Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165454-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165454-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

30.04.16 05:58 mamonti
მეოთხე კვირის მე-7 დღეზე ვარ.. ხვალ დილით ავიწონები და შედეგს დავწერ.. შენარჩუნების დღეებსაც გავაკეთებ მაინც.. თუმცა გულდაწყვეტილი ვარ ძალიან.. არ მეგონა 7 კილოსაც თუ ვერ დავიკლებდი.. (3 კვირის შედეგი 3 კილოა მხოლოდ).. კომენტარებს გადავხედე და ყველაზე ცუდი შედეგი ჩემია :)))
29.04.16 04:03 katerrina
გამარჯობა, მე ვეტერანი ვარ ამ დიეტის. :)) :)) სრულად 2ჯერ მაქვს დაცული, დანარჩენის სათვალავი ამერია. :D
ეფექტური დიეტაა, თუმცა მათ ვისაც 10კგ.ზე ნაკლები აქვს ზედმეტი წონა არ ვურჩევ, ნაკლებეფექტურია.

ამ დიეტის პლუსი ის არის რომ დიეტის დამთავრების შემდეგაც (თუ თვალი არ გაგიხარბდათ და არ დაეტაკეთ ერთბაშად საჭმელს:), მიდის კლება...

ჩემთვის მინუსია ბოსტნეულის დღეები. :( ლორის მერე აღარ მანაყრებს, თუმცა კარგი კრემ-სუპი ვიცი და გასწავლით თუ გენდომებათ.

ახლა მესამე წრეზე ვარ. მე5 დღე და -2 კგ. თუ ცოტას ივარჯიშებთ მისწრებაა, მე ჯერ ვერ მოვაბი თავი. :(

ყველას წარმატებები. ;)
27.04.16 04:25 ninka_77
პირველი კვირის შედეგი -1.1კგ.
27.04.16 03:40 mamonti
გამარჯობა გოგოებო, როგორ ხართ? :))
მე უკვე მეოთXე კვირის მეოთხე დღეზე ვარ. მხოლოდ 3 კილო მოვიკელი.. ეს ალბათ უფრო მძიმე წონიანებისთვისაა ეფექტური დიეტა. (მცირე წონა არც მე მქონდა-60 კილოს ვიწონიდი რომ დავიწყე). მაინც გული არ გაიტეხოთ ;) წარმატებები..იმედია შენარჩუნების დღეებს რომ ჩავამთავრებ 3 კილო კიდევ მექნება დაკლებული :))
26.04.16 12:59 natia.n
ისე კარგად ჩაიარა ორმა დღემ,საერთოდ არ მაქვს შეგრძნება რომ დიეტაზე ვარ.. ^_^ ზუსტად ვიცავ ყველაფერს,უბრალოდ დღეს 1 ჭიქა ნატურალური წვენი დავლიე,ისე მომინდა თავი ვერ შევიკავე :(( მითხარით რომ არ დამირღვევია :დდ
წარმატებები ყველას <3
25.04.16 12:50 gudianikaci
დღეს დავიწყე. 95 კგ ვარ. -15 ის იმედი მაქვს :დ
ყველაზე მეტად ბოლო დღე მაინტერესებს, ღვინო და ყველი :D
როგორი შეგრძნებაა ერთთვიანი უალკოჰოლობის შემდეგ? :D
25.04.16 03:20 natia.n
დილამშვიდობისა ყველას ^^ (ჩემი დროით დილაა ჯერ კიდევ :დ ))

დიდი მადლობა გოგოებო გამოხმაურებისთვის და ბოდიში აქამდე რომ ვერ შემოვედი.. ინტერნეტი არ მქონდა.. )) მოკლედ ასეთი რაღაც შემემთხვა,2 კვირის წინ დავიწყე ვარჯიში,მაგრამ არ ვდიეტობდი და პირიქით თითქმის 73 კგ-მდე ავედი,რამდენიმე დღის წინ თავი დავანებე და დღეს საწყისი წონა რომ უნდა დამეფიქსირებინა 69.400 მიჩვენა სასწორმა,თვალებს არ ვუჯერებდი ისე გამიხარდა ^^
ხოდა დღეიდან დიდი შემართებით ვიწყებ ამ დიეტას და დღეში ნახევარ საათს ვარჯიშ დავუთმობ,ველოსიპედითაც ბევრს ვმოძრაობ.. დიეტა მიჭირს ცოტა,თან საქართველოშიც არ ვარ,კვირაში 5 დღე ვმუშაობ ა დიდი იმედი მაქვს შევძლებ..

ეტაპობრივად დავწერ ჩემს შედეგსაც.. ))

ყველას გისურვებთ გამძლეობას და სასურველ ფორმებს :*

ხოო კიდევ ბზობას გილოცავთ დაგვიანებით,შეგეწიოთ ამ და ყველა ქრისტიანული დღესასწაულის მადლი <3

24.04.16 00:51 ninka_77
წარმატებები გოგოებო. მე ყოველ კვირას დავწერ შედეგს. ამ დიეტით -5კგ რომ მოვიკლო კმაყოფილი ვიქნები.
23.04.16 15:28 rusa18
ნინკა_7 ეხლა ვნახე ეს ინგლისური დიეტა ძააან გავს უგულავას როგორც მივხვდი, საერთოდ ეს ვარიანტი ცილების და ნახშირწყების მონაცვლეობის ძააან კარგი იდეაა აქამდე როგორ არ მომივიდა თავში ცილები კარგად გაკლებინებს თუმცა დიდი ხანი არ შეიძლება ცილებზე ყოფნა და მერე მალეც იმატებ და ესეთი ვარიანტი ძაან კაია მოკლედ გახარებული ვარ აუცილებლად მაგას გავაგრძელებ მომეწონა ძაან :)))
23.04.16 15:19 rusa18
ლალიკო. 8.800 ძაან კარგია რას ამბობ მით უმეტეს თუ 10 მანამდე გქონდა დაკლებული ნეტა მეც ეგეთი შედეგი მქონდეს 3 კვირაზე წარმატებები გოგოებო ყველას ხშირად შემოდით ხოლმე დავწეროთ შედეგები :*
23.04.16 15:16 rusa18
ნინკა7 ხო ეს წყალი არგააც ძაან მაგარტია ყველა აქებს, მე ძაან მიჭირს მაგრამ უნდ ავაცადო აუცილებლად და მივეჩვევი იმედია აპლიკაციაც მაქვს მახსენებს ყოველ 3 საათში მაგრამ მაინც, ხან სახლში არ ვარ ხან რა ხან რა :D სამ კვირაში 10 კილო მართლა ძაან მაგარი შედეგია ამ დიეტის მერე ვცდი აუცილებლად :*
23.04.16 10:29 laliko lalikuna
იანვრის შემდეგ ვაკეტებ და 10 კილო სხვა დიეტით მოვიკელი .მესამე კვირაა უგულავას დიეტას ვაკეტებ.სულ 18 კილომდე მოვიკელი იანვრის შემდეგ.ეს კარგი დიეტაა როგორც წერია ისე გააკეთე.სამ კვირაში 8.800 ცუდი შედეგი არაა.მეოთხე კვირას ველოდები ეხლააა ვნახოოთ რა იქნებაა
23.04.16 06:44 ninka_77
ლალი ლალიკუნა მანამდე სხვა დიეტებსაც იცავდი თუ პირდაპირ ეს დაიწყე ?
23.04.16 06:20 ninka_77
პურიც გამოვრიცხე და წყლის სმის რეჟიმს ვიცავდი. ჭამამდე 30წუთით ადრე და ჭამიდან 1საათის შემდეგ ვსვამდი წყალს...
23.04.16 05:55 ninka_77
რუსა18 ინგლისური დიეტაა იქ 2-2 დღეა მითითებული. მე მასე გადავანაწილე,თან რძის დღეებიც არ დამიცვია. ვიტამინების მაგივრად თხილეულს მივირთმევდი.
23.04.16 04:59 rusa18
ნათია.ნ დაიწყე შეიძლება ვერ დაიკლო 10 მაგრამ ვიზუალურად მეტი შეგეტყობა იმაზე მეტი რასაც დაიკლებ ჩემმა მეგობარმა კააკეთა ეს დიეტა 68 კილოდან და 8 დაიკლო მაგრამ მეტიც ეტყობა
23.04.16 04:55 rusa18
ნინკა 77 რაიმე დიეტაა ეგეთი დდუკანს ხო არ აკეტებდი? თუ უბრალოდ მონაცვლეობით აკედებდი 4 დღე ცილებს და 4 დღე ბოსტნეულს და ხილს? მაგარი შედეგია 3 კვირაში 10 კილო, მე 5 დავიკელი ამ დიეტით ჯერ ორი კვირაა არაა გასული იმედი მაქ 10 დავიკლებ ჯამში ვარჯიშის დაწყებაც მინდა ეხლა რო მივეხმარო ცოტა ორგანიზმშ კლებაში იმედია გამოვა და მერე ვფიქრობ დავისვენო 10 დღე და ისევ ეს გავაგრძელო თუ რამე სხვა დავიწყო?
23.04.16 04:53 rusa18
გამარჯობა გოგოებო მე დღეს ვარ მეორე კვირის 4 დგეზე და მაქვს 5 კილო დაკლებული ისე მეტყობა ვიზუალურად, წარმატებებს გისურვებთ კარგი დიეტაა მივეჩვიე და ვარ ნორმალურად :)
23.04.16 03:04 laliko lalikuna
მესამე კვირას ვამთავრებ ეხლა და 8, 800 მაქვს მოკლებულიი.ვნახოთ რა იკნება ბოლო კვირაში.ძალიან კარგი დიეტაა,მთავარია არ დაარღვიოთ.მე ადრეც გავკეთე ეს დიეტა და ბოლომდე არ მივსულვაარ.ეხლა უნდა გავაკეთო ბოლომდეე
22.04.16 11:11 ninka_77
ნათია.ნ ძალიან კარგი დიეტაა. მე ადრეც მაქვს გაკეთებული და -7 კგ.დავიკელი. რაც მთავარია შიმშილ არ შეგაწუხებს. გისურვებ წარმატებას.
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია