Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165350-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165350-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 ... 319
26.06.20 16:03 ziziki
karantina18 ყველს ჰოლანდიურს მიირტმევდი? და კიდევ მაინტერესებს, ბულიონს როგპორ აკეტებთ ბოსტნეულის და მწვანილის გარეშე?
22.06.20 10:45 karantina18
გამარჯობა,
მესამე კვირა დავამთავრე, გიზიარებთ პირველი დღის მონაცემებით 170 სმ და 70 კგ,
პირველი კვირა 5.3
მეორე კვირა 1.4
მესამე კვირა 1.4
დავიწყე მეოთხე კვირა.
წინასწარ ცუდად ვხდები ღვინო და ყველის დღე რომ მელოდება :)
წარმატებები!
21.06.20 11:59 ია ყვავილია
გამარჯობა მეგობრებო, მე დღეს დავიწყე და ეს ჩემს ცხოვრებაში მეორეა. 2013 ში ორსულობის შემდეგ 14-15 კილომდე დავიკელი. თუ მიყევი არ არსებობს, რომ ვერ დაიკლო. ეხლა 8 კილო მინდა და შედეგს დავდებ აუცილებლად. მახსოვს, ძალიან თუ გამიცირდებდა ხოლმე საღამოობით ორ მოხარშულ კვერცხ ვამატებდი. წარმატებები
19.06.20 09:10 karantina18
გამარჯობა, მეორე კვირის შედეგის დაკომენტარება გამომრჩენია, როგორ დავწერე 170 სმ და 70 კგ ვიყავი და პირველ კვირაში დავიკელი 5.3 , მეორე კვირას კი დავიკელი 1.4 , მესამე კვირაზე ვარ ეხლაა, ვფიქრობ 1 კვირას მაინც დავიკლებ, ამ დროს წონამ გაჩერება იცის ხოლმე, სამაგიეროდ ბოლო კვირას ვიმედოვნებ ერთ 3 კგ-ს მაინც მოვიკლებ, ვნახოთ აბა, არავინ ხართ "ჩემი ტოლები" აქ ? მესამე კვირაში ..
18.06.20 06:42 datuchi25
გამარჯობათ, ამ დიეტის გამეორება რამდენი ხნის მერე შეიძლება?
10.06.20 07:34 mozzarela
ისე ეს პროდუქტების შეცვლა რა იცით ხო წერია პროდუქტი არ შეცვალოთო და მერე გიკვირთრატო ვერ ვიკლებთო, ზოგი იმასაც ამბობს დიეტის პერიოდში მზესუმზირასაც ვჭამო და გოგრის მარცვლებსაცო და ყველანაირად გასაოცარია კიდე როგორ იკლებთ :D ჰოლანდიური ყველის ცჰანაცვლება რამე ქართული ყველიტ კიდე მესმის, ჰოლანდიური ყველი ისედაც იდი კალორიულობით გამოირჩევა, მაგრამ სოსისისებით რამის ჩანაცვლება პირველადმოვისმინე :D ისე ეს დიეტა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს უფრო არ აძლევს დიდ ეფექტს რადგანაც ხშირ შემთხვევაში არღვევენ და ამ დიეტას არ უხდება დარღვევა
09.06.20 07:14 karantina18
გამარჯობა, გუშინ დავამთავრე პირველი კვირა, სიმაღლე 170, წონა 70, დავიკელი 5.3 პირველი კვირის შედეგით ამას არ მოველოდე და ძალიან კმაყოფილი ვარ. რომ ავიწონე პირველ დღეს მენსტრუაციის პირველი დღე მქონდა და ვფიქრობ მაგან გამიბერა წონა და ამხელა შედეგი იმიტომ ჩანს.ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან კარგია, სხეულიც უკვე მიეჩვია კვების ამ რეჟიმს და დიდად აღარ მაფორიაქებს სახლში დატრიალებული საჭმლის სუნები :)წარმატებები ყველას, არ დანებდეთ ზაფხული წინაა :)
05.06.20 10:27 mariami_mtchedlishvili@iliauni.edu.ge
მე ვარ მე4 კვირის 6 დღე, მოხარშული ქათამი მე იმ დონეზე შევიზიზღდე ბოლოს ლუკმებს წყალს ვაყოლებდი , ამიტომ ხორცის დღეებში თევზი ვჭამე და ქათმის სოსისი . წესით ფილე უნდა.არ მგონია ქათმის სხვა ნაწილების მიჭებაც რეკომენდირებული იყოს.ხვალ წითელი ღვინო და ყველი ისე მიხარიაა მთელი კვირაა ბოლო დღეს ველოდები :D 85.1 ვიყავი დილით ავიწონე 76.5 .მოკლედ 10 კილომდე ვერ მივედი რაა.ღვინო ჩამიწვავს იმედია ცხიმებს და დავდებ შედეგს . წარმატებები.შემართება არ დაკარგოთ .ძალიან კარგად ვგრძობ თავს ,ხასიათიც უკეთესობისკენ შემეცვალა <3
04.06.20 15:13 mozzarela
ბოლო კვირაში 1.5 კილოს ქათამი როა კიდე თეთრი ხორცია თუ ჩვეულებრივი ქათამი უნდა მოიხარშოს, თუ ვინმე გავიდა ბოლომდე როგორ გააკეთა მირჩიეთ . მადლობა წინასწარ
02.06.20 05:52 TeoNs888
დღეს ვიწყებ ამ დიეტას, ვარ 54 კგ
4 კგ დაკლება მინდა, ვინც დღეს დაიწყეთ დაწერეთ პერიოდულად შედეგები და რჩევები იმედია არ შემეზარება და მივიყვან ბოლომდე
02.06.20 03:45 დალი 88
მარიამ მადლობა
01.06.20 12:04 დალი 88
მარიამ მადლობა
01.06.20 09:31 დალი 88
მარიამ მადლობა
01.06.20 08:32 მირანდა87
მოგესალმებით!
რამოდენიმე წლის წინ ამ დიეტით დავიკელი 16 კილო.
ორსულობის შემდეგ სამწუხაროდ ავკრიბე წონა.
დღეს ისევ ვიწყებ!
01.06.20 08:26 მირანდა87
მოგესალმებით!
რამოდენიმე წლის წინ ამ დიეტით დავიკელი 16 კილო.
ორსულობის შემდეგ სამწუხაროდ ავკრიბე წონა.
დღეს ისევ ვიწყებ!
01.06.20 06:33 mariami_mtchedlishvili@iliauni.edu.ge
დალი აბა თქვენ იცით არ დანებდეთ ,შედეგს მალევე დაინახავთ და მოტივაციაც მოგეცემათ <3 .მე მე4 კვირის მეორე დღე მაქვს , წონა პირველ დღეს 85.1 ვიყავი -დილით 77,5 ვარ უკვე მინიმუმ 75 ზე უნდა ჩამოვიდე ამ კვირის ბოლომდე .
31.05.20 12:06 დალი 88
გამარჯობათ :) ხვალ თვის დასაწყისია , თან ორშაბათი , ამიტომ ვიწყებ !!! ჩემი წონაა -87 კგ :( აუცილებლად უნდა გავაკეთო ეს დიეტა :) აბა ვინ იწყებთ ჩემთან ერთად? შემეხმიანეთ ;) გავამხნევოთ ერთმანეთი და ყოველკვირეული შედეგი დავდოთ :)
29.05.20 10:10 mariami_mtchedlishvili@iliauni.edu.ge
ხალხოო ! მე3 კვირას ვამთავრებ და სულ თავი ბოლო 400 გრამი დავიკელი ამ კვირაში , გავგიჟდე შეიძლება :D თქვენ როგორ იყავით მე 3 კვირაში ?
29.05.20 10:08 mariami_mtchedlishvili@iliauni.edu.ge
განწმენდილი ორგანიზმით ჯობია ამ დიეტის დაწყება, რძე არ მიყვარს მაგრამ სანტეს 0%-იანს არც გემო არც სუნი არ აქვს და ვძლებ.სხვა ვარიანტი შეგიძლიათ ცადოთ, კიტრის ან ვაშლის ჭამა ,დამიჯერეთ უფრო ეფექტურია გაწმენდილი ორგანიზმით დაწყება
28.05.20 05:57 Ninia25
გამარჯობათ მეორე დღიდან რომ დავიწყო შედეგი მექნება?
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 ... 319
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია