერი. 1სექტემბრიდან ...
27.08.14 14:00 Cecilie
@თამარა58kg ეგ ვიღაცამ მიაწერა დიეტური დღეები თავისი ინიციატივით ეტყობა, თორემ ორიგინალ ვარიანტში საერთოდ არ არის ეს შენარჩუნების დღეები. ზოგადად ამ დიეტის მერე მსუბუქად უნდა იკვებო გარკვეული პერიოდი და ეს დღეები გეხმარება რა.
მაინც თუ გაინტერესებს, მე ესე ვაკეთებ: 2 დღე ვჭამე გრეჩიხა და მაწონი, ეხლა 2 დღეს ვჭამ ბოსტნეულს (მათ შორის სალათებს ცოტა ზეთით) და შემდეგი 5 დღე არის მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი და ხილი (ამ 5 დღის მაგივრად მე ვაკეთებ 3 დღეს, რომ სულ 1 კვირაში ჩავეტიო). ჯერ შედეგი არ ვიცი ოღონდ. თვითონ დიეტა რო დავამთავრე 9.500 მქონდა დაკლებული და გაგაგებინებთ ამ კვირის ბოლოს ეს "შენარჩუნების დღეები" რამენაირ შედეგს იქონიებს თუ არა :) წარმატებებიიი!
27.08.14 11:44 თამარა58kg
სანამ წონის შენარჩუნებამდე მივალ, გთხოვთ იქნებ დაწეროთ, რას ნიშნავს ეს 2+2+5 დღე და როგორ უნდა დავიცვათ???
26.08.14 16:04 natali1
5დღეში ვამთავრებ და მხოლოდ 2კილო ნახევარი, დავიკელი არ დამირღვევია ეხლა ვარ 64 ნახევარი მომილოცეთ :@
26.08.14 15:05 Cecilie
@natali1 რაღა დროსია ალბათ ჩემი პასუხი, მაგრამ გექნება, მეც ვერ გავეკარე ღვინოს :| დილით ნახევარი ჭიქა დავლიე და ცუდად გამხადა, ჰოდა აღარ დამილევია :)
25.08.14 17:52 Cecilie
გაიზ, ვეღარ შემოვაღწიე რო შედეგი დამეწერა. დავამთავრე გუშინ, პატიოსნად და კეთილსინდისიერად. 4 კვირის განმავლობაში დავიკელი სულ 9.5 კილო. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი წონა ძალიან დიდი მქონდა (91.200), მე მაინც კმაყოფილი ვარ შედეგით :) ეხლა ვარ შენარჩუნების დღეებზე, ბოლო 5 დღის მაგივრად გავაკეთებ 3 დღეს ბრინჯის და ხილისას, მერე ახალ დიეტაზე უნდა გადავიდე. შედეგებს შეგატყობინებთ, წარმატებები ყველაას :) :*
24.08.14 03:51 natali1
ვაიმეეეე ღვინოს ვერ გავეკარეეე 1ყლუპმაც კი უსამოვნოდ გამხადაა დაა მარტო ყველი რომ ვჭამო შედეგი მექნებაა? მითხარიტ რაა
23.08.14 14:14 Kukuna13
ეს წონის შენარჩუნების დღეები რაღაა ამიხსენით რა :)
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია