Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165412-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165412-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

19.09.17 04:41 ელ
თამო29, კი მინიმუმ 18 კილო მაქ დასაკლები, ორსულობის დროს მოვიმატე, შენ? რა უნდა გკიტხო ბულიონი როგორ გააკეთე?
19.09.17 03:34 tamo29
ელ დიდი წონა გაქვს ?
19.09.17 03:33 ელ
თამო 29 წარმატებები , ჯერჯერობით კარგად მივდივარ ვნახოთ მეორე დღეა
18.09.17 15:00 tamo29
ელ არა ეგ პროცედურა არ ჩამიტარებია....მეც დღეს დავიწყე
18.09.17 10:46 ელ
თამო 29 კუჯი გამოირეცხეე?? მე დღეს დავიწყე და არ გამიკეთებია ეგ
18.09.17 07:14 tamo29
მოგესალმებით
ეს დიეტა გავაკეთე ზამთარში და 25 კგ დავიკელი 7 კვირა გავაკეთე სრულად , ეხლა ცოტა მოვიმატე და დღეს ისევ დავუბრუნდი ყველაზე მაგარი შედეგიაქვს მთავარია არ დაარღვიოთ წრმატებები......
18.09.17 07:13 ელ
გამარჯობათ , დღეს დავიყე ეს დეტა და მითხრეს რომ მანამდრ ჯუჩი უნდა ფამომერეცხა, და ვინც ეს დიეტა დაიცავით ვის არ ფამოგირეცხიათ და და შედეგი გოქონიათ
16.09.17 15:57 laliko lalikuna
საღამო მშვიდობის.ამ დიეტასთან ერთად რამე წამლებს თუ იღებთ რაც წონის მოკლებაში გეხმარებათ?მადლობა წინასწარ
13.09.17 04:39 george123
ეს დიეტა გავაკეთე სამი წლის წინ 2 ჯერ საწყისი წონა 113 კილო იყო პირველ გაკეთებაზე 98 კილოზე ჩამოვედი შემდეგ 2 თვე შევისვენე და მომდევნო სვლაზე 86 კილო იყო შედეგი. 3 წელი შევინარჩუნე დიეტების გარეშე ეხლა გადავწყვიტე კიდევ გავაკეთო დღეს ვიწყებ სასურველი წონა 75 კილოა იმედია გამომივა და მიზანს მივახწევ კალკულატორი მიჩვენებს რომ იდეალური წონა 75 კგა 180 ვარ სიმაღლეში 1 თვეში შედეგს დავწერ ვისაც სურს გახდეს ჩემთან ერთად შემეხმიანეთ ფორუმზე
12.09.17 05:41 mamagda
მარიამ, ყვითელი უნდა, არ შეგშლლია. ფროიდ, რომელიც გინდა ის ჭამე, ეცადე, ძალიან მარილიანი არ იყოს.დაწასასმელი არაო...
11.09.17 06:50 მარიაამი
აუ მითხარით რომ ჰოლანდიური ყველი ყვითელი შევჭამე შემეშალა და რამე პრობლემაა?
06.09.17 02:40 ფროიდი
გამარჯობათ მაინტერესებს ყველს გაუდას გარდა რომელს მიირთმევთ,საშინელი გემო აქვს ჩემთვის მაგ ყველად და მიჭირს ჭამა.
28.08.17 13:05 nino_444
უგულავას დიეტით დავიკელი 14 კილო . ძალიან მარტივად , შემდეგ ორი კვირა ვიყავი ჩვეულებრივ დიეტაზე და დავილელი 2 კილო . სულ 16 კილო . არა ტკბილი და არა პურ-ფუნთუშეული . ეხლა დავიწყე მეორეჯერ ეს დიეტა . ვნახოთ რა იქნება. თუ ისევ დავიკლებ 14 კილოს , შემდეგ გავაგრძელებ ჩვეულებრივად ჭამას , შეზღუდულად , აკრძალული პროდუქტების არ ჭამით . (არა ტკბილი და არა პურ-ფუნთუშეული)კვების რეჟიმის შენარჩუნებით . ბოლო ჭამა 6-7 სთ და წონის კონტროლით . ამ დიეტის ყველაზე დიდი სიკეთე ისაა , რომ არ გეკიდება ხორცები და არც ენერგიას კარგავ , პირიქით უფრო აქტიური ხარ. რაც მეტი წონა გაქვს მეტს იკლებ. მე დავიკელი 14 კილო იმიტომ რომ არ მქონდა კატასტროფა წონა და მქონდა დიდი სურვილი-მოტივაცია . მშვენივრად ვგრძნობ თავს !
14.08.17 11:09 {nino}
რა დიეტები არ ვსინჯე და ეს ყველაზე მეტად მომწონს. ამას დიეტასაც არ დავარქმევდი უფრო ნორმალური კვებაა. შიმშილობის ნერვები აღარ აქვს უკვე. ამ დიეტით მშვიდად ვარ . მალე დავიწყებ. დუკანი ჩემთვს არაფერია . შვრიამ კუჭი დამიმძიმა. მალე შემოგიერთდებით
08.08.17 08:43 mamagda
დუკანმა, ერთკვირიანმა, გამიყინა წონა და საერთოში, მიუხედავად იმისა, რომ პური და მაკარონი და ტკბილი სულ არ დამიმატებია, 1.3 კილო დავიკელი 6 დღეში,გუშინ და დღეს ცილებზე ვარ მარტო, გუშინდელი ცილებით კიდევ მინუს სამასი გრამი. ხვალიდან სამი დღე ცილები და ბოსტნეული მინდა. 63,9 ვარ, იმედია, 63,2-ზე ჩამოვალ. ისე, დუკანმა 61,3 გამომითვალა წონად, რასაც დამაკლებინებს და შემანარჩუნებინებს... მაგრამ სამი თვეოოოო და დიდი ბოდიში დუკანს, მარა ხორცი ისე ამოვიდა ყელში, შანსი არაა. მერე უცომოდ და უტკბილოდ გავყვები და ცოტა ხანი ამას ვინარჩუნებ და დანარჩენი, ეგებ, ახალი წლების მერე
08.08.17 04:56 pianino
მამაგდას - მგონი მე და შენ ვგავართ ერთმანეთს, უგულავას დიეტის მიმართებაში, მეც ადრე 12 კგ. დავიკელი 5 წლის წინ, მერე მესამე შვილი შემეძინა , ეხლა 3 კგ. წვალებით დავიკელი 2 კვირაში. ფარხმალს არც მე ვყრი. ეხლა ცოტა შევცვალე. რძის დღეს ვაკეთებ ორშაბათს და სამშაბათს. იქნებ დავძრა წონა. დაწერე შენი შედეგებიც. მაინტერესებს.
08.08.17 04:53 pianino
ნიკაოკ - ეგ პურიც კარგია, ისე მე ქერის პურს ვყიდულობ. ვერიდები ჭვავის პროდუქტებს გლუტინისკენ მიდრეკილება მაქვს. მე კიდე 16 დღეა უგულავას დიეტას ვიცავ, შაბათს გული წამივიდა და შაბათ - კვირას დავარღვიე . ორშაბათიდან ისევ ვაგრძელებ. 3 კგ. დავიკელი. არადა მეტი მინდოდა. მესამე კვირასად ჩავამთავრებ , ალბათ 1 კგ კიდევ დავიკლებ. ძალიან ძნელია 65 კგ დან 60 კგ -ის მიღწევა.
06.08.17 03:32 Nikaok
შავ პურს ლიტვურს ვჭამ 0% აწერია და ნორმალურია ხო?
05.08.17 07:15 pianino
ჩორვენის - მე არ გამომიცდია , მაგრამ გადაბმულად ორმა ჩემმა მეგობარმა კააკეთა ეს დიეტა და წონა გაეყინა. გირჩევ 1 კვირიანი შუალედი გააკეთო.
05.08.17 07:04 pianino
სოფოს - ერთჯერადი სუპებს რომ მოყვება სუნელები იმას ვასხამდი ადუღებულ წყალს და ვსვამდი სუპების ნაცვლად.მაშინ ზამთრის პერიოდი იყო და მსიამოვნებდა ცხელი . ეხლა საერთოდ არ ვჭამ სუპებს.
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია