Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1178116-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1178116-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 ... 319
27.05.20 13:44 ლადო
მეოთხე კვირის მესამე დღეა, დავიკელი 9 კილო,მაინტერესებს ორშაბათიდან თუ შეიძლება რომ ახლიდან დავიწყო და გადავაბა რათა კიდე დავიკლო ერთი 5 კგ, ან რამდენად დაიკლებს მეხუთე კვირიდან წონა?
26.05.20 06:08 Ani.n.
მეოთხე კვირის, მეორე დღეზე ვარ, სულ დავიკელი 6 კილო.
25.05.20 06:02 mariami_mtchedlishvili@iliauni.edu.ge
რა კარგი შედეგები გაქვთ ,ბრავო. დღეს ჩემი დიეტის მე15 დღეა,დილით ავიწონე და 79.1 ვიყავი-პირველ დღეს 85.1
.მეორე კვირას 100 -300 გრამამდე ვიკლებდი თითქმის ყოველ დღე .მეოთხე კვირაა სასწაული მერე იძვრება წონა სწრაფად . ამ კვირაში იმედია ცოტას ვივარჯიშებ კიდეც და იქნებ მივაშველო ფიზიკური დათვირთვა. წარმატებები <3
24.05.20 12:19 ketutaa
მე შენარჩუნების დღეებში დაახლოებით იგივე პრინციპით ვაგრძელებდი. დღეში 3 ჯერ 150-200 გრამი ერთ ჭამაზე. სამწუხაროდ შენარჩუნების დღეები ბოლომდე ვერ მივიყვანე მაგრამ მაინც შედეეგი მშვენიერი მქონდა
24.05.20 09:43 Keta8
იქნებ დაწეროთ, ვინც დაასრულეთ და შედეგი დადეთ. შენარჩუნებისას ულუფებს როგორ ანაწილებთ?
24.05.20 06:52 Ani.n.
გამარჯობა
შესანარჩუნებელი დღეებში ულუფებს დაახლოებით რამდენს იღებთ?
23.05.20 20:32 Keta8
გამარჯობა. მე4 კვირის მე3 დღეზე ვარ. მაინტერესებს შენარჩუნების დღეებში ვისაც გაგიკეთებიათ და ბოლომდე დაგიცავთ, რა ულუფებს იღებდით? მაგ.ბრინჯი, შოკოლადი,ხილი
22.05.20 16:10 ketutaa
რა მაგარია ბევრი ვართ :)) საწყისი წონებიც დაწერეთ ხოლმე და შემდეგ რამდენს იკლებთ. მე ჯერ არ ვიწონები მე-5 დღეა დღეს.
21.05.20 22:09 Deduci
გამარჯობტ გოგოებო მინდა რომ გაგიზიაროთ ჩემი შედეგი ვიყავი 87 კილო პირველ კვირას დავიკელი5 კილო ეხლა მესამე კვირას ვამტავრებ და80 კილო ვარ ზეგიდან მეწყება მე4 კვირა და მგინია ერთ 7 - 8 კილოს კიდე დავიკლებ სუპი საერთოდ არ მიჭამია და ყვლიც დანარჩენს ზუსტად ვაკეთებ გული არ გაიტეხოთ ყველაპერი გამოგივათ რომ დავამთავრებ დიეტას მოგწეთ სულ რამდენს დავიკლებ წარმატებებიი
20.05.20 20:44 elene713
მართალია მე დიდი წონამაქვს მაგრამ უმეტესობა 70 კილოს ქვევითარის და 10 დღეში 4-5 იკლებენ
20.05.20 20:40 elene713
ფბზე აღმოვაჩინე ჯგუფი - კალორიების დიეტა ხათო ექიმის რჩევები. მოკლედ 10 დღის მენიუ დევს და შემდეგ 10 დღეს გიგზავნის თუ სასწორის ფოტოს აჩვენებო. იმედია მივიღებ თუარადა ხელახლა ვიწყებ. მინდოდა აქ რომ დევს იაპონური დიეტა მაგის დაწყება ან 14 დღიანი რომარის თუმცა ამას იმდენად მაგარი მენიუ აქვს, ყველაფერს ვერ ვჭამ.
20.05.20 20:35 ნემე84
elene713 რომელ დიეტას იცავ??
20.05.20 20:10 anka1991
ვერ მოვითმინე და დღეს ავიწონე, პირველი კვირის მესამე დღეა -3 ! <3
20.05.20 12:56 Salome g
სს ბრავოო მაკვირვებთ ესეთი ხალხი ბევრს რომ იკლებთ
20.05.20 10:57 სს
gamarjoba megobrebo me4 kviris mesame dgea 14 kilo maq daklebuli ukve makmayopilebs es shedegi mara mainc gaval bolomfe.gaudzelit aucileblat eqneba epeqti
20.05.20 08:41 elene713
გამარჯობა:)) მეც მინდა ვინმეს გავუზიარო ჩემი შედეგი. ამ დიდტაზე არ ვარ მართალია, თუმცა აქ დავწერ. 4 დღეში -3 კილო. ასეთი წონა ერთი წელია არ მქონია. გაყინული ვიყავი ერთ ადგილას. წესით არმიყვარს ყოველ დღე აწონვა მაგრამ ასეთ შედეგს რომ ვხედავ როგორ არ ავიწონო ^^ წარმატებები გოგოებო და ბიჭებოო❤️❤️როგორც კი მოგინდებათ რაღაცის ჭამა ან დარღვევა გაიხსენეთ რომ ეგ სიამოვნება წამიერია და ლამაზი სხეული მარადიული☺️ძაან ისე კი გამომივიდა მაგრამ :დდ
20.05.20 07:09 ნემე84
მოგესალმებით.ხვალ ვამთავრებ პირველ კვირას და უკვე 5კილო მაქვს დაკლებული...ძალიან მაგარია.თუმცა ვფიქორო მეორე კვირას ბევრს ვერ დავუკლებ,მაქსიმუმ2ს
19.05.20 13:01 Salome g
მეოთხე კვირის მესამე დღე და მინუს 6 იმედი მაქვს დარჩენილ დღეებსა და შენარჩუნებაზე მინიმუმ 2 კგს მაინც გავაცილებ
19.05.20 11:31 mariami_mtchedlishvili@iliauni.edu.ge
ორშაბათს კარაქიანი პური რომ უნდა ვჭამო ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულება :D მოკლედ 10ში დავიწყე 18ში ავიწონე და 4 კილო დავიკელი , დღეს დილით კიდევ ავიწონე და 300 გრამი კიდევ მქონდა დაკლებული. წარმატებები ყველას <3
19.05.20 11:21 ლადო
მესამე კვირის მეორე დღეა დღეს, 6 კგ მაქვს დაკლებული, წინ კვირა ნახევარია და იმედია ისევ იქნება შედეგი ბოლო კვირაში განსაკუთრებით) 95.5 კგ დან ჩამოვედი 89.5 ზე) განსაკუთრებით დამისუსტდა ფეხები და წელი, ვიმედოვნებ მუცელზე უფრო უკეთეს შედეგს)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 ... 319
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია