Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165604-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165604-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

22.09.14 10:29 ნაზი
არც ისე დიდი 76 კგ ვარ
22.09.14 09:09 ekaterine1979
ნაზი დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და თანადგომისთვის,ეს ჩემთვის დიდი სტიმულია


22.09.14 07:41 ekaterine1979
ნაზი თუ სადუმლო არ არი დიდი წონა გაქვს?

22.09.14 07:38 ნაზი
მე სხვა დიეტებიც გამიკეთებია მაგრამ ეს ყველას ჯობია ენერგიას მაძლევს და საჭმელზე არ ვფიქრობ, სხვა დიტაზე როცა ვიყავი ნერვოზი გამიჩინა და სულ ძალაგამოცლილი ვიყავი
22.09.14 07:34 ნაზი
ეკატერინე არა არ არის ცოტა ადრე მე რომ გავაკეთე მაშინ მეც ეგრე დავიკელი და მერე ერთიანად შემეტყო გული არ აიცრუო....
22.09.14 05:02 ekaterine1979
დაბლენდერებული მაწონი და ბანანი თუ გაგიკეთებიათ ვინმეს? დოზები მაინტერესებს და ხანგრძლივობა,Eფექტიც რა თქმა უნდა.

22.09.14 05:00 ekaterine1979
ნაზი ჰოლანდიური ყველი მეც არ მომწონს მაგრამ მაინც ვჭამ ზიზღით.იმ კვირიდან მეც სულგუნით გავაგრძელებ რახან მაინც აქვს ეფექტი.
22.09.14 04:57 ekaterine1979
მე მეოთხე დღეზე ვარ და 1 კილო დავიკელი,ვიზუალურად მეტყობა რომ ვიკლებ,რას მირჩევთ 1 კილო ცოტა ხო არ არის? სხვა დიეტაზე ხო არ გადავიდე?
21.09.14 13:17 ნაზი
მესამე დღეა ამ დიეტაზე ვარ და 4 კილო დავიკელი .....ჰოლანდიური ყველის ნაცვლად ვიგებ სულუგუნს და ეფექტურია ..
21.09.14 09:14 ekaterine1979
მესამე დგეზე რომ წერია ვახშამზე ჩაი+1 კოვზი თაფლი, ეს თაფლი ჩაიში უნდა აურიო თუ ისე მივაყოლო?
21.09.14 06:58 ekaterine1979
მოკლედ მესამე დგეა რაც ამ დიეტაზე ვარ,1 კილო მაქვს უკვე მოკლებული,მაგრამ საკმაოდ მსუბუქად ვარ,და ტანსაცმელიც გამიდიდდა ცოტა.
20.09.14 09:24 ekaterine1979
მამაგდა დიდი მადლობა გამოხმაურებისტვის,
20.09.14 05:23 mamagda
ეკატერინე, მე შევწყვიტე გუშინ, რაღაც ამჯერად ვერ იმოქმედა... მაგრამ პირველი 2-ჯერ 8-9 კილო დამაკლებინა, მიუხედავად იმისა, რომ ძაან მაღალი წონა არ მქონდა. წარმატებები!
20.09.14 03:02 ekaterine1979
არავინ ხარტ ამ დიეტაზე?
19.09.14 15:56 ekaterine1979
დავიწყე,დგეს შიმშილის დგე მქონდა,ცოტა გამიჭირდა მაგრამ გადავლახე,იმედია ბოლომდე გავქაჩავ....

19.09.14 08:03 mamagda
კი, პირველი 3 კვირა შიმშილით იწყება
18.09.14 12:09 ekaterine1979
მაინტერესებს მეორე კვირაც შიმშილის დღით უნდა დავიწყო?
18.09.14 12:05 ekaterine1979
ხვალიდან ვიწყებ,ვინმე ხო არ შემომიერთდება,91 კილო ვარ,ვნახოთ რამდენს დავიკლებ?
18.09.14 11:31 meider(gio)
giorgi_93

ამ დიეტით წვავ კალორიებს ანუ ცხიმს და ცხიმი ხო წყალს გამოყავს ორგანიზმიდან?! ხო და მარილს თუ შეჭამ, მარილის დაშლას მოუნდება ეგ წყალი და არა ცხიმის გამოყვანას ასე რო მარილი არცერთ დიეტაში არ არის რეკომენდირებული და საერთოდაც გემოვნების ამბავია თორე მწიკვი მარილის მიღებაც კი არ არ არის კარგი :)
18.09.14 07:57 giorgi_93
ერთი კითხვაც მაქ რა მარილზე არაფერი წერია და ყველაფერი უმარილოდ ხო ?
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია