Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165408-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165408-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

26.11.17 04:50 qnapunaa
მე ღიპი მივარდება უკვე და ჭკუაზე არ ვაარრ :D
26.11.17 04:50 qnapunaa
გოგოებო აბა რას შვებით? <3
26.11.17 04:45 project
26.11.17 04:30 ket.chitashvili@gmail.com
(69.8კგ)(30წლის, 164სმ) 14 დღეა. პირველ კვირას ვერაფერი დავიკელი. ისე თავს კარგად ვგრძნობ. გემრიელადაც ვჭამ ყველაფერს რაც აქ წერია.დავდივარ გატიკნული, ისე ამდენს არ ვჭამ(ამიტომ მეშინია არ მოვიმატო ამ დიეტით) მაგრამ ნამცხვრები და შოკოლადები მიყვარს.(ტკბილი რაკი გამორიცხულია იმედიანად ვარ) დროების მიხედვით ვერ ვაწიკწიკებ საუზმეს, სადილს და ვახშამს. ზოგჯერ რომელიმე ერთად მიწევს. სხვა მხრივ არ დამირღვევია. (ტომატს ვხსნი წყალში) (გაროხს ვჭამ დაკონსერვებულს) (კოვზ ყავას მთლად რძეს ვასხვა. სახლის კარგად ცხიმიან რძეს)(თავიდან თაფლს რძეში და ჩაიში პირდაპირ ვხსნიდი, შემდეგ მირჩიეს ცალკე მეჭამა, რადგან გახსნილი კარგავს სასარგებლო თვისებებს)პირველ კვირას რომ ვერ დავიკელი, თავს ვინუგეშებ და "იმ პერიოდს"ვაბრალებ.

შოკოლადის ფილებს ეხლავე ვაგროვებ. უკვე 4 მაქვს :)
ვაპირებ 2 ჯერ გავაკეთო თავიდან ბოლომდე.
25.11.17 11:59 ქეთააqeta
5,დღეა გრამი არდამიკლია დავიკელი კიარა მომიმატა მემგონი
23.11.17 04:40 tikuuna
გამარჯობა, მეოთხე დღეა დღეს 67 კილოდან 60 ზე ჩამოსვლას ვფიქრობ ამ დიეტით. ვინმე ხო არ ხართ მოდიეტეები? :D
12.11.17 03:57 Ellie
ეს დიეტა ბევრჯერ გავაკეთე,დავიკელი 12 კილო,მაგრამ მერე ისევ ვიმატებდი სუულ, დიეტოლოგთან სიარული რაც დავიწყე ჯერჯერობით მანარჩუნებინებს, ვისაც გაინტრრესებთ დავდიოდი თავისუფლების მოედანზე ლაბელში, სულ სამჯერ მივედი და ორკვირიან დიეტებს მაძლევდა,მიდით არ არის ძვირი კონსულტაცია
10.11.17 02:25 Vera geissler
ახლა არ ვიცი რა შედეგი მექნება ვხდილობ ბოლომდე მივყვე, მაგრამ მახსოვს 14 წლის წინ გავაკეთე ეს დიეტა და არ ამიწონია რატომღაც არ მაინტწრესებდა და სისულელე ჩავიდინე მაშინ, მაგრამ ახლა ვიწონები და შედეგს ნელნელა ვხედავ, ჰორმონების გამო სააინელ დღეში ჩავარდი წონა მქონდა ყოველთვის, მაგრამ ახლა კატასტროფაა მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო მინდა ნოემბრის ბოლოს მეც დავდო შედეგი... უფრო დეკემბრის შუარიცხვებში, აქ ამბობენ, რომ 25 კილომდე დაიკლეს და ეს გასამხნევებელი ციფრია თუ ნამდვილად დაიკელით? შეიძლება მეც დაახლოებითი წონა დავიკელი მაშინ, რადგან ახლობლები ქუჩაში ვეგარ მცნობდა, როგორ მინდა ახლაც კარვი შედეგი მქონდეს
10.11.17 01:16 Vera geissler
მიპასუხეთ კომპეტენტურმა პირებმა გთხოვთ, მეოთხე დღე შემეშალა და საუზმე ყველის ნაცვლად კარაქი და თაფლი მივიღე არის ეს საშინელი შეცსომა თუ გავაგრძელო ჩვეულებრივ?
25.10.17 12:20 tamo29
ლაქატაციის პერიოდში თუ შეიძლება ამ დიეტის დაცვა?
15.10.17 09:55 Marisabela
მესამე დღეს საუზმეზე 2 კარალიოკი არ შეიძლება?
08.10.17 04:53 laliko lalikuna
წარმატებები ყველას გოგოებო/ბოლო კვირის ბოლო დღეა და 10 კილო მაქვს დაკლეებული.ხვალიდან შენარჩუნებაზე გადავდივაარ.წიწიბურას და ლობიოოს როგოორ აკეტეებთ?ან ბრინჯს?მადლობა წინასწარ.გაიხარეთ
05.10.17 10:13 klavishi 98
სწორი კვება და ვარჯიში ყველაზე კარგია დიდი წონის შემთხვევაში
05.10.17 10:05 laliko lalikuna
გოგოებოო გამარჯობათ.ვინც აკეტებთ ამ დიეტას შენარჩუნების დღეეებზე ბრინჯს როგოორ აკეთებტ?შეიზლება ხილი შევახარშოთ?და კიდევ ბოსტნეულის დღეს აჯაფასდალის მსგავსად შეწვის გარეშე რომ ჩავშუშოთ ბოსტნეული შეიზლება?მადლობა წინასწარ
23.09.17 13:46 ნიna
გოგოებო მოგესალმებით

შემოდით ქვემოთ მოცემულ ლინკზე და პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით თუ როგორ დაიკლოთ ჯანმრთელად და კომფორტულად შიმშილის გარეშე. ასევე შეგიძლიათ დასვათ თქვენთვის საინტერესეო შეკითხვები გახდომასთან დაკავშირებით

https://www.facebook.com/groups/139646276647947/
22.09.17 05:03 qeti1022
გამარჯობა.კითხვა მაქვს გამოცდილ ადამიანებთან.ვარ 26 წლის 164სმ და ვარ59 კილო.მინდა 50 კგ მდე ჩამოვიდე და ამისათვის დავიწყე უგულავას დიეტა,პირველ კვირას ვამთავრებ და და ჯერ არანაერი შედეგი არ მაქვს.ყველაფერს სრული სიზუსტით ვაკეთებ,არადა წერია რომ პირველ კვირაში შედეგი მექნებოდა.რამეს ხომ არ მირჩევდით.წინასწარ მადლობას გიხდით :)
20.09.17 07:10 tamo29
ელ 25 კგ
არ დაარღვიო თორე შდეგი არ გექნება
20.09.17 04:58 ელ
თამო29 უგუშინ დავარღვიე დღეს თავიდან ვიწყებ, პირველად რამდენი კგ დაიკელი ??
19.09.17 08:59 tamo29
ელ ბულიონის არ ვამზადებ მეზარება კუბიკი ვიყიდე გავყავი შუაზე დავასხი წყალი და დავლიე, ესე გავაკეთე წინა დიეტაც , ბოსტნეულის სუპს კი ვიმზადებდი მაგრამ ეხლა ეგეც მეზარება და მაგასაც გამზადებულს მივირთმევ ხვალ..... წარმატებები ჩემო კარგო ისე გირჩევ თყ 18 კგ გინდა დააგდო 6 კვირა გააკეთე ესე და მე7 კვირა გააკეთე განსხვავებული
19.09.17 04:52 ელ
რძე 2,5% ვსვავ უფრო დაბალ პროცენტიანი ვერ ვნახე :((
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია