Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165397-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165397-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

04.03.19 06:59 ნეფერტიტი
დღეს დავიწყე ეს დიეტა, აქამდე არასოდეს გამიკეთებია. ამბობენ, რომ ქალებისთვის ნაკლებად შედეგიანია, მამაკაცები უფრო იკლებენო, მაგრამ აქაურმა კომენტარებმა დამაიმედა და ვნახოთ. შედეგებს დავწერ :)
25.02.19 11:28 mzia961
ალბათ უკვე მეხუთეთ ვიცავ ამ დიეტას,ძალიან ეფექტურია, მაგრამ როგორც დავიწყებ ჭამას ეგრევე ვიმატებ. დღეს მეოთხე კვირის პირველი დღეა, ანუ ვაშლის,დაკლებული მაქვს 9 კგ. ამ კვირაში ველოდები 5-6 კგ-ს, ვნახოთ რა იქნება. საბოლოო შედეგს დავწერ

24.02.19 12:53 gogo28
ეს ჰოლანდიური ყველი არ შეიძლება სხვა ყველით შევცვალო??
24.02.19 06:06 eka2708
1 კვირაა ვიცავ. 6 კგ. დავიკელი. რაც მეტია წონა მით მეტს იკლებთ. ჩემი შვილიც იცავს ჩემთან ერთად. მან 3 კგ. დაიკლო. წარმატებები ყველას!
22.02.19 16:42 თამარელა
გამარჯობა, მე ვიწყებ დიეტას ხვალიდან , მინდა დავიკლო 20 კილო , თუ ვინმე გამოთქვამთ სურვილს შემომიერთდით , ერთმანეთი გავანხნევოთ
22.02.19 13:47 tako1987
მეხუთე დღეა რაც დავიწყე დილით ავიწონე 2 კგ მაქვს დაკლებული. მინდა გრანდიოზულ ციფრებს რომ ამბობენ მეც მაგდენივე დავიკლო :)
21.02.19 13:27 natiar111111
გოგოებო ჰოლანდიური ყველი ნებისმიერი შეიძლება? თუ არის განსხვავებები? ან სულგუნით რომ შეიცვალოს თუ გაუკეთებია ვინმეს?
19.02.19 13:21 ეკა2708
Nini1997 მე და ჩემმა შვილმაც ერთად დავიწყეთ. თქვენ გვისწრებთ 1 კვირით. რა შედეგი გაქვთ ამ ორშაბათს?
15.02.19 18:15 Nini1997
მე და დედაჩემმა დავიწყეთ ორშაბათიდან,დღეს მეხუთე დღეა. მოვილაპარაკეთ რომ 1 კვირა არ ავიწონებოდით, მაგრამ მე თავი ვერ შევიკავე და ავიწონე დღეს დილას და 4დღის შედეგი იყო1.800, ყოველ ორშაბათს დავდებ ორივეს შედეგს... მე 73 ვარ და 10 კილო მინდა რომ დავიკლო, დიდი იმედი მაქვს რომ დავიკლებ. ვინმე ხართ ეხლა რომ დაიწყეთ? დაწერეთ რამე რაა
16.12.18 15:26 yonano88
მე ვამთავრებ პირველ კვირას და -5კგ
16.12.18 12:47 t.k
პირველი კვირა და მინუს 1.1 კგ. ( დიდი იმედგაცრუებააა )
10.12.18 15:05 yonano88
მე დავიწყე :)
07.12.18 03:26 yonano88
გამარჯობა, ორშაბათიდან ვინ დაიწყებს ჩემთან ერთად? ადრე Gავაკეთე და 12 კგ დავიკელი,ოღონდ 3 კვირაში, ეს მეოთხე კვირა მგონი საერთოდ არ აკლებინებს,ყოველშემთხვევაში პირადად მე ეგეე გამოვცადე,პირნათლად დავიცავი ოთხივე და ორშაბათიდან ვაპირებ დაწყებას ,ოღონდ 3კვირის გაკეთებას
01.12.18 12:42 სსსს
გამარჯობა, მაინტერესებს შენარჩუნების დღეები თუ გაგიკეთებიათ? ან ხომ არ იცით ვისაც გაუკეთებია - ლობიო ან გრეჩიხა უყველაფრო უნდა იყოს, თუ შეიძლება მარილით, თუ ზეთით და მწვანილებით? ასევე, რაოდენობები არ წერია.. თუ რომელიმემ იცოთ დეტალურად ეს შებარჩუნების 9 დღე რა ფორმით, რა რაოდენობით კეთდება, please, გამომეხმაურეატ:) ყველას სიგამხდრეს გისურვებთ :)
17.11.18 09:33 Marriam Kopaliani
მიუხედავას იმისა, რომ დღეს შაბათია დავიწყე ეს დიეტა;დ ^^ 91.კგ , სიმაღლე 1.72 . ვაპირებ 4 კვირა გავაკეთო სრულად , დროთაგანმავლობაში დავწერ შედეგებს . ვუმიზნებ 12 კგს დაკლებას ჯერ-ჯერობით და იმედია შედეგიანი იქნება ეს 4 კვირა. <3 წარმატებები ყველას.
12.11.18 05:05 Neska
გოგოებო გიშინ დავამთავრე სრულად დიეტა. დავიკელი 11 კგ. მართალია გუშინ ბოლო დგეს სულ ვიშიმშილე. რატომღაც მეგონა მეტს დავილკებდი. ყველაფეი გავაკეთე ისე როგორც ეწერა. დღეს დავიწყე მეორეჯერ ეს დიეტა. დავწერ მერე შედეგს. 98.550 დან ჩამოვედი 87.300 კგ. სიმაღლე 178 სმ.წარმატებები ყველას.
05.11.18 06:33 ირინოლა
ძალიან მაგარია
05.11.18 05:53 Neska
დღეს დაიწყო ჩემი მეოთხე კვრა. სულ სამ კვირაში დავიკელი 8 კგ. ვნახოთ რას იზამს მეოთხე კვირა. მომაალ ორშაბათს დავწერ ამ კვირის შედეგს.
04.11.18 20:03 ირინოლა
მე ვიწყებ ხვალიდან! შედეგებს დავწერ!
28.10.18 09:44 Neska
გოგოებო მე დღეს ვამთავრებ მეორე კვირას. დავიკელი 6 კილოგრამი. ახლა რამოდენიმე დღე სულ გაჩერებულია წონა. იმედია ბოლო კვირას როგორც იძახიან ისე დავიკლებ. არაფერს ვცვლი ყველაფერს ვაკეთებ ზუსტად.
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია