Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165395-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165395-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

18.03.18 08:38 ნუცა32
გამარჯობათ ვინ რამდენი დაიკელით ამ დიეტით?
16.03.18 03:44 lizikoo1988
გამარჯობა,
ეს დიეტა ადრე გავაკეთე და პირველივე კვირაში კარგი შედეგი მქონდა. ეხლა რომ გავაკეთე ციკლი მქონდა და საერთოდ ვერ დავიკელი:( ვინმემ თუ იცით ამის ბრალია ? ვაპირებ თავიდან დავიწყო ვარჯიშთან ერთად...
12.03.18 06:55 Niiiiiiii
დღეს არის პირველი დღე
საწყისი წონა 71.500
მთავარია გავუძლო და არ დავარღვიო და 5-6 კილოს დაკლებაზეც ბედნიერი ვიქნები :)
05.03.18 16:17 markopolo
მეგობრებო, 1 კვირა და 1 დღე ვიყავი და 3 კილო დავიკელი პირველ 3 დღეში და მერე შემიჩერდა წონა,
გრაფიკის გამო ზუსტად ვერ ვიცავ ხოლმე და გადავწყვიტე შევეშვა და სხვა დიეტაზე დავდგე, თქვენ წარმატებები, ისე საკმაოთ კარგი დიეტაა , შიმშილს დიდად ვერ ვგწძნობდი <3
04.03.18 03:42 Salosalo777
გოგოებო წინა თვეში გავაკეთე მაგრამ ბოლო კვირა ვერ მოვახერხე 8კილო დავიკელი მაინც,შემდეგი ორი კვირის განმავლობაში არც შენარჩუნება გამიკეთებია მაგრამ ცომეულს ტკბილს და შემწვარს არ ვჭამდი,რამდენიმეჯერ ჰამბირგერი ვჭამე და ტონა სუში :D მაგრამ 1გრამიც არ Mომიმატებია,ეხლა თავიდან დავიწყე მესამე დღეა და კარგად ვგრძნობ თავს,ვინც ფიქრობთ დაიწყოთ თუ არა დაიწყეთ აუცილებლად!))
03.03.18 09:21 Kesanee
მეორე კვირაზე დამემთხვა ციკლი და ძალიან ვნერვიულობ რომ იმდენს ვერ დავიკლებ რამდენსაც ველოდი და როგორ ფიქრობთ რომ გავაგრძელო რამდენს დავიკლებ;((
27.02.18 14:47 tamunna
ლელიკო მადლობა დიდი. მე 1 მარტიდან ვიწყებ მოკლედ შემოგიერთდებით გოგოებო!!:))
27.02.18 13:21 leiliko
წარმატებები ჯეინ <3
27.02.18 03:32 jein
გამარჯობა, მეგობრები მე მჯდომიარე ცხოვრების წესი მაქვს სამსახურიდან გამომდინარე. ეხლა გადავწვიტეთ მედა თAნამშრომელმა გოგომ დავიწყოთ ეს დიეტა. უკვე ორი დღეა და მოგწერთ კვირის ბოლო შედეგს..
26.02.18 23:20 leiliko
უი და შოკოლადის ორ ნატეხს ვჭამ ანუ ორ კუბიკს და ბოსტნეულით 1 პამიდორს, ორ კიტრს, ბროკოლს, სალათის ფურცელს ბროკოლს და ბულგარულებს ვანაწილებდი 8თვის და 11თვის სალათებივით და მერე 3ზე და 6ზე კომბოსტო და სტაფილო 2-2
26.02.18 23:16 leiliko
მე წიწიბურა ვარჩიე ლობიოს და იმას ვჭამდი ყველაფრის გარეშე, ცოტა კარგად მოხარშე და თბილი უფრო გემრიელია. ასე გრამობით არ ვწონიდი მარა პატარა ღრმა ტეფშები რომ არის იმას ვავსებდი და ვჭამდი დღეში ოთხჯერ:8ზე 11ზე 2-3ზე და ბოლოს 6ზე
მარკოპოლო) სავარაუდოდ კი პრობლემა იქნება რადგან ყველაფერი უნდა მიიღო თუ არადა ორგანიზმი შიმშილს დაიწყებს არც ერთდროულად შეიძლება საუზმის და სადილის ჭამა ეცადე კონტეინერით წაიღო ან რამე
წარმატებები მარია <3 მთავარია არ შეწყვიტო ყველაფერი გამოვა <3
26.02.18 05:49 markopolo
მეგობრებო, რა მაინტერესებს , დღეიდან დავიწყე და უნივერსიტეტში ძალიან ცუდი გრაფიკი მაქვს და შესაძლოა საუზმეზე ან სადილზე გადახტომა მომიწიოს და შეიძლება? ხელს ხო არ შემიშლის დაკლებაში?
26.02.18 05:28 Maria27
დღეს დავიწყე ^^ საწყისი წონა 87კგ.
შედეგს დავწერ აუცილებლად .
(ადრე გავაკეთე მხოლოდ ერთი კვირა და -3კგ მომცა)
25.02.18 13:46 tamunna
leiliko შენარჩუნების დღეებს როგორ აკეთებ? ცოტა გაურკვევლად წერია, ლობიო რამდნეი უნდა მოვიღოთ ან როგორ უმარილო? არც ბოსტნეულის და ხილის რაოდენობა წერია არც შოკოლადის:)))იქნებ დამეხმაროთ? მადლობა წინასწარ
25.02.18 11:35 keso28
@ლელიკო, რა მაგარი შედეგი გაქვს.. გილოცავ!
25.02.18 08:01 leiliko
ფიზიკურად ვერ ვჭამდი ქათამი პური ისე მამძიმებდა ვეღარ ვჭამდი დღეს ავიწონე და 13 კილო მაქ დაკლებული
24.02.18 14:56 keso28
@ლელიკო, ესე ცოტას როგორ ჭამდი? :)) კვირაში 400 უწერია. მე ზედმიწევნით ვიცავ აქ რაც წერია და აშკარად დიდი პორციებია.. კაცებზე რომ არის გათვლილი მაგიტომ ალბათ.
24.02.18 13:47 leiliko
მე მოხარშული ქათმის ხორცს ვჭამდი გულ-მკერდს ძალიან კარგი იყო ლორი არ მიყვარს და მეც გაუდას ვჭამდი ნაჭრებად კარფურში მარა 100 გრამი ორი კვირა მყოფნიდა
24.02.18 07:15 keso28
@ლელიკო ჯერ არ აწონილხაარ? მე მაგალითად მე-13 დღე მაქვს და 2კილოც არ დამიკლია ჯამში(( მე უცხიმო ლორს ვჭამ და გაუდას. შენ რას ჭამდი ასეთ დღეებში? შეცდომას ხომ არ ვუშვებ ნეტა და არ ვიცი))
23.02.18 11:37 leiliko
გამარჯობა <3 გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები ასე უფრო მარტივი იქნება, მე შენარჩუნებიის დღეების მეხუთე დღეზე ვარ ხვალ საღამოს ავიწონები და გავიგებ რამდენი დავიკელი, ვის რა გაინტერესებთ მითხარით და იქნებ ჩემმა რჩევებმა გაგიადვილოთ დიეტა
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია