Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1173066-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1173066-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 ... 319
10.05.20 08:06 mariami_mtchedlishvili@iliauni.edu.ge
ეს დიეტა ადრეც გამიკეთებია და ძალიან კარგი შედეგი მქონდა , წონა ცოტა მქონდა დასაკლები ამიტომ 20 კილო არ დამიკლია , დაახლოებით 10მდე, 67კილო ვიყავი და 58 ზე ჩამოვედი.დავშოკე მეგობრები ისეთი შედეგი მქონდა . დღეს კიდევ დავიწყე, 85.1 კგ ვარ დილით ავიწონე.მინდოდა კალორიებით დათვლით დამეწყო და ეს დიეტაც დავთვალე თავიდან ბოლომდე დღიური კალორიების მიხედვით, აპლიკაციამ მიჩვენა რომ დეფიციტური კალოტია 1200 ია ჩემი წონის და სიმაღლის კოეფიციენტის მიხედვით (სიმაღლე 155 ) ერთადერთი ბოსტნეულის დღეა 900 კალორიამდე , დანარჩენი 1170 დან 1200 მდე
08.05.20 17:08 ნიტა
მოგესალმებით გოგოებო, დღეს მეორე კვირის პირველი დღე მაქვს, ჯერ არ ამიწონია ციკლი დამემთხვა. 5-7 კილო არა მგონია მომეკლოს, თუმცა ვგრძნობ, რომ დაკლებული ვარ და მსუბუქად ვგრძნობ თავს. ჩემი პრობლემა ის არის, რომ ულუფები რაც წერია მთლიანად ვერ ვღებულობ, ნახევარიც მაკმაყოფილებს. თუ ოდნავ მეტი მივიღე საკვები, არ მსიამოვნებს. თქვენ როგორ ხართ?
07.05.20 14:47 სს
bolomde tu daicav mere cota sachmeli ganaurebs tu miiyri yoveldge mshin maleve moilateb tu akontroleb magalitad comeuls da tkbils ar moimateb.kontroli unda ra ubralod gamxdari xar 2 kilos moimateb ivarjoshe an idiete 2 dge da egaa ra
07.05.20 09:45 gio88
ყავა და ჩაი რო წერია ეგ იმ 3-4 ჭიქა სითხეში იგულისხმება ხო ? :|
07.05.20 06:56 Salome g
რადგან წერია 2 ვაშლი უნდა ამო ორი ჯერ ვაშლი რა არის და მერე იმასაც რომ დაიკლებ ,ორგანიზმმა უნდა მიიღოს საკები რათა ნივთიერებათა ცვლა წავიდეს,შემდეგ მეორე საღამოს საკვები რომ შუადღეს გადმოგაქვთ ,საღამოს რქნას ორგანიზმმა?აშიმშილებთ სხეულს არ შეილება ასე ვერ წავა ნორმალური კლება,მე ვაკეთებ ასე 12,3 და 6 საათზე ვიკვებები,გირჩევთ თქვენც.დიდი წონა არ მქონია მეორე კვირის ბოლო მაქვს დღეს -4.200.აქედან 1 კილო მეორე კვირასაა დაკლებული.რაც შეეხება მომატებას წლების წინ რომ დავიკელი კაარგი 1 წელი ვინარჩუნე წონა ჩვეულებრივი კვებით,მერე მოხდა ისე რომ ყოველ დღე საცხობის პროდუქცის ჭამა მიწევდა და აბა ცომი რისი ცომია რომ არ გაგასივოს?
06.05.20 21:56 ketokk
Kato707 გამოცდილი ხარ და მინდა რომ გკიᲗხო, ხვალ ვიწყებ დიეტას და რაᲦაც ვერ გავიგე, მოკლედ 3 დᲦე -ბოსტნეულის, სადილზე ბოსტნეულის სუპᲗან ერᲗად , მოხარᲨული კარტოფილი და გაროხი ᲗვიᲗონ სუპᲨი უნდა გავუკეᲗოᲗ Თუ სუპის გარდა ეს ორიც ცალკე უნდა მივირᲗვაᲗ?? Თუ ვინმემ იციᲗ იქნებ მიპასუხოᲗ? Არ მინდა ᲨეცდომიᲗ გავაკეᲗო რამე
06.05.20 17:17 ლადო
და ვინმემ რო დაწეროთ დიეტის დასრულების და წონის შენარჩუნების ფაზის შემდეგ შეიძლება ჩვეულებრივ ჭამა?(ჩაღორებაზე და ჩასკდომაზე არ ვამბობ) უბრალოდ აი რაც გაგიხარდება იმას რო ჭამ ნორმის ფარგლებში არა უსაშველოდ, გასაგებია რომ რაღაც კილოგრამებს მოიმატებ ისევ მაგრამ ვთქვათ 10 კილო თუ დაიკელი 10 ივეს ხომ არ მოიმატებ? და თუკი ასეა მეორე ციკლი ანუ ახლიდან რომ დაიწყო ეს დიეტა რამდენი ხნის მერე შეიძლება დასრულებიდან?
06.05.20 16:37 სს
რაც წერია აუცილებლად ისენი უნდა მიიღოთ რძეს არც მე არ ვსვავ ანუ გამოდის ვტოვებ და არაფრით არ ვანაცვლებ.არც ისაა სწორი საღამოს კვება შუადღეს გადაიტანო და ასე.ლადო მთავარია მეტი არ მიიღო თორე მოაკელი რამდენიც გინდა.ასევე გარკვევიტ წერია ამ დიეტის დროს არ შეიძლება პიზიკური დატვირთვა იმიტო რო მერე წყალი გწყურდება რომელიც 3 4 ჭიქა უნდა მიიღო დღეში.კიდე რო იძახით 3 კგ დავიკელი გააჩნია რა წონიდან იწყებ დაკლებას თორე მაგალითად 120 და 60 კილოგრამიანი ადამიანი 1 კვირის მერე ორივე ერთნაირ წონას ხო ვერ დაიკლებს
06.05.20 15:25 ლადო
მესამე დღეს ავიწონე 1 კილო მაქვს მხოლოდ დაკლებული, ერთი რაც მაინტერესებს, პირობითად მესამე დღეს რომ წერია 2 ვაშლი საუზმეზე, მაგრამ არ მინდა 2 და ვჭამო ერთი, საღამოს 3 პომიდორი და 2 კიტრის ნაცვლად 2 პომიდორი და 1 კიტრი, ხო არაფერი შავდება ამით? რეალურად მართლა არ მინდა იმდენი, რამდენიც წერია ზოგ პროდუქტზე, სხვა მხრივ სრულფასოვნად ვიცავ, უბრალოდ ბევრი რომ არ მსურს ასეთ რამეებს თითო თითოს ვაკლებ. და კიდევ, ვარჯიში რომ შევუთავსო უფრო მომცემს შედეგს?
06.05.20 14:49 gio88
ნიორი და მწვანილები მოსულა ?
06.05.20 14:27 ევიტა
gio88
დაჭრილი კარტოფილი და გაროხი ერთად მოხარშე. ბოლოსკენ დაამატე გახეხილი სტაფილო კამა და ნიორი. საკმაოდ გემრიელი სუფია))
06.05.20 11:20 gio88
გამარჯობა, ბოსტნეულის დღის სადილზე რამე რეცეპტი ხომ არ იცით რო იჭმებოდეს ? :)))
06.05.20 09:13 ევიტა
არ იცავთ სწორად და მერე წუწუნებთ ვერ დავიკელიო. სად რძე და სად კეფირი. რძეს თავისი ფუნქცია აქვს კეფირს თავისი. ორშაბათს უნდა გაიწმინდოს ნაწლავები და კეფირი მაგას ვერ იზამს. სხვა დიეტა მოძებნეთ თუ ამის დაცვა არ შეგიძლიათ.
06.05.20 09:11 თმთ
ვინც წერთ, რომ წლების წინ დაიცავით, მაინტერესებს მერე ისევ მოიმატეთ თუ არა?
06.05.20 09:09 თმთ
მე3 კვირაა დიეტაზე ვარ და მხოლოდ 4 კგ დავიკელი :( მეტს ველოდი. წინა კომენტარს რაც შეეხება, რძეს მეც ვერ ვსვამ, კეფირით ჩავანაცვლე, მაგრამ 1 ლიტრამდე ვერ ავდივარ, მაქს 500-600 გრ. ტომატის წვენი ნორმალურია, ნამდვილად არ ვგიჟდები, მაგრამ პურთან ერთად არაუშავს. ორშაბათობით ისე მშივდება რომ საღამოს მენიუ შუადღით გადმომაქვს.
06.05.20 09:09 magdabakuradze
Iakooooooooo1
სხვა დიეტა მოძებნე.
06.05.20 07:19 Iakooooooooo1
გთხოვთ დამეხმარეთ რააა. რძეს ვერანაერად ვერ დავლევ ეგრევე გული ამერევა და ვერც ტომატის წვენს. ინგრედიენტების შეცვლა არ შეიძლებაო და რა უნდა გავაკეთო? პირველ დღეს? საერთოდ რო გამოვტოვო ? და 100 გრ პური ვჭამო მარტო? არ შეიძლება?
06.05.20 03:06 NatoNato87
სალამი ყველას. მეორე კვირაში არ მომიკლია. ძალიან გულდასაწყვეტია მაგრამ ზემოთაც ასე წერია არ იკლებთო. ვნახოთ რა იქნება შემდეგი კვირის შედეგი.
05.05.20 13:57 ნუციიი
გამარჯობათ ფუმფულიკოებო..წლების წინ დავიცავი ეს დიეტა,ზუსტად არ მახსოვს რამდენი,მაგრამ მახსოვს რომ ძალიან კარგი შედეგი მქონდა..ეხლაც მინდა რომ დავიწყო მაგრამ ნებისყოფა საერთოდ არ აღარ მაქვს..ვინმეს არ გინდათ რომ შემომიერთდეთ და გავამხნევოთ ერთმანეთი.მოდი დავიწყოთ ხვალიდან,ორშაბათს აღარ დაველოდოთ
05.05.20 13:56 ნუციიი
გამარჯობათ ფუმფულიკოებო
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 ... 319
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია