Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165398-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165398-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

1... 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 ... 319
03.07.18 17:37 nino_444
ზუსტად ერთი წელიწადში დავიკელი 43 კგ 118 კგ-დან 75 კგ ვარ და ისევ ვაგრძელებ . ამ დიეტის პირველი ერთი კვირა რასაც მიირთმევ , იმას ვჭამ მთელი წელი . ოღონდაც პირველი ეტაპი შევასრულე პედანტურად , შენარჩუნების დღეების მაგივრად გავაგრძელე პირველი კვირა ოღონდ კეფირი შევცვალე მაწვნით , ჰოლანდიური ყველი იმერულით და ბოსტნეულის დღეებში გავაკეთე ჩვეულებრივი ბორში , დილას ვაშლი ან ატამი , ან ფორთოხალი და საღამოს კიტრი და პამიდორი . ასე დავიკელი 43 კგ . ეხლა მინდა დავიკლო სამი კგ და მორჩა . კიდევ დავიკლებდი , მაგრამ ასაკის გამო , ვშიშობ სახე არ დამინაოჭდეს ძალიან . ისე ეს დიეტა კანს ძალიან არ არბილებს , თითქოს უკუმშები , მასე რომ არ იყოს , უკვე საკმაოდ მოკუჭული უნდა ვიყო . თუ შეძლებთ და ცოტას ფიზიკურადაც დაიტვირთებით , იცურვებთ ბასეინზე ან ზღვაში , ცოტა ფეხითაც თუ ივლით და სახესაც მინიმუმ მოუვლით , ძალიან არ მოიკუჭებით. :D :D :D ისე იმ წონას ყველაფერი ჯობია , გრავიტაცია მაქვს მგონია დაკარგული .... :D :D :D
28.06.18 18:04 Nik99
Tamuna . Shen ra conidan daicke? 12 dgea 8 kilo davikeli 15 albat davikleb
21.06.18 03:16 tamunna
Nik99 კარგი შედეგი გაქვს ძაან!!!მე 3 დღეში მინუს 2 კგ:))ისე ადრე მაქვს ეს დიეტა განაკეთები და ჯამში 6 კგ დავიკელი, 10 დან 15 ამდე იკლებენ ვისაც დიდი წონა აქვს დასაკლები
20.06.18 11:13 Nik99
Pexburtelivit kai iko :) 5 dgeshi mak 5 kilo daklebuli ase tu gavagrdelebki gavkrebi 1 tveshi :)
20.06.18 09:20 tamunna
Nik99 ფეხბურთელუვით პირში ვივლებ ცივ წყალს და ვასხამ
20.06.18 09:11 tamunna
Nik99 ფეხბურთელუვით პირში ვივლებ ცივ წყალს და ვასხამ
20.06.18 09:10 tamunna
Nik99 ფეხბურთელუვით პირში ვივლებ ცივ წყალს და ვასხამ
19.06.18 15:52 ანნა 05.10
3 kviris win daviwye,pirvel kvirashive movikeli ertianad 6 kilo. meore-mesame kviraze gaviyine ert wonaze,gushin bolo kvora daviwye.kidev maqvs daklebis imedi. ras piqrobt bolo kvira zedized orjer rom gavaketo? nebisyopa meyopa da imedia shevdzleb.
18.06.18 06:54 Nik99
წყალზე რო წერია 4 ჭიქაზე მეტი არ შეიდლებაო ზაფხულში ცოტა ძნელია ეგ და როგორ აკეთებთ
17.06.18 01:59 თამარელა
მოგესალმებით, ვინმე აკეთებთ ამ დიეტას? ჯერ მეორე კვიროს ბოლოს დღე მაქვს და უკვე 8 კილო მაქვს დაკკებული როგორი ძედეგია? წერია რომ ყველაზე მეტს იკლებ ბოლო კვირაში და მართალია? თუ გქონიათ თქვენ მსგავსი შემთხვევა
16.06.18 01:15 ketcho
2დღე გავიდა და დილით1.900 ით ნაკლები ვიყავი, შოკში ვარ. ეს რა მაგარი დიეტაა. თამ არც გშივდება. სასწაულია. ყველას გირჩევთ
14.06.18 05:32 ketcho
ბავშვებო, დავიწყე დიეტა. სასწაული შემართებით:)) უგულავამ თუ შეძლო მეც შევძლებ:)) იმდენი მაქვს დასაკლები იმდენი.. ალბათ დიდხანს მომიწევს გაკეთება. წარმატებები თქვენ და მეც. ვინც მართლა შეძლებს დაკლებას დაწეროს რამდენად ეფექტურია. ბევრად უფრო მარტივად შევძლებ დაცვას თუ მეცოდინება, რომ სხვამაც შეძლო და დაიკლო ))
06.06.18 10:53 Salosalo777
ერთი დიდი შაურმა ვჭამე და ხოარაფერია? :დ
28.05.18 09:25 ანნა 05.10
სალამი მეგობრებო. დღეს დავიწყე დიეტა,პირველი დღე მაქვს. ვიწყებ 67კგ დან. აქამდე სპეციფიური დიეტებისთვის არასდროს მიმიმართავს მაგრამ ფეხმძიმობის დროს 23კგ მოვიმატე და იძულებული გავხდი)) მინდა დაახლოებით 13-15 კილოს დაკლება.ხომ გამომივაა?:)))
24.05.18 06:50 nanuca.nanuca@mail.ru
ხალხოო მე კიტრსაც ვჭამ თითქმის ყოველდღე ეგ ხო არშეუშლის ხელს ხოო და რამაინტერესებს პირველ დღეს რძეო და ცხოვრებაში რძეს არ გავკარებულვარ და არც გავეკარები მაწონი რო ვჭამო ?
22.05.18 03:26 nanuca.nanuca@mail.ru
მე დავიწყე ხალხნო დღეს უკვე 6 დღეა ხვალ ერთი კვირა გავა ამბობთ და წერია რო ერთ კვირაში იკლებთ 5 ან 7-ს ვერაფერი ვერ დავიკლი მე ამ დიეტით ერთ კვირაში და თქვენ რანაირად იკლებთ ერთ კვირაში 5 ან 7 ან 10-ს :/
21.05.18 16:34 Iakoia98
Aba vin iwyebs xvalidan
18.05.18 08:14 nitanitu
ალიოოო არის აქ ვინმე? თუ ჩამკვდარია ეს გვერდი? :D
18.05.18 02:36 nitanitu
დღე პირველი... ვიწყებ შემართებით.. სამ ივნისს ქორწილში მივდივარ.. 31 მაისს უნდა ვიყიდო ლამაზი კაბა.. ეს მოტივაცია და მიზანი მაქვს.. 31 მაისამდე უნდა მქონდეს დაკლებული 8 კგ.. რომ ვიყო 66 კგ მაინც.. ვინ იწყებს აბა დღეს .. გამომეხმაურეთ რააა
17.05.18 16:13 nitanitu
გამარჯობა !! წლების წინ გავაკეთე ეს დიეტა.. ახლა ისევ მინდა რომ დავიკლო.. 74 კგ ვარ.. ხვალიდან ვიწყებ
1... 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 ... 319
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია