Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165456-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165456-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

06.05.16 13:58 ABCD
dges.pirveli dge davamtavre, am bolo dros nebusyifa agar myofida da movimate... ugulavas dieta orjer maqvs gaketebuli tavidan bolomde,imedia amjerac bolomde miviyvan
06.05.16 09:56 mamonti
natalia2016
ყოჩაღ, ძალიან კარგი შედეგია :))
სანდალა
დღეში მხოლოდ 3-ჯერ ვჭამ - დილის 8-ს ნახევარზე, პირველზე და შვიდზე- აგერ უკვე 34-ე დღეა დღეს და არ დამირღვევია- რაც არ უნდა მომშივდეს არ ვჭამ, თუმცა სიმართლე რომ გითხრა- ძალიან არც არასოდეს მომშიებია, ნუ თუ რძის დღეებს არ ჩავთვლით, მასინაც კი არ მშიოდა უბრალოდ თავბრუ მეხვეოდა და სუსტად ვიყავი, ამიტომ ვიწექი ძირითადად (ამიტომ დავიწყე კვირა დღეს დიეტა)))
წყალს რაც შეეხება, 4 ჭიქაზე მეტსაც ვსვამდი. უბრალოდ მე არ მიყვარს ზოგადად წყალი და ყოველთვის ძალით ვსვამ ხოლმე :)))
06.05.16 05:09 natalia2016
სანდალა
ცოტა დარღვევის დროს ეცადე მაგალითად ცილების და განსაკუთრებულ დღეს ბოსტნეული არ ჭამო და პირიქით ,ბოსტნეულის დღეს ხორცი-ყველი-კვერცხი არა. ანუ თუ ვერ გაძელი ის პროდუქტი ჭამე ცოტა მეტი რაც იმ დღეს წერია დიეტაში.
06.05.16 04:51 natalia2016
სანდალა, ხოდა ეგ არის სისულელე რომ წყალს თუ დალევ კანი დაეკიდება. ჰკითხე ნებისმიერ დიეტოლოგს ან ინტენეტშიც უამრავი ინფორმაციაა. პირიქით კანი რომ არ გამოშრეს უნდა სვა ბევრი წყალი. და დაკლებისთვის აუცილბელია წყალი რადგან ის ნივთიერებათა ცვლას აძლიერებს და შხამები გამოაქვს გარეთ. კი ძნელია მაგრამ თავს უნდა დაატანო და აუცილებლად დალიო დღეში ერთნახევარი -2 ლიტრა. რაც შეეხება ხანდახან ცოტა დარღვევასმ თუ მხოლოდ კიტრი, ვაშლი, ცოტა მაწონი ან თუნდაც ხორცი ჭამე, ოღონდ პურის, ცხიმიანი ყველის და ტკბილეულის გარეშე, შედეგი მაინც გექნება აუცილებლად. ხანდახან ასეთი დარღვევა არაფერს არ ვნებს.
06.05.16 04:29 სანდალა
mamonti
ვგიჟდები ისე მიყვარს ჭამა:) (განსაკუთრებით მშობიარობის მერე დამეწყო ჭამის შემოტევები.173სმ ვარ და ვიწონი 70კგ, და ყოველთვის ვიყავი 55 კგ სტაბილურად და არასოდეს მიდარდია წონაზე.მაგამ ფეხმძიმობის მერე მოვიმატე და მიუჩვეველი ვარ და მაწუხებს). ერთადერთი ზაფხულში როცა ძალიან ცხელა მადა მეკარგება და ტკბილეული საერთოდ არ მიყვარს.
გუშინ პირველი დღე მქონდა და გუშინ არ გამიჭირდა დღეს ძალიან მომშივდა და თავს შემოვუძახე,ძალიან მინდა ვაჯობო ჩემს სურვილებს
06.05.16 04:21 სანდალა
natalia2016
მოგესალმები:)
წყალზე ხომ წერია 4 ჭიქა იმიტომ რომ კანი შეიკუმშოს და არ დაგეკიდოთო.მე იმ 4 ჭიქასაც ძალით ვსამ,იმიტომ რომ ,როცა მშია და წყალს ვსვამ უფრო მშივდება,სამწუხაროდ.
ისე იცით რა მაინტერესებს გოგოებო,ყოფილა შემთხვევა,რომ ამ დიეტის დროს საღამოს ვახშმის მერე ან თუნდაც შუალედებში ძაან მოგშივდათ და ერთი ვაშლი ან ცოტა კიტრი შეჭამეთ და შედეგი მაინც გაქვთ,თუ ზუსტად ასე მკაცრად დაიცავით ყველაფერი?
06.05.16 04:07 natalia2016
ჩემი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ. უგულავას დიეტა არის ძალიან კარგი, მაგრამ 2 მინუსი აქვს.არარეალურია 1 თვეში 15-20 კილოგრამის დაკლება,.ამის იმედი და მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. არც არის სასურველი უცებ ამდენის დაკლება. და მეორე- წყალი არ შეიძლება რომ შეზღუდოთ, პირიქით რაც მეტს დალევ მით უკეთესია კლებისთვის. ყველა დიეტოლოგი ამას ამბობს. დღეში 2 ლიტრა მინიმუმ უნდა დალიო სუფთა წყალი. ახლა ზაფხული მოდის და ხილ-ბოსტნეული კვირაში მხოლოდ 2 დღე არის ცოტა. მე მშიერი დღის ნაცვლად ვაკეთებ ბოსტნეულის დღეს, ანუ კვირაში 3 ბოსტნეულის დღე გამომდის. ვსვამ 2ლიტრამდე წყალს და დღეში დავდივარ საათნახევარი. 28 მარტიდან დავიწყე უგულავა, 4 კვირაში დავიკელი 8 კილომდე. მერე 1 კვირა შემანარჩუნებელი გავაკეთე და ახლა ისევ დავიწყე თავიდან ეს დიეტა. ძალიან კმაყოფილი ვარ. მოკლედ წყალი დალიეთ ბევრი, იმოძრავეთ და ხილ-ბოსტნეული კვირაში სამჯერ გააკეთეთ. შედეგი იქნება აუცილებლად.
05.05.16 12:15 mamonti
სანდალა
არ ვიცი, მე სხვა დიეტა უნდა გადავაბა :)) ადრე ვიცავდი და მართალია მარტო პირველ კვირაში დავიკელი თუმცა იმიტ უფრო კმაყოფილი ვიყავი :) ეს დიეტა უფრო მძიმე წონიანებისთვისაა კარგი ჩემი აზრით (80 კილო და ზემოთ), მე შენარჩუნების დღეების მეხუთე დღეზე ვარ და 5 კილო მაქვს მხოლოდ მოკლებული :) კიდევ 2 კილო რომ მოვიკლო ბედნიერი ვიქნები :)))
05.05.16 11:41 სანდალა
მამონტი დიდი მადლობა პასუხისთვის:) მეც მასე გავაკეთებ.
ისე საინტერესოა შენარჩუნების დღეების მერე რა ხდება სწრაფად იმატებს ადამიანი თუ იგივე წონის შენარჩუნება ხდება
05.05.16 03:04 mamonti
სანდალა
გამარჯობა, ჩვეულებრივ ქათმის ბულიონს ვაკეთებდი - ანუ უბრალოდ ქათამს ვხარშავდი და მის წვენს ვსვამდი, ყოველგვარი დანამატების გარეშე. მარილი და ცხიმი არ გამომიყენებია საერთოდ (მხოლოდ ბოსტნეულის სუპში ვასხამდი ერთ კოვზ ზეითუნის ზეთს როგორც რეცეპტში წერია).
წარმატებები :) მე უკვე შენარჩუნების დღეების მეხუთე დღეზე ვარ :) დღეს პირველად ვჭამე შავი შოკოლადი :დ გაგიკვირდება და ძალით- არადა ტკბილეულის დიდი მოყვარული ვარ (საჭმელი ბავშვობიდან არ მიყვარს)
05.05.16 00:15 სანდალა
გამარჯობათ გოგოებო:) მე ახალი ვარ და დღეს ვიწყებ,წინ დიდი გზა მაქვს გასავლელი როგორც ვატყობ. გოგოებო ბულიონს როგორ აკეთებთ,ანუ ჩვეულებრივი ქათმის ბულიონი უნდა გავაკეთო და ის მივირთვა?
ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ რა:)
მეც აუცილებლად დავდებ შედეგებს,ისე ერთი რამ მაინც რომ მასწავლოს ამ დიეტამ,რომ თვალი,გული და ხელი არ გამექცეს გემრიელობებისკენ.მოვკვდი პირდაპირ, საკვებმა როგორ უნდა დაჯაბნოს ჩემი ნებისყოფა,ხოდა მორჩა დღეიდან ომს ვუცხადებ ჩემს თავშეუკავებლობას და იმედია გავიმარჯვებ.
ყველას გისურვებთ სასურველი წონის მიღწევას და ყველანი გავიმარჯვებთ:)
01.05.16 14:58 Sali √✅
Mamonti mecmasevar:((
01.05.16 08:43 mamonti
Sali √✅ მადლობა გამხნევებისთვის :) არაა ფარხმალს არ ვყრი, პირიქით, ძველ წონას სანამ არ დავიბრუნებ არ მოვეშვები.. 47-დან 60 კილომდე ავედი :)) მომატებით უცებ მემატება, დაკლებას კი თვეები სჭირდება :დ
01.05.16 08:25 Sali √✅
მამონტი გული არგაიტეხო მეც 63ვიყავიხოლმე სულ მერე მოვიმატე 69გავხდი დავიწყედიეტა ჩამივედი 64ზედა ეხლა ძნელად ვიკლებ ალბათიმიტორო ნაკლებ წონას არვარ მიჩვეული თან 12ამდე და 6ისმერე არვჩამდი ასერომ არ დავყაროთ ფარხმალი
01.05.16 04:03 mamonti
მე დღეს დავიწყე შენარჩუნების დღეები.. 4 კვირაში მხოლოდ 4 კილო მოვიკელი. საერთოდ არ დამირღვევია.. გული დამწყდა მაგრამ არაუშავს, შენარჩუნების დღეებსაც გავაკეთებ, იქნებ 1-2 კილო მოვიკლო კიდევ.. ჩემი დაკვირვებით ვინც 80-ს ზემოთაა ისინი უფრო მეტს იკლებენ ამ დიეტით.
01.05.16 02:52 laliko lalikuna
ძალიან გამექცა წონა და 100 მეტი ვიყავი.იანვრის მერე ვაკეტებ დიეტეებს და 20 კკილოზე მეტი მოვიკელი სუულ.რავი თუ ზუსტაად გააკეტებ არიის შედეგი.მე მაგალითაად გუსჰინ დილიდან დგეს დილამდე800 გრამი მოვიკელი დგეეს ბოლო Dღეა რა.ორშაბათ დილით ავიწონები და ის იკნება იმ ერთი თვის შედეგი.ამბობეენ შენარჩუნების დროსაც იკლებო.,შეიზლება ისიც არიის რომ მაგალ წონაზე უფრო იკლებ ამ დიეტიით.დღეს დილამდე 12 და 100 ჩემი შედეგი.(გაჩერებას არ ვაპირეებ მაინც ამოვთხრიი).D D D
30.04.16 14:18 mamonti
laliko lalikuna - თუ საიდუმლო არაა საწყისი წონა რამდენი გქონდა?? ძალიან კარგი შედეგია, გილოცავ!
30.04.16 13:23 laliko lalikuna
11,300 მოვიკელი ხვალ ბოლო დღეა და მერე შენაჩუნებას გავაკეტებ.ყველას რომ მოვრჩები სრულ შედეგს დავწეერ.რავი უკმაოფილო არა ვაარ,წარმატებები ყველაას.თუ არ დაარღვევთ შედეგი არიიის
30.04.16 09:59 mamonti
gudianikaci - მე ლორს არ ვჭამდი (არ მიყვარს მსგავსი ნაწარმი :დ) , ქათმით ჩავანაცვლე.. თუმცა მეეჭვება ლორით მეტი დამეკლო :დ ალბათ გრამსაც ვერ მოვიკლებდი :დ
პ.ს. ოღონდ დღევანდელი დღე გადამატანინა და აღარაფერი აღარ მინდა :დ ეს ღვინო რა უბედურებაა, მხოლოდ 2 ჭიქა დავლიე- ისიც ძლივს.. მეტს ვეღარ დავლევ...
30.04.16 06:39 gudianikaci
ლორს რომელს ყიდულობთ?
სინისის ქენჯნა მაწუხებს დიეტაზე გემრიელს რომ ვჭამ და მხოლოდ ქათმის მკერდზე ხო არ გადაიდე? :D
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია