Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165465-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165465-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

01.03.16 11:41 maldita
ეხლა გადავხედე და ბოლო კვირაში მგონი არავის დაუკლია :P მეც ეგრე, ბოლო კვირას 1კგ დავიკელი ალბათ... ეხლა ვაგრძელებ ბრიჯის დიეტას , მთელი დღე მოხარშული ბრინჯი და მაწონი, ვნახოთ რა შედეგი მექნება... უგულავათი 84 დან 76 ზე ჩამოვედი და ზაოხულამდე 60 კგ ზე მინდა დავიდე,სხვადასხვა დიეტებით
01.03.16 01:41 tatka24
გადავედი შენარჩუნების დღეებზე. საბოლოო ჯამში 58დან 52 კილოზე ჩამოვედი და კმაყოფილი ვარ შედეგით. უბრალოდ, ღვინის დღემ ძალიან ცუდად გამხადა, ბევრი მომივიდა ეტყობა ღვინო:)) შენარჩუნების დღეები ჩვეულებრივად გაკეთებული წიწიბურათი დავიწყე, ცოტა არაჟანიც მივაყოლე.
29.02.16 21:07 elly123
Izabell, მე დაახლოებით 300გრ ვჭამე (ბოლო კვირას ისეთი რაოდენობებია, ალბათ, მეტიც შეიძლებოდა... :) ).
Talale, მე ჩვეულებრივად მოვხარშე (უმარილოდ) და დღეში სამ 300გრ ულუფად დავყავი (ჯარგი იქნებოდა დიეტის დამწერს "შენარჩუნება" ცოტა უფრო დაეკონკრეტებინა :)
29.02.16 15:24 Likuka
2 kvira davamtavre da -5kg
29.02.16 12:06 talale
7 დავიკელი,მხოლოდ ბოლო კვირას ავურიე,თევზის ნაცვლად გუფთა მივირთვი და ძირითადად გავანახევრე რაციონი ვერ მოვერია კილო ნახევარ ქათამს,ხორცს და ყველს:((( ახლა მაინტერესებს შენარჩუნების დღეებში წიწიბურა რამდენი უნდა მივირთვა და მოვხარშო თუ წინა დღით დავასხა ცხელი წყალი? ძალიან გთხოვთ ვისაც გაგიკეთებიათ და იცით მომწერეთ რააა
29.02.16 10:42 izabell86
Bolo kviraze var da mainteresebs shabati dge, moxarshuli tevzi ramdeni unda shevchamo?
29.02.16 09:59 Kate*
კარგია გილოცავ.მართლა კარგი შედეგია.. იმედია ყველას კარგი შედეგი და წარმატება ექნება.
29.02.16 05:40 elly123
ვისაც აინტერესებს შედეგები: 65-დან ჩამოვედი 60-ზე (დავიკელი 3+1+1+0). არაფერი დამირღვევია (არცერთი პროდუქტი შემიცვლია), თუ არ ჩავთვლით, რომ მე-4 ჯვირას ნაცვლად 1.5კგ ქათმისა ვჭამე 800გრ, ხორცი 400გრ და ბოლო დღეს - 0,5კგ ყველი.
28.02.16 11:38 keetto
დღეს დავიწყე დიეტა, უკვე მესამედ ვაკეთებ უგულავას და წინა შემთხვევებში ძალიან კმაყოფილი ვიყავი... ლიკა, კი მე ვსვამ ხოლმე ყავას
28.02.16 04:14 lika.likuna
ორშაბათობით სვაავთ ყავას?
28.02.16 04:13 lika.likuna
მეც 7 კგ მინდა,66 ვიყავი დასაწყისში
27.02.16 16:28 talale
ჩემთვის საკმაოდ დიდი წონაა რადგან 156 ვარ სიმაღლით,მე 50 კილოზე მეტი არ უნდა ვიყო და ამ დიეტამდე 70ს რომ ავცდი გავგიჯდი,ცოტათი ვუშველე თავს მაგრამ არაა საკმარისი
27.02.16 16:25 talale
65
27.02.16 16:15 Kate*
რამდენი ხარ?
27.02.16 15:46 talale
-7 კილო .მეოთხე კვირას ვამთავრებ
27.02.16 15:42 lika.likuna
სჰედეგი როგორი გაქვს?
27.02.16 15:25 talale
კიტრთან და პამიდორთან ერთად ყველი და ზეთის ხილი მივირთვი :D
27.02.16 15:17 lika.likuna
ბოსტნეულის დღე რა საშინელებაა,გოგრა შეიძლება ნეტა?
27.02.16 15:12 lika.likuna
ყავას სვავდა კი
აუ მე ცოტა მარილი მოვაყარე კიტრს და პამიდორს:(
27.02.16 15:05 talale
განწყობა გამიფუჭდა ვეღარ დავიკელი 7ზე მეტი,არადა 12 ველოდიი:(( მაინც არ ვნებდები,ცოტა არევას თუ არ ჩავთვლით.შენარჩუნების დღეები რომ წერია წიწიბურა და ბრინჯი,იმით დაკლება არ მოსულაა? :P ;)
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია