Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165411-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165411-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

07.02.18 05:27 Salosalo777
რძე აუცილებლად დალიე მეც ვერ ვიტან მაგრამ ცხვირზე ვიჭერ ხელს და ისე ვსვავ საერთოდ ვერ ვგრძნობ გემოს,წვნიანს ბულგარულით სტაფილოთი კარტოფილით და პომიდვრით ვაკეთებ ძალიან გემრიელია ოდნავ მარილსაც მამატებ,და ყავას ფხნილით ვაკეთებ ,@ეკუნნნა
06.02.18 14:39 ეკუნნა
გამარჯობათ, მოკლედ მინდა ამ დიეტის დაწყება,რამონღაც მგონია რომ ზუსტად გავაკეთებ და დსვიკლებ იმდენსნრამდენსსაც ვვარაუდობ,ბევრისგან გამიგია რომ.კარგი დიეტა არის ბევრს დსუკლია უკმაყოფილო არავინ მინახავს ჯერ , 98 კილო რაც არის ჩემთვის სრულიად კატასტროფა ამ ციფრებს რომ.ვხედავ გული მეკუმშება!:( ორი ბავშვის შემდგომ.ზედიზედ მყავს თითქმის კიყოლებული დავრჩი ესე ყველანაირი დიეტა ვცადე მგონი და დაკლებულ კილოგრამებს ორჯერ მეტი მოზდევდა საბოლოოდ გადავწყვიტე უგულავას დიეტა თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ მაინტერესებს რძის მაგუვრად პირველ.დღეს კეფირი რომ.დავლიო 0 პროცენტიანი არ შეიძლება ? და ბოსტნეულის ფს მწვანილის გარეშე როგორ მზადდება წვნიანი? ეს ყავა რძით კიდე რძის ფხვნილი რომ ვუქნა ყავას?? რძეს ვერაფრით ვერ დავლევ და მაგის გამო არ დაწყება არ მინდა :( მითხარით რომ შეიძლება ??? :* ყველას წარმატებებს გისურვებთ ,მადლობა წინასწარ
06.02.18 03:30 Salosalo777
მესამე კვირაა და ჯერ მხოლოდ 4 კილო დავიკელი უბრალოდ Mე 24საათIანი გრაფიკი მაქვს სამსახურში და ვერ ვმოძრაობ საერთOდ,და მაინტერესებს არაყი დავლიე ყველაფეის გარეშე ოღონდ და ძალიან დავარღვიე?
05.02.18 06:00 indo
დღეს დავიწყე, 88კგ ვარ, იმედია 8 კილოს მაინც დავიკლებ. მთავარია არ დავარღვიო. უკვე მეორედ ვიცავ ამ დიეტას, მხოლოდ 3 კვირა შევძელი, თუმცა შედეგი მქონდა. წარმატებებს გისურვებთ თქვენც და საკუთარ თავს...
04.02.18 10:18 damski-kaprizi
მეორე კვირის მე3 დღე.. ტკბილზე გავჭედე და ვჭამე ცოტა... იმედია ხვალინდელი ვარჯიში დამეხმარება.. ისევ ხუთშაბათს დილით უზმოზე ავიწონები.. იმედია ამ კვირასაც მექნება კლება..
01.02.18 07:06 damski-kaprizi
მოკლედ მეორე კვირის პირველი დღე ძააალიან გამიჭირდა... რომ დავიწყე წინა დღეს როგორც ჩანს კარგი ნაკვები ვიყავი.. არ ვიცი რისი ბრალია... არადა სადღაც 6 წლის უკან მაქვს ბოლოჯერ გაკეთებული და ნამდვილად არ მახსოვდა ეს შეგრძნებები :D არადა ამბობენ მარტო პირველი კვირააო ძნელი სანამ დიეტას შეეჩვევიო :(
6ზე მოვიწყობ ვახშამს..
არავინ არ იცავს კიდევ?
31.01.18 23:56 damski-kaprizi
-4,6 კვირის ბოლოს... ანუ მეორე კვირას ვიწყებ 87,4 წონით :D
31.01.18 06:28 damski-kaprizi
კუჭმაჭი
უი რა ჰოლანდიური ყველი ... არასდროს არ მიყიდია.. იმერულ ყველს ვჭამდი ყოველთვის 100 გრამს და კვირაში 4 კილოს მაინც ვიკლებდი ხოლმე...

მოკლედ მეგობრებო დღეს მე7 დღეა და ხვალ დილით დავწერ რა შედეგი მაქვს და რა წონით ვიწყებ მეორე კვირას. :D
30.01.18 06:00 კუჭმაჭი
გამარჯობა მეგობრებო,

უკვე მეორედ დავიცავი ეს დიეტა და ერთი კილოც კი ვერ დავიკელი, რამაც ძალიან დამაეჭვა. ჩავიტარე გამოკვლევები, თუმცა საეჭვო არაფერი აღმომაჩნდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე კარგად გამომეძია თუ რაში იყო საქმე. ჩემმა შოკისმომგვრელმა აღმოჩენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - აღმოჩნდა რომ ეს დიეტა დიეტოლოგ დარიკო ნემსაძისა და ერთერთი ევროპული ყველის დისტრიბუტორი კომპანიის მზაკვრული ჩანაფიქრია და რეალურად მხოლოდ ყველის გაყიდვას ემსახურება. აბა დათვალეთ რა დაგიჯდათ ჰოლანდიური ყველი და შემდეგ გადაამრავლეთ იმ ადამანების რაოდენობაზე, ვისაც ეს დიეტაა აქვს დაცული.
წარმატებები!
29.01.18 08:17 damski-kaprizi
დღეს მე5 დღეა.. არ ვიწონები ხუთშაბათს გავიგებ ერთი კვირის შედეგს.. დღევანდელი დღე ცილოვანი იყო.. ძალიან მაგარი დღეა.. დილით ბლომად თაფლიან კარაქიანი პური შუადღესაც კარგად დავნაყრდი. პრინციპში ყველა ჭამა მანაყრებს უბრალოდ ბოსტნეულის დღეებში 4 საათში მაგრად მშივდება.. :(
დღეს მივედი სპორტ დარბაზში სარბენ ბილიკზე ვირბენ თქო, მაგრამ მოკლედ ტრენერმა ტვინი გაბურღა და დამტვრეული მოვედი სახლში ზეგ კიდევ მივალ და ვნახოთ ორი მისვლით კვირის ბოლოს რა შედეგი დაიდება.. 5 კილოს იმედი მაქვს ... ვარღვევ დიეტას ცოტ ცოტას და იმედი მაქვს ვარჯიში გამომიყვანს მდგომარეობიდან..
28.01.18 01:13 damski-kaprizi
დღეს მე4 დღე იქნება.. გუშინ ისე გამიჭირდა ლამის შემომერღვა... წამცდა ხელი.. რამოდენიმე ლუკმა გავიბოთავე .. მაგრამ არ ვთვლი, რომ ჩავთვალო მოტივაციას დავკარგავ.. :D

საღამოს წინასწარ მომარაგებული კიტრი ისეთი ნაგავი იყო.. ურნაში გადავუძახე და სალათის ფურცელი ვჭამე.. პამიდორიც 2 დღეში დალპა მაცივარში და არ ვარგოდა, მაგის მაგივრად მწვანე ბულგარული შევჭამე ერთი... მოკლედ საღამოს ძალიან გამიჭირდა..

დღეს ვნახოთ..
27.01.18 00:03 damski-kaprizi
Salosalo777
პური ბევრი მეჩვენება.. ან უნდა გავანახევრო ან დიეტური უნდა ვიყიდო ლიტვურის თორემ ეს მემგონი შეღებილია..იმიტომაც ვერ დაიკლებ..
26.01.18 12:27 Salosalo777
დღეს პირველი კვირა დავასრულე და 2.500 მაქვს მხოლოდ დაკლებული((
26.01.18 10:10 damski-kaprizi
დღეს ჩემთვის უკვე მეორე დღე ჩამთავრდა.. 100გრამი პური 4 ნაჭერი გამოდის.. ხოდა კარგად გამოკვებილი ვარ მოკლედ დღეს.. დილით თაფლიანი კარაქიანი პური მივირთვი(ამდენს სხვა დროს არ ვჭამ, მაგრამ დღეს რა მომივიდა არ ვიცი).. ბოლო ნამცეცამდე შევჭამე ჩემდა გასაოცრად... შუადღეს რასაც ქვია ვეღარ ვსუნთქავდი ისე ჩავიტენე..
აი ხვალინდელი დღე მაფიქრებს ნეტავ როგორ გავუქაჩავ უპუროდ.. ვნახოთ.. მეც მაინტერესებს..
25.01.18 16:10 Naniko38
დახ მეც ვიწყებ ხვალ და გავამხნეოთ ეთმანეთი. სტიმული იქნება ჩემთვის:))
25.01.18 00:29 damski-kaprizi
გამარჯობათ .. არ ვიცი ძველებიდან ხარ თუ არა ისევ ვინმე. მე2 ბავშვი გავაჩინე ამასობაში და ისევ აქტუალურია წონის დაკლება ოღონდ ამჯერად უკვე 92 კილოს მიარტყა ისარი სასწორმა... და გუშინ საბოლოოდ გადავწყვიტე რომ უნდა დამეწყო ისევ უგულავა...ბევრი ბოდიალის მერე მაინც ამ დიეტას მოვადდექი... დუკანიც ვცადე მაგრამ არ გამომივიდა .. მირჩევნია განსაზღვრული მქონდეს რა და რამდენი უნდა ვჭამო თორემ ისე ვერ ვარეგულირებ თავად.. ძალიან ვიღლები ისედაც იმდენი საქმეა ახლა მთელი დღე იფიქრე ცილოვანი რა ვჭამოო.. თან სულ მშიოდა და სულ ჭამაზე ვფიქრობდი :(...
დღეს მოვიმარჯვე რძით ფინჯანი .... ვინმე ხომ არ იწყებთ ხვალ ან დღეს?
23.01.18 08:44 mamagda
მარტო ორი კვირა გავაკეთე. ძაან შევაჩვიე თავი ამ დიეტას და აღარ მაკლებინებს.
19.01.18 03:45 Salosalo777
ხვალიდან ვიწყებ ამ დიეტას და მაინნტერესებს ბულიონი როგორ მოვამზადო უყბელაფროოთ?
17.01.18 17:22 tamari- mari
Gamarjoba, meeqvse dgeze gadavdivar. Ori kvira vapireb gavaketo da shemdeg bostneulze gadavide 6 kvirit... me mxolod ori kvira vikleb xolme, shemdeg vegar. Shedegs davwer erti kvirisas. Warmatebas da nebisyofas gisurvebt
16.01.18 03:57 mamagda
უი, რა კაია, ვიღაცეები შემომიერთდნენ...ნატაშკინა, რამდენი კილო ხარ? მანამდე დიეტაზე ხომ არ იყავი? მეც ცოტას ვიკლებ, მაგრამ არც რთულია და არც მაღალი წონა არ მაქვს... ნუ მე მიღირს. სტაბილურად ვიკლებ. თან სხვა დიეტებითაც ცუდად ვიკლებ, ისედაც და მერე უკან ვკრიბავ დამშეულზე ყველაფერს. წარმატებები, გოგოებო!
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია