Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165396-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165396-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

23.02.18 08:03 tekla1987
გამარჯობა, მოკლედ დუკანი აუტანელი აღმოჩნდა ჩემთვის, თან ეს უგემური ხორცი არ შემიძლია, ამ დიეტით ადრე 1 კვირაში დავიკელი 5 კგ, შარშან, პირწმინდად სწორად დავიცავი. ახლაც დავიწყე, დღეს მეოთხე დღეა, პირველი დღე გამიჭირდა და საერთოდ უშაქრო ყავას ვერ ვსვამ, არადა უყავოდ ვერ ვძლებ, თავი მისკდება ხოლმე პიტველ დღეს, მაგრამ ახლა გავკადნიერდი და თაფლით ვატკბობ ხსნად ყავას, ცოტა თაფლს ვურევ, შაქარს მაინც ჯობია, ხოდა დღეში მიწევს 2 სუფრის კოვზი თაფლის დამატება რაციონზე :) მაინც ვიკლებ, 62 ვიყავი რომ დავიწყე, ბოლო დღეს ანუ ორშაბათს დავდებ შედეგს, ერთი კვირა უნდა გავაკეთო მხოლოდ, ვინმემ დაწერეთ რა ყავაზე, როგორ ყავას სვამთ ხოლმე დიეტის დროს?
22.02.18 00:36 keso28
@tamunna რამდენიმე დღე ვცადე დუკანი და ჩემი დიეტა არ არის)) თუ აკეთებ ძალიან დიდხანს უნდა გააკეთო შედეგისთვის, თორემ ორმაგად იმატებ მოკლე პერიოდით დაცვის შემთხვევაში, თან ჯანმრთელობისთვისაც არ არის კარგი. ეფექტური და სტაბილური კლებისთვის ისევ ჯანსაღი და საათობრივი კვებაა.
21.02.18 07:24 tamunna
Keso28 შეიძლება ეგეც იყოს მიზეზი. მე დიდი ხანია რაც არ გამიკეთებია.დღეს ავიწონე 2 დღეა რაც დავიწყე და 1.5 დავიკელი.კვირის ბოლოსაც ვნახავ შედეგს.ისე დუკანი არ გიცდია?მე მინდა გადავაბა ამ დიეტას.ძაან აქებენ
20.02.18 06:38 keso28
@tamunna შარშან მეც 65 ვიყავი და 59 მდე ჩამოვედი, პირველ კვირას მაგხელა კლება არ მქონია როგორც მახსოვს, მაგრამ ჯამში 6 კილომდე დავიკელი. წელსაც დაახლოებით ეგ წონა მაქვს, 62 ვიყავი რომ დავიწყე და ორშაბათს რომ ავიწონე 61,200)) წყალს საერთოდ არ ვსვამ და არც დამირღვევია. ალბათ შეეჩვია ორგანიზმი და აღარ რეაგირებს. მეორე კვირასაც ვნახავ და ორშაბათს თუ კიდევ არ მქონდა შედეგი შევეშვები..
20.02.18 04:04 tamunna
keso28 კვირაში 1 კგ ცოტაა:(( წყალს ხომ არ სვამ ბევრს?
ბულიონს რაც შეეხება ადრე მეც გალინას ვსვამდი მგრამ ძალიან მარილიანი და საერთოდ ამოვიღე,
კუჭის მოქმედებასაც აქვს მნიშვნელობა ზოგადად ამ დიეტის დროს შეკრულობა იცის და სასურველია ჩაი, იყიდება მცენარეულია ხილით და ეგ დალიო ღამით დაძინებამდე.
20.02.18 04:00 tamunna
მოგესალმებით,მე გუშინ დავიწყე ეს დიეტა, ადრე მაქ განაკეთები მაშინ 65 დან 59 ამდე ჩამოვედი მხოლოდ 4 კვირა გავაკეთე. პირველ კვირაში 4 კგ დავიკელი. მომდევნო თითო კვირაში 1/1 კგ და ბოლოს არცერთი ანუ ჯამში 6 კგ. ახლა მეტი მაქვს წონა და იმედია უფრო მეტს დავიკლებ,დავწერ აუცილებლად,ვაპირებ კვირაში ერთხელ ავიწონო.ვინ მიერთდება?
20.02.18 01:27 keso28
1 კვირაში 1 კილომდე დავიკელი(( არ დამიღვევია და არაფერი ჩამინაცვლებია. ვაგრძელებ მაინც.
19.02.18 02:52 sophie sophie
1 კვირაში 3 კილო დავიკელი
თქვენ რამდენი დაიკელით?
18.02.18 00:31 damski-kaprizi
83.800 დღეს... დავიწყე 92 კილოდან.. :D

თან ვინც წაიკითხეთ თითქმის ყველა კვირის ბოლოს ვარღვევდი იმენნა ტკბილეულობით... cheat day-ს ეძახიან ტურმე დიეტის დროს.. მართლა აგრძელებ კლებას 7დღის მერე ერთ დღეს თუ ითაღლითე... წარმატებები... კატო და კესო.. თქვენი შედეგები დაწერეთ?
17.02.18 14:34 kato707
ხვალიდან ვიწყებ. ძალიან კარგი დიეტაა, არ გიწევს შიმშილობა და არც რთული გასაკეთებელია. თან ნელნელა ეჩვევი ზომიერ ჭამას. რამოდენიმე წლის წინ გავაკეთე და ძალიან კარგი შედეგი მქონდა. იმ კვირის ბოლოს დავდებ 1 კვირის შედეგს :)
17.02.18 05:54 keso28
კი ვსვამ რძიან ყავას. ჩვეულებრივ ამერიკანოს რძით. რძის პროცენტულობას არ ვაქცევ დიდად ყურადღებას))
15.02.18 11:09 ნანუკა12
მეც გალინა ბლანკას
15.02.18 11:08 ნანუკა12
რძიან ყავას სვამთ ვინმე?მიპასუხეთ რაა
12.02.18 12:48 keso28
ბულიონს ჭამს ვინმე? ადრე გალინა-ბლანკათი ვაკეთებდი მაგრამ შევეშვი და აღარ ვჭამ საერთოდ. მე ჰოლანდიურ ყველს ვჭამ და ნაკლებცხიმიან ლორს.
12.02.18 12:05 damski-kaprizi
აღარ გამოვჩნდი.. არავინ არ ჩანდა ვინც იცავდა ამ დიეტას და მომბეზრდა საუბრები საკუთარ თავთან.. :D
მეორე კვირის ბოლოს ტკბილზე ისე გავჭედე ორი დღე ენით აღუწერელი რაოდენობის ტკბილეული შევჭამე...შეგრძნებები ახლაც რომ მახსენდება ცუდად ვხდები..
ჩვეულებრივი ლომკა მქონდა..
ახლა ზუსტად ვერ ვიტყვი მე3 კვირად შემიძლია ჩავთვალო თუ ახლიდან დავიწყე დავარქვა... მოკლედ პარასკევს დავიწყე 86.5 კილოთი.. და ისევ პარასკევს ავიწონები როგორც ყოველთვის..მაინც კლებაში ვარ ტაკ შტო..
რომ შევაჯამო.. ვარღვევ მაგრამ მაინც ვიკლებ ოღონდ ცოტას..
არ ვჭამ ჰოლანდიურ ყველს ..ვჭამ ჩვეულებრივ იმერულს.. კიტრი პამიდორის ნაცვლად ვიკეთებ სალათის ფურცლის სალათს..
11.02.18 13:01 keso28
გამარჯობა. ხვალიდან ვიწყებ ამ დიეტას. თითქმის ყოველ წელს ვაკეთებ დაურღვევლად. უკვე 3 ჯერ მაქვს გაკეთებული, წელს მეოთხე იქნება)) 6 კილოზე მეტი არ დამიკლია არასდროს, მაგრამ ერთადერთი დიეტაა რომლის გაკეთებაც არ მიჭირს და არ ვარღვევ. შედეგს ყოველ ორშაბათს დავწერ:) ერთად კეთება მგონი უფრო სტიმულია. წარმატებები მეც და თქვენც ვინც აკეთებთ..
11.02.18 10:22 ნანუკა12
რამდენს იკლებთ ამ დიეტით,ღირს დაწყებააა
11.02.18 10:20 ნანუკა12
გოგოებო რძიან ყავას სვამთ ვინმე,და მაინც იკლებთ?
11.02.18 04:03 Salosalo777
მეოთხე კვირა დავიწყე და 6 კილო მაქვს დაკლებული, მიუხედავად იმისა რომ სამჯერ ალკოჰოლი მივიღე <3
08.02.18 05:40 mamagda
memgoni, rZe kefirit rom shecvalo, araperi dashavdeba
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია