Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165371-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165371-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 ... 319
01.12.20 06:34 Ninia11
არა არაფერს, უბრალოდ ვცდილობ ვიკვებო ჯანსაღად
24.11.20 18:20 Ana432
ახლა იცავ რამეს?
23.11.20 22:56 Ninia11
მე ვიყავი ამ დიეტაზე გაზაფხულზე, არ დამირღვევია, ზუსთად ვიცავდი წესებს, დავიკელი მხოლოდ 8კგ. (მსურდა 15კგ. დამეკლო
23.11.20 11:18 Ana432
იცავთ ვინმე? შემეხმიანეთ ერთად უკეთესად გავუძლენთ
18.11.20 20:13 kketibr
დავიწყე დღეს , 19 ნოემბერს , 4 კვირა არ ვაპირებ რომ ავიწონო , ამოტომ დავწერ შედეგს 17 დეკემბერს , აუცილებლად ! წარმატებები ყველას
18.11.20 20:12 kketibr
მგონი არავინ ხართ
17.11.20 20:02 kketibr
მეგობრებო , ხვაალ მინდა დაწყება ამ დიეტის , არავინ ხართ ვინც ხართ ამ დიეტაზე ან შემომიერთდებით ? დავიწყოთ ერთად
16.11.20 10:57 ნინაჩკა1986
მეგობრებო. დღეს დავიწყე ეს არაჩვეულებრივი დიეტა. სავარაუდოდ ვარ 77 კგ. მინდა მინიმუმ 15 კგ დაკლება. ეს დიეტა არის შეუდარებელი. ადრე მაქვს გაკეთებული და 7კგ დავიკელი. მაშინ დიდი წონა არ მქონდა და ეხლა იმედი მაქვს 10მდე დავიკლებ. წარმატებები ❤
12.11.20 16:52 SONIA-SONIA
გოგოებო, რჩევა მჭირდება სასწრაფოდ . მეოთხე კვირაზე ვარ და სამშაბათი - ოთხშაბათი ამერია ერთმანეთში და სამშაბათს უნდა მეჭამა მოხარშული ქათამი და შეცდომით კიტრი-პომიდორი ვჭამე , რას მირჩევთ ეხლა ხვალ რა ვჭამო ქათამი თუ ისევ კიტრი-პომიდორი ?
06.11.20 07:59 AnukiNa
https://www.facebook.com/groups/1060860847683688 <3
05.11.20 04:17 AnukiNa
მემგონი დაგამატე თუ შენ ხარ :დ
04.11.20 17:02 ნინია3
ვერ ვნახე
04.11.20 04:59 AnukiNa
უგულავას დიეტა 2020 - Support team ჯგუფი გავაკეთე და დაემატე ნინია❤️
04.11.20 03:58 ნინია3
ანუკი როგორ ხარ ფბზე?
03.11.20 13:14 SONIA-SONIA
გამარჯობა, მეორე კვირა დავასრულე დღეს, შედეგი : -6კგ ორი კითხვა მაქვს , ვინმე კომპეტენტური თუ ხართ .
1. მეოთხე კვირის მეორე დღეს კათამი , თევზით , რომ ჩავანაცვლო რამდენად მართებულია ?
2.წონის შენარჩუნების დღეებში ჩაის დალევა თუ შეიძლება თაბლით ?
03.11.20 12:19 AnukiNa
გუშინ დაწყებულზე არ ვიცი მარა მეც დიდი სიამოვნებით ჩავემატები ჯგუფში თუ გააკეთებ ❤️
03.11.20 10:55 ნინია3
გამარჯობა ვინ დაიწყეთ გუშინ ?? მე დავიწყეეეე ფბ ზე მოდიიით ჯგუფი გავაკეთოთ რო არ შემოგვეჭამოს რამე
02.11.20 08:06 AnukiNa
რძე მეც არ მიყვარს მაგრამ სულ ძალით დავლიე, წყალზე ზოგადად წერია 3-4 ჭიქაზე მეტი არ შეიძლება და შემდეგი სამი კვირაც მეორდება დღეები და ეჭვი მაქვს უნდა ვიმეოროთ
02.11.20 06:34 nucribald
მე დღეს დავიწყე.

წონა: 70.9 კგ, ასაკი: 29, სიმაღლე: 168 სმ.

რძეს ვერ ვსვამ, ვერ ვიტან ზოგადად. ამიტომ ყავის და წყლის დალევას ვაპირებ საღამომდე.

ქვემოთ იყო კითხვა და მეც მაინტერესებს, პირველი დღე ანუ რძეს რომ სვამ მთელი დღე 4-ივე კვირა უნდა იმეორო? მადლობა.
02.11.20 05:59 AnukiNa
დღე 5 - 64.1
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 ... 319
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია