Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165389-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165389-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

08.04.19 10:35 Mzhavanadzenika
Xo aravin icit wiwiburas da lobios dge rocaaa konservis lobio rom vchamo cota sunelebit ar sheidzleba???
01.04.19 12:42 AniB
mirangula მე ბულიონის ამბავში, გლინა ბლანკას პატარა ნატეხს ვიყენებ :))
01.04.19 10:57 mirangula
მე დღეს დავიწყე და ვნახოტ რა შედეგი მექნება,76 კგ ვარ.....ბულიონის რეცეპტი მაინტერესებს,ვინმემ ტუ იციტ მომწერეტ
01.04.19 10:47 mirangula
ბულიონი,მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე როგორ მოვამზადოტ?რეცეპტი ტუ იცის ვინმემ?
01.04.19 08:41 Akunariki
გგფფპ
28.03.19 08:30 AniB
25-ში დავიწყე და აბა ვნახოთ, ადრე წლების წინ დავიცავი და 11კგ დავიკელი, ფანტასტიური დიეტაა, აუცილებლად 22აპრილს დავწერ ჩემს შედეგს, ვინც იცავთ წარმატებებს გისურვებთ, აბა ჩვენ ვიცით ^_^
26.03.19 05:39 sofiachka
61 კგ ვარ და ამბობენ ამ წონის ადამიანებზე დიდად არ მოქმედებს ეს დიეტაო. პირველ დღეს ვიწყებ დღეს და ძალიან მეშინია ეს ერთი თვე ტყუილად არ დავკარგო. 5-10 კილოს დაკლება მინდა. იქნებ მირჩიოთ რამე
25.03.19 14:17 ketasia
გამარჯობათ მე ყავას არ ვსვამ.. და იმ დღეების ჩანაცვლება როგორ შეიძლება ყავა რძით რომ წერია.. იქნებ მირჩიოთ..? და აუცილებელია ყავის დალევა?
25.03.19 07:18 ქეთუნა
დიეტა არაჩვეულებრივია. წლების წინ გავაკეთე და 11 კილო დავიკელი. ბოსტნეულის სუპი არ მიკეთბია. ქილაში ჩაწყობილ ბარდას ვყიდულობდი და იმას ვჭამდი. თუ პირველი სამი კვირა ვერ დაიკლებთ, არ შეგეშინდეთ -მაინც დაიკლებთ მეოთხე კვირაში. მე პირადად ასე დამემართა. არც ნახევარი კილო ყველი და ღვინო მიმირთმევია :)))))))) შევჭამე დაახლოებით 300 გრამი ყველი ამ დღეს.უბრალოდ, გირჩევთ დიეტის მერე ბევრი საჭმელი არ ჭამოთ. წყალში ჩაგეყრებათ ყველაფერი.ვისაც მეტი წონა აქვს, გაცილებით მეტს იკლებს. მე 72 კილო ვიყავი და 11 დავიკელი
19.03.19 18:18 მსუქანი ჯაბა :)
2 წლის მერე დავბრუნდი ამ დიეტაზე
მე9 დღეს -5,5
რძის მაგივრად მაწონი რო დავლიო მსუბუქი არ შეიძლება ?
17.03.19 15:39 elenenuca
ვიმემ ამიხსენით გთხოვთ ბულიონს როგორ ამზადებთ?
17.03.19 15:36 elenenuca
დღეს დავიწყე უგულავას დიეტა...1ლი დგე მშვიდობიანად მიდი:)
12.03.19 21:09 No swear
ბოსტნეულის სუპი გაროხი და კარტოფილი ცალ ცალკე უნდა ვჭამოთ თუ სუპში?
09.03.19 05:42 ნეფერტიტი
გოგოებო, ხუთი დღის შედეგი იყო 3,4 კგ, მაგრამ მეექვსე დღეს + 500 მაჩვენა, არადა, არაფერი დამირღვევია. ასეთი რამ მოგსვლიათ ვინმეს?
06.03.19 17:33 buhehe
ჰოლანდიური ყველის ჩანაცვლება შეიძლება სულგუნით.
ერთმანეთი გაამხნევეთ. გაზაფხულია, მალე მოგიწევთ ზამთრის ტანსაცმლის გახდა და იფიქრეთ რა მოხდენილია გამხდარი სხეული.
ბევრი იმოძრავეთ შეძლებისდაგვარად.
06.03.19 17:23 buhehe
ძალიან კარგი დიეტაა. უფრო სწორად, კვების ნორმალური რეჟიმია. რაც მთავარია მშიერი არ ხარ. დღიური რაციონის დაცვას მნიშვნელობა აქვს, რომ ზედმეტი კალორიები არ მიიღოთ. დაიმახსოვრეთ, მთავარია რეჟიმი და სწორი კვება. რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს აბჟორსტვას ანუ ღორობას და იმაზე მეტის ჭამას ვიდრე ჩვეულებრივად მიირმევდით. ასე ემართებათ ნარკომანებსაც, როცა ცოტა ხანი თავს იკავებენ. ადამიანს არ სჭირდება ზედმეტი. გახსოვდეთ მუცელს აქორებ ქორია, აღორებ ღორიაო. ამაში თვითონ დარწმუნდებით, როცა მეორე კვირას ძალიან ნელი ტემპით წავა წონის კლება. ორგანიზმი მაქსიმალურად გამოიყენებს ყველაფერს, რასაც მისცემთ და ნუ გაგიკვირდებათ. ის რასაც თქვენ ყოველდღიურ რაციონში მიირთმევთ მათი 70% აბსოლუტურად უსარგებლოა და დეფეკაციის შედეგად გარეთ გამოდის. ნუ იქნებით გემოს მონა. გახსოვდეთ, მხოლოდ ერთი თვე და შემდეგ ერთი ორი განტვირთვის დღედაგეხმაებათ წონის შენარჩუნებაში. ადამიანის ბატონი მისი გონებაა და არა საჭმელი, სიგარეტი ან სხვა რამ.
რაც შეეხება შედეგს, მე ამ რეჟიმით თავისუფლად დავიკელი 10 კგ. უფრო მეტიც შეიძლებოდა, თუმცა თაფლიანი ჩაის მაგივრად ლიტრამდე ღვინოს ვსვამდი (თქვენ არ გაიმეოროთ - მადას მატებს საოცრად).
06.03.19 13:36 tako1987
მოკლედ ჩემი დიეტის ისტორია: :) დავიწყე დიეტა შიგადაშიგ დარღვევებით 2 კვირა როგორღაც გავედი :/ მესამე კვირა ჩავკეცე და პირდაპირ მეოთხეზე გადავხტი :) ამჟამად ვიმყოფები მეოთხე კვირის მე-3-მე დღეზე.
შედეგი: დილით ავიწონე და 5 კგ-მდე მრჩება 100 გრ. გამიხარდა:) პ.ს ორშაბათს მხოლოდ ვაშლი სასტიკად გამიჭირდა :/
05.03.19 05:50 ნეფერტიტი
ანანო28 - წვნიანი და ბულიონი მეც უნდა ამოვაგდო - სამსახურში ვერ ვატარებ. ბევრი აკეთებს ასე და მაინც იკლებენ, ასე რომ, არ მგონია, რამე დაშავდეს. გუშინდელი რძის დღე ძალიან შედეგიანი გამოდგა - მინუს ერთი კილო, მაგრამ დღეს იმდენი საჭმელია მენიუში, ცოტა მეშინია, არ მოვიმატო :)
04.03.19 07:56 anano28
მე დავიწყე დღეს ეს დიეტა, ოღონდ უნდა ამოვაგდო ბოსტნეულის წვნიანი და ბულიონი, თქვენი აზრით ძალიან დავაშავებ?
04.03.19 07:17 ნეფერტიტი
ვინმე თუ აპირებს დღეს დაწყებას, შემომეხმიანეთ, რა. კვირის თავზე შედეგები დავწეროთ და ერთმანეთი გავამხნევოთ :)
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია