Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165392-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165392-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

15.05.18 06:03 gvancagvanca44
გოგოები ბოლო კვირის მეორე დღეზე ვარ და ამერია,დღეს მეგონა კიტრი პამიდვრის დღე იყო თურმე მოხარშული ქათამი უნდა მეჭამა..არის ამაში რამე ტრაგედია თუ მაინც მომცემს შედეგს ბოლო კვირა? და კიდევ მაინტერესებს ქათამში მხოლოდ ფილე ანუ თეთრი ხორცი შეიძლება თუ რომელი ნაწილიც მინდა?
03.05.18 04:19 raji
გამარჯობათ, მაინტერესებს ბულიონში რა იგულისხმება ბოსტნეულის და მწვანილის გარდა? როგორ მოვამზადო? მადლობა.
29.04.18 07:49 Cherrypie
1 კვირაა უკვე ამ დიეტას ვაკეთებ. მარილსაც ვაყრი საჭმელს, რამდენსაც მინდა და სადღაც ორჯერ პროდუქტიც შევცვალე, მიუხედავად ამჯსა, 3 კილო დავიკელი უკვე. იმედი მაქვს მეორე და მესამე კვირასაც დავიკლებ რამეს.
28.04.18 08:36 nino_444
9 თვეა , ვიმეორებ პირველ კვირას და 118 კგ.-დან 78 კგ. ვარ . დავიკელი 40 კგ . მშვენივრად ვგრძნობ თავს . ბოლო პერიოდში ვიკლებ შედარებით ნელა და სად მეჩქარება რომ ? :) ეხლა სურვილი მაქვს კიდევ დავიკლო სადღაც 3-5 კგ . ვაგრძელებ ისევ ამ დიეტის პირველ კვირას . დარღვეული მაქვს ეს დიეტა ორჯერ . ერთხელ ახალწელს და მერე ცოტახნის წინ , ჩემს დაბადების დღეზე . ეს არაფერი , ისევ მწყობრში ვარ და ვაგრძელებ . ეხლა ზაფხული მოდის და უფრო მარტივი იქნება ამ 3-5 კგ.- დაკლება . ძალიან ბევრი კარგი რამაა ცხოვრებაში ჭამაზე მეტი . წლოვანებით ვარ 57 წლის და ამას ვამბობ მე . წარმატებები ყველას , ყველაფერი გამოგივათ ! <3 შემდეგშიც შემოვალ და შემოგძახებთ <3
27.04.18 09:45 gvancagvanca44
გამარჯობათ მოდიეტეებო,მაინტერესებს დოზა რაც წერია,იმაზე ნაკლები რომ ვჭამო შეიძლება თუ ზუსტადის დოზა უნდა ვჭამო რაც მიწერია,და კიდევ მაინტერესებს ბოლო კვირაში თევზს რომ ვჭამთ რამდენი გვეჭმევა არ არის დაკონკრეტებული
24.04.18 05:52 Keme-keme
უმარილო სუპის ჭამა რთულია და ბოსტნეულში ცოტა გალინა ბლანკას ფხვნილი ჩავყარე. იმედია დაკლებას არ შეუშლის ხელს.- 1.100 დავიკელი სამ დღეში.დაახლოებით 7 კილოს დაკლებას ვვარაუდობ. მეტი არც მინდა.
23.04.18 05:00 mariami567
ბარდა რო არ ვჭამო რა მოხდება? :/
22.04.18 09:20 Keme-keme
დღეს დავიწყე 69 კილოდან 164. პირველი დღე არ გამჭირვებია რძე საერთოდ არ მიყვარს, თუმცა მოტივაცია მაქვს ისეთი საკუთარი თავის მიკვირს. ვინ დაიწყეთ დღეს.კვირას იმიტომ დავიწყე რომ მშიერ დღეზე სახლში დავისვენებდი.სამსახურის დღეს მარტო რძის დალევა ვიცი რთული იქმებოდა.ამ დიეტის დროს ვარჯიშობთ?
18.04.18 06:36 tatuli0
tqventan.maqvs.erti.kitxva.<br />
vici.rom.ar.aris.kargi.janmrtelobistvis.magram.daaxloebit.ramden.kgs.iklebs.adamiani.4-5.dgiani.sruli.shimshilis.shemdeg?gtxovt.mipasuxet
18.04.18 02:42 nituci
გამარჯობათ, მაინტერესებს ბარდის წვნიანის მიღება თუ შეიძლება მე-3 დღეს.
11.04.18 10:13 Salome022
გამარჯობათფერხორციანო ქალბატონებო
11.04.18 10:12 Salome022
გამარჯობათფერხორციანო ქალბატონებო
10.04.18 09:04 თაათ
გამარჯობა. ეს დიეტა გავაკეთე 2007 ში. ორსულობაში მომატებული წონის გამო. დავიკელი 15 კილო:))) ყველაზე მაგარი დიეტაა!! მართლა სასწაულია!
პ.ს. ეხლაც, ამდენი წლის შემდეგაც (მიუხედავად ახალი გათანამედროვებული დიეტების ფონზე) ვაპირებ დავიცვა იგივე პრობლემის გამო, ამჯერად შედარებით ნაკლებ წონას ვებრძვი:)))
08.04.18 16:08 KoTika
მიპასუხეთ რა ვინმემ
08.04.18 15:47 KoTika
გამარჯობათ, ჰოლანდიურ ყველა ვერ ვჭამ და ვინმემ ხომ არ იცით ჰოლანდიოური ყველის ჩანაცვლება თუ შეიძლება და რომელი ყველით?
31.03.18 04:29 Neli0985
ამ დიეტით დაიკლო ჩემმა დამ 20კილომდე, მეც მინდოდა გაკეთება მაგრამ გამიჭირდა, მკაცრია საკმაოოდ:) საბოლოოდ ატკინსის დიეტამ გაამართლა ჩემსშემთხვევაში, რაოდენობაში მინიმუმამდე გზღუდავს და შიმშილის გრძნობა არ გაწუხებს:)) ვისაც გრამებით საწმლის აწონვა განევროზებთ მისწრებაა
29.03.18 02:56 megi22
გამარჯობატ მე ახალი ვარ და მაინტერესებს ამ მენიუსჰი სადაც წერია ყავა ან ცჰაი მხოლოდ მაშინ უნდა დავლიო ტუ სხვა დროსაც დასასჰვებია..და კიდე ის გვინო აუცილებელლია ბოლო კვირასჰი:დ :დ

23.03.18 04:59 TTamuna
გამარჯობათ. ვინმეს ხომ არ გიცდიათ პირველი და მეოთხე კვირის გაკეთება..
20.03.18 09:26 Tarkan
გამარჯობათ
ნუცა32 ამ დიეტით დედაჩემმა ზუსტად 26კილო დაიკლო ზედმიწევნით ზუსდად დაიცვა თვენახევარი
აღდგომა ჩამოვიდეს და აუცილებლად დავიწყებ უგულავას დიეტას 20 კილო მაქვს დასაკლები :(((
20.03.18 02:08 ტამუსია
ყველაზე კარგი დიეტაა,გუშინ დავიწყე უკვე 2კილო დავიკელი,ეუტიროქსზე ვარ ცოტა არ იყოს ვნერვიულობ რომ ვერ დავიკლო,რაც ამ პრეპარატის მიღება დავიწყე 15 კილო მოვიმატე უნდა დავიკლო ნერვოზი დამემართა
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია