Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165915-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165915-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

13.07.14 12:07 ekaterinna
Cecilie
მე შემოგიერთდები ხვალიდან, აუცილებლად :) გავამხნევოთ ერთმანეთი?:)))))
12.07.14 09:53 Cecilie
გამარჯობათ გოგოებო! მე ორშაბათს უნდა დამეწყო, მაგრამ ვერ მოვახერხე. 3 დღეა გრეჩიხაზე ვარ, კიდე 2 დღეც და ორშაბათიდან დავიწყებ ამას :)

შემომიერთდით ვინმე, არ გინდაათ? :( ორშაბათს დავწერ საწყის კილოს, ჯერ არ ავწონილვარ და მერე ყოველ კვირას დავპოსტავ შედეგებს. არამგონია რამემ ხელი შემიშალოს, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი :)

წარმატებები ყველაას! დაწერეთ თქვენი შედეგებიც რაა, მოტივაცია მჭირდება :*
09.07.14 06:34 nini-19
ყველა დიეტაზე წერენ ბევრი სითხე დალიეთო და აქ პირიქითაა, ანუ არც სხვებზე უნდა მივიღოთ სითხეები?
07.07.14 12:46 nonnuka
საღამომშვიდობის,გოგოებო .მე ამ დიეტის მე-3 კვირა გავიწყე და დაახლოებით 7 კილო მაქვს დაკლებული .ძალიან კმაყოფილი ვარ :)
06.07.14 16:20 Cecilie
ხვალიდან 1 თვე <3 :))) შედეგებს დავწერ ხოლმე ;)
04.07.14 05:11 pancqvalia
მეც მასე ვარ ბახჩო :))
დღეს მაგალითად გაროხს და კარტოფილს არ ვჭამ :(( საშინელი გემო აქვს.მართო ბოსტნეულს შევჭამ.
ზუსტად რო დამეცვა ალბათ უფრო კარგად დავიკლებდი მაგრამ 4 კილოც კარგია :)) 6 დღეში
03.07.14 21:49 baxcho
მესამე კვირის 4 დგეზე ვარ და 7კილო დავიკელი ბოლო კვირის იმედიც მაქვს ტან ზედმიწევნიტ ვერ ვასრულებ რაგაცეებს არ ვჯამ არც მოშივნია არც წყლის შეზგუდვას ვასრულებ მარა აქტიურად ვმოდზრაობ ერტი სიტყვიტ კაია
03.07.14 03:46 pancqvalia
დღეს მეხუთე დღე მაქვს და დავიკელი 3,5 კილო. იმედია ამ კვირაში კიდე დავიკლებ :))
იცავთ ამ დიეტას რომელიმე? :)
წარმატებები ყველას
02.07.14 00:42 sopo-mari
ადრე რო გავაკეტე 14კგ დავიკელი,ეხლა ვაკეთებ და პირველ კვირას 6 კგ დავიკელი,მერე რაიკნება არვიცი,დზაან მაგარი დიეტა...
30.06.14 04:53 zonazona
ცილოვან დღეს სოსისი რომ შევჭამო შეიძლება? მითხარით რა ძალიან გთხოვთ:))
29.06.14 12:22 saloko
2 კვირა დავამთავრე და 4 კილო დავიკელი,მესამე კვირის ნაცვლად ხვალ პირდაპირ მეოთხეს ვიწყებ.ვეღარ გავქაჩავ მეტს :)))) ვნახოთ თუ მექნება ასე შედეგი :)
28.06.14 02:52 huliganka
mimi29 წყალი არის უპირველესი პირობა გახდომისა, კალორია აქვს ნული, ღვიძლი უფრო კარგად ფუნქციონირებს, კუთებში ტონუსს ამაღლებს, ანეიტრალებს მიღებულ ქოლესტერინს, გეხმარება საჭმლის სწრაფად მონელებაში, ორგანიზმი აღარ ინახავს წყალს და გამოდევნის ყველას, ეს წონაზე პირველ რიგში აისახება. დალიე ძალიან, ძალიან ცივი წყალი, მინიმუმ 8 ჭიქა დღეში ჭამადე და ჭამის სემდეგ 30 წუთიანი ინტერვალით.
როგორ უნდა მიხვდე, იღებ თუ არა საკმარისი რაოდენობის წყალს? თუ შარდი ფერმკრთალია და ღია, ესე იგი, კარგად იღებ წყალ, თუ მუქია, მაშინ წყლის ნაკლებობა გაქვს.
27.06.14 22:29 bedia
გოგოებო მე ეხლა შემოგიერთდებით ვარ 91 კილო და 170 სიმაღლე განვიცდი ჩემს წონას 3 დღეა რაც დავიწყე წიწიბურას დიეტა,მჭამ უმარილო უცხიმოდ მოხარშულ წწიწიბურას ზედ ვასხავ მაწონს.მითხარით ეს დიეტა ჯობია თუ უგულავას დიეტა?
27.06.14 14:49 xato77
mimi29 წყალი რომ ყველა ვარიანტში კარგია მაგას კითვა არ უნდა, ოღონდ არა ჭამის დამთავრებისთანავე, ისე ხანდახან შიმშილი რომ გვაწუხებს წყლით შეიძლება შიმშილის მოკვლაც, მაგრამ ხშირად მე ვერ ვახერხებ, თითქმის არ ვსვავ წყალს არადა მინდა რომ დავლიო ბევრი დახანდახან თავს ძალას ვატან, ასე რომ წყალი კარგიააა
27.06.14 14:31 mimi29
ეს რა უბედურებაა ვეღარ ვიგებ უკვე, ზოგი იძახის გასახდომად წყალი კარგიაო ზოგი არაო, ბოლოსდაბოლოს ვარგა ეს წყალი გახდომისთვის თუ არა?
27.06.14 10:10 pancqvalia
გამარჯობათ :)


ხვალიდან მინდა ამ დიეტის დაწყება და გთხოვთ დამეხმაროთ.
გამდნარიი ყველი რომელია?ანუ მთავარია მაგარი არ იყოს და იყოს მხოლოდ რბილი?
და ბულიონს როგორ აკეთებთ. ქათამს ხარშავთ და ნახარშს სვავთ? და ბოლო კითხვა :)))ბოსტნეულის სუპს როგორ აკეტებთ.მარილს ან ზეთს უშვებით? ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. ხვალიდან მინდა ამ დიეტის დაწყება. ადრე გავაკეთე უგულავას დიეტა სამი კვირა და 8 კილო დავიკელი მაგრამ ჩემებურად ვიცავდი. ანუ ბულიონს და ბოსტნეულის სუფს არ ვსვავდი...

ველი თქვენს პასუხს


პატივისცემით

მარიამი :)
27.06.14 04:49 eellii
ბოლო კვირაზე ვარ, ახლა მივირთვი ჰოლანდიური :) რა ბედნიერი ვარ რომ 2 დღე დამრჩა და შევძელი ბოლომდე მიყვანა. ჯერ ჯერობით 8 კილო მაქვს დაკლებული მაგრამ მეტი მეტყობა. მე კმაყოფილი ვარ. საერთოდ არ მომშიებია ამ დიეტის განმავლობაში, არც თავბრუსხვევა და არც თავის ტკივილი არ მქონია, არადა უჭმელად სულ გული მიწუხდებოდა
გოგოებოოო წარმატებები, მაგარი დიეტაა, არ შეწყვიტოთ და არ შეცვალოთ რამე.
26.06.14 10:17 t1999t
მოკლედ გოგოებო, ასეა ჩემი საქმე. 6 თვეში მოვიკელი 40 კილოზე მეტი ეხლა ვარ 95 კილო და ვაპირებ ამ დიეტის გაკეთებას. ვიწყებ ორშაბათს და ყოველი კვირის ბოლოს დავდებ რა შედეგი მექნება. დაახლოებით 10 კილოს შემდეგ დავწყებ სირბილსაც. წარმატებები ყველას.
პ.ს. ეს 3 დღე ვიშიმშილებ ისე დავიწყებ.
26.06.14 07:49 morch1
ეს დიეტა გავაკეტე 3 თვის წინ და დავიკელი 12 კილო. 10 შევინარჩუნე აგერ უჯვე 3 თვეა თან ჩვეულებრივად ვცჰამდი . ასე რომ მაგარი დიეტააა... ეხლა ისევ დავიწყე პირველ კვირაზე ვარ 10 კილო უნდა დავიკლო კიდევ და ვსო... და რა მანტერესებს პირველ და ბოლო კვირა რომ გააეტო მარტო რა უჭირს?
25.06.14 12:20 Niiiiiiii
მადლობა კარგ რჩევებს გვაძლევ
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია