Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165353-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165353-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 ... 319
05.03.20 10:47 Sam
ვინმე თუ ხართ აქ მოდით ერთად დავიცვათ რა :) მეორე დღეზე ვარ მე და შიმშილით მაინცდამაინც არ მშია, უფრო ფსიქოლოგიური მოთხოვნილება მაქვს საჭმელზე.
04.03.20 13:43 kettka
გამარჯობა, მე მაქვს დღეს მესამე - ბოსტნეულის დღე და ვჭამე ქილებში რომ იყიდება ის ბარდა (მწვანე).
03.03.20 21:14 ეკატერინე ბეჟანიშვილი
გამარჯობათ. იქნებ მითხრათ ვინმემ, ბარდა მოხარშული რომელი იგულისხმება: მწვანე(ქილებში) რომ არის თუ ყვითელი (მოსახარში)....
02.03.20 11:48 an oo
ketutaa მაინტერესებს ბულიონს როგორ ამზადებდა? ან კიდე ვისაც გაქვთ გამოცდილება რო მირჩიოთ....
02.03.20 11:44 kettka
დღე პირველი
02.03.20 07:29 niniko95@nino
გამარჯობა, ვისაც ბოლომდე შეგისრულებიათ რამდენი დაგიკლიათ? მე დღეს დავიწყე, ადრე ერთი კვირა გავაკეთე და 6კილო დავიკელი, დასაკლები ბევრი მაქვს 108იდან ვიწყებ+
01.03.20 20:41 an oo
ბულიონს როგორ აკეთებთ? მეორე დღეს რო წერია? ბისტნეულის და მწვანოლოს გარეშე? და რა იგრედიენტებით გავაკეთო ბულიონი?
01.03.20 20:35 an oo
ზოგადად დიეტების შემდეგ ორმაგად ვიმატებ განსაკუთრებით დუკანის შემდეგ ვნახოთ ეს როგორი იქნება მოკლედ ხვალიდან ვიწყებ დაახლოებით 58 ვარ - 10 მინდა დავიკლო უკვე ძალიან მაკომპლექსებს ზედმეტი წონა ((( დასრულების შემდეგ დავწერ ჩემს შედეგს... წარმატებები თქვენც
24.02.20 08:20 ketutaa
გუშინ დავასრულე 1 თვე. ძალიან მარტივად შიმშილისა და სტრესის გარეშე. ჯამში დავიკელი 7 კგ. საწყისი წონა 68
21.02.20 15:05 Eleniko4
დᲦეს მეხუᲗე დᲦე მაქვს , საერᲗოდ არ მიᲭირს, უბრალოდ ლორის დᲦეს Ძალიან მწყურდება და უფრო მეტ წყალს ვსვავ ვიდრე აქ წერია. გᲗხოვᲗ დაწეროᲗ მეტი წყლის მიᲦებისას მარᲗლა ვერ დავიკლებ?
20.02.20 19:23 kato707
ძალიან კარგი დიეტაა, არ ხარ მშიერი, იკლებ უპრობლემოდ.რამოდენიმე წლის წინ დავიცავი და კარგი შედეგი მქონდა -12კგ. ახლა V დღეზე ვარ.მსუბუქად ვგრძნობ თავს. შეგნებულად არ ვიწონები ჯერ. დიეტას გაცილებით კარგი შედეგი აქვს მსუქნებზე. 10 დღის შედეგს დავწერ ერთ კვირაში :)
19.02.20 09:55 niiinuca
ჩემი შედეგი გოგოებო ძალიან კარგია როგორც ყოველ ჯერზე . სასწორზე არ ვდავარ და არც მაქვს გართულება სტანდარტზე.თავს იდეალურად ვგრძნობ 72კგ-ზე.კლება დავიწყე 92დან სავარაუდოდ 8-10 დავაგდე, შენარჩუნებაზე ვარ 4 დღეა, მგონი ამ პერიოდშიც ვიკლებ. და შენარჩუნების მერე მეორე წრეზე წავალ დიეტის.
17.02.20 13:11 ketutaa
niiinuca შედეგები როგორია? მეოთხე კვირა დაიწყო ჩემი. ვაშლის დღე ბევრად უფრო რთული ყოფილა ვიდრე რძის :(
15.02.20 15:45 Eleniko4
niiinuca Თუ საიდუმლო არარის რამდენი კილო იყავიᲗ?
11.02.20 09:06 niiinuca
ქეთუნა პირველ კვირაში მქონდა კლება 4 კგ. მეორე და მესამე კვირაში 2-2კგ. ბოლო კვირის 3 დღეზე ვარ, სავარაუდოდ ამ კვირაშიც 4ს დავიკლებ.ოღონდ არ ვარღვევ საერთოდ
07.02.20 06:36 ketutaa
niiinuca მეორე და მესამე კვირაში რამე დაიკელით?
04.02.20 14:36 niiinuca
ეს დიეტა საოცრებაა!!! წელიწადში ერთხელ ვაკეთებ და ყოველთვის მაქვს შედეგი. 15 არასოდეს დამიკლია, თუმცა -10 გარანტირებული შედეგია! მესამე კვირის მესამე დღეზე ვარ და ფანტასტიურად ვგრძნობ თავს.რჩევა თუ დაგჭირდებათ აუცილებლად გიპასუხებთ. წარმატებები <3
04.02.20 11:05 ketutaa
დაიწყო დიეტის მეორე კვირა. პირველ კვირაში დავიკელი 3 კგ. მქონდა უმნიშვნელო დარღვევები. ეხლა ცოტა სისუსტეს ვგრძნობ მაგრამ მაინც ვაგრძელებ. საწყისი წონა 68 კგ. წარმატებები ყველას ;)
22.01.20 08:33 kusik13
დღეს დავამთავრე ეს დიეტა, ძალიან კმაყოფილი ვარ, ვიყავი 81 კგ, პირველ კვირაში დავიკელი 4, მეორეში 3, მესამეში 2 და მეოთხე კვირის ბოლოს 5, არც გამიჭირდა მარიტვად შესასრულებელია,რეკომენდაციას ვუწევ. რომ წერთ ხოლმე კომენტარებს ვაპირებ ბოლომდე დავიცვაო, დაწერეთ მერე თქვენც შედეგბი:)
11.12.19 21:10 Sulik
ერთი კვირაა რაც დავიწყე 103 კგ ვიყავი ზუსტად ისე ვაკეთებ როგორც წერია და არაფერს არ ვარღვევ , ვნახოთ შედეგი რა იქნება. ეს დიეტა დავიწყე 2 წლის წინ და 16 დღეს 12 კგ ვიყავი დაკლებული და ბოლომდე არ მივიყვანე.... ახლა ვაპირებ ბოლომდე დავიცვა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 ... 319
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია