Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165352-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165352-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 ... 319
14.04.20 20:47 talia
ანია> მოტივაცია მოძებნე და ნერვები აღარ გაგახენდება:)
14.04.20 19:13 ანია
თათია ვცდილობ მაგრამ ნერვი შეიწირა
14.04.20 11:03 talia
ანია> ორგანიზმზეა დამოკიდებული ზოგს გვიან აქვს შედეგი მე მაგალითად მეორე კვირაზე რომ გადავედი ერთიანად მქონდა შედეგი ძირითადათ ეგრე ხდება მერე აქვს ერთიანი შედეგი ამ დიეტის ჩვეული ამბავია ეს ამიტომ გააგრძელე ზაფხული მოდის :)
14.04.20 10:59 talia
LIKA_Lika90 > მარილი არანაირი არ არის მიზანშეწონილი რადგან წყალი გაქვს შეზღუდული და მარილს რომ მიიღებ მერე მოგწყურდება და იმაზე მეტს დალევ ვიდრე გეკუთვნის .
14.04.20 10:53 talia
Jsjsieiejjdjszk > თუ გინდა შედეგი არ დაარღვიო :)
გირჩევ რომ მეორე დღეს გააგრძელო ჩვეულებრივათ
და ყოველთვის როცა მსგავსი რამ მოხდება გააგრძელე დიეტად და არ იფიქრო რომ დაარღვიე და მორჩა :)) იმედია აღარ დაარღვევ წარმატებები :)
12.04.20 16:41 ანია
ვინმე ყოფილ ჩემს დღეში?
12.04.20 16:40 ანია
მეოთხე დღეზე ვარ და ერთი გრამიც არ დამიკლია,ცოტა დავკარგე მოტივაცია
11.04.20 18:54 salomie
დაწყება მინდა ამ დიეტის და იქნებ დამაკვალიანოთ

ანუ ეს ბულიონის რეცეპრი და ყველი რომელი? რძე რით ჩავანაცვლო
29.03.20 11:31 Jsjsieiejjdjszk
გამარჯობათ გოგოენო ...მე დგეს დავამატებ პირველად ჩემს მომენტარს.ვკიტხულობ ტიტოეულ ტქვენს კომენტარებს და მიხარია შედეგი რომ გაქვთ გისურვებთ წარმატებებს.კიტხვა მაქვს ვისაც გამოგიცდიათ ჩემნაირი შემთხვევა თუარ დამზარდებით მიპასუხეთ.მესამე დგეა ვარ.გუშინ დავარღვიე გამით ერტი ცივი ნაჯერი მჯადი და ყველი მივირთვი .დგეს გავაგრძელე ჩვეულებრივ.და როგორ ფიქრობთ შედეგი მექნება??ტუ ისევ პირველ დგიდან დავიწყო?
22.03.20 11:32 LIKA_Lika90
აუ ვინმემ მითხარით რა ცოტა ჰიმალაის მარილი თუ გამოგიყენებიათ ამ დიეტის დროოოს?
22.03.20 11:31 talia
Natuka25 - ბისტნეულის ბულიონში მხოლოდ ბოსტნეული იგულისხმება ქათამი არა. ცილებს რაც შეეხება მარტო წიწიბურა და ლობიო
ულუფებათ დაყავი რადგან მითითებული არ არის დოზები ბევრიც არ უნდა მიირთვა . :)
20.03.20 12:37 Natuka25
გამარჯობა, მაინტერესებს ბულიონში ქათმის ნახარში იგულისხმება თუ ბოსტნეულის??
და კიდევ შენარჩუნების დღეებში პირველი 2 დღე მარტო ლობიო ან წიწიბურა უნდა ვჭამოთ თუ ამას პლიუს ცილები?
19.03.20 10:16 talia
kettka - საქონლის ზორციც შეიძლება და ქათმის ფილეც რომ არ მოგვეზრდეს ერთი და იგივე. ყველაზე მეტად ხორცი აკლებინებს ამიტომ მირთვი ჯანსაღი ჯობია :) მე მაგალითად ბიო-ბიო-ში ვყიდულობდი ქათმის ფილეს.
19.03.20 10:11 talia
ქეთტკა - კი უფრო შედეგი აქვს , ისე ლორი ნიკორაში იყიდება ინდაურის და თუ რამეა ეგ იყიდე ყველაზე დაბალი კალორია აქვს.
წარმატებები ყოჩაღი ჩანღარ და ვიცი მიახწევ სასურველ წონას :)
16.03.20 07:45 kettka
დასრულდა 2 კვირა, დღეს დაიწყო მესამე, დავიკელი 4 კგ. ცოტა მეტის მოლოდინი მქონდა მაგრამ, ვაგრძელებ

talia - ნაყიდი ლორით ვაკეთებდი, ეხლა მესამე კვირაში შევცვალო მოხარშული ქათმით? როგორ მირჩევთ
14.03.20 09:44 talia
ძალიან მაგარი დიეტაა ერთ ტვეში დაკლებული მაქვს 10 კილო და ძალიან ჯამრტელად კანიც შესანიშნავად გამოიყურება არანაირი ატრიები და ჩამოკიდებული კანი.
რაც შეეხება ზუსტად გაკეტებას გირჩევტ ხორცეული მიირთვათ ქატმის საქონლის ვიდრე ნაყიდი ლორი . ასევე ბოსტნეულის ბულიონი: დაჭერით
ბოსტნეული მაგ:(ბულგარული,სტაფილო,ხახვი მთლიანი თავი ყაბაყი
რაც გნებავთ და ადუღეთ რომ მოიხარშება გადაწურეთ და მიირთვით. ეს იგულისება ბულიონში.
დამერწმუნეთ რაც უფრო ჯამრთელ საკვებს მიიღებთ მით კარგი შედეგი გექნებათ . მე მაგალითად განწყობა მიმაღლდება როცა ვაკეთებ :)
კიდევ ერთი რჩევა დაიწყეთ დიეტა მთვარე რომ იკლებს იმ პერიოდში და შედეგი ორჯელ ეფეექტუი იქნება (ანუ ახალი მთვარე რომ იქნება გადათვალეთ ორი კვირა:) დიდი ხანია ვაკეთებ ამ დიეტას და თუ ვინემს კითხვები გაქვთ სიამოვნებით დაგეხმარებით :)
12.03.20 14:11 ლალუკა
ძალიან მაგარი დიეტაა.მეორედ ვაკეთებ.პირველ ჯერზე 15 დავიკელი.ეხლა მეორედ ვაკეთებ 8 წლის შემდეგ. მეოთხე დღეზე ვარ და უკვე 3 კილო თვალსა და ხელს შუა გაქრა.დიდი შემართება მაქვს.
08.03.20 14:28 Eleniko4
მოკლედ, გავაკეᲗე 3 კვირა. პირველი 2 კვირა ერᲗიდაიგივე. და ბოლოს ბოლო კვირა. Თავიდან ვიყავი 70 კგ. ახლა ვარ 64.5. დიეტა Ძალიან მარტივად დავიცავი Თუმცა ვფიქრობ რომ 5.5 კილოს სხვა დიეტის დროს უფრო მოკლე დროᲨი დავიკლებდი. მეტს ველოდი. ალბაᲗ უფრო დიდი წონის ხალხზეა გაᲗვლილი რომ წერია ამდენი კილოგრამების დაკლება. Თან მინდა აᲦვნიᲨნო რო ეს ორსულობის Შემდეგ მომატებული კილოგრამებია. Ჩემი წონაა 57. და ამოტოც მეგონა რომ უფრო მეტს დავიკლებდი.

წარმატებები ყველას.
07.03.20 13:01 Eleniko4
გამარჯობა დᲦეს ვარ ბოლო კვირის ᲨაბაᲗზე.ორᲨაბაᲗს დავწერ Შედეგს.

ბულიონი ბოსტნეულის გარეᲨე იგულისხმება მოხარᲨეᲗ ბოსტნეული და მერე მარტო წვენი დალიეᲗ, ანუ ბოსტნეულის გარეᲨე.

წარმატებები ყველას.
05.03.20 21:10 an oo
Sam მეც მეორე დღეზე ვარ... პირადში მომწერე შევხმიამდეთ კარგი აზრების და გაცვლა...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 ... 319
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია