Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165450-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165450-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

10.06.16 11:42 elo1990
სოფიი მე მეცხრე დღეზე ვაარ.პირველ კვირაში ძაან კნაყოფილი დავრჩი ეხლა რას ვიზამ არ ვიცი.კვირის ბოლოს დავდებ შედეგს.შენც დაწერე ხოლმე.ხომ ბოლომდე აპირებ მიკვაანაას?სულ ვარღვევ ხოლმე და ეხლა დიდი შემართებით ვარ იმედია მივალ ბოლომდე.
10.06.16 09:52 Sophii
ELO1990
კი ამაზე ვარ დგეს მეათე დღეა პირველ კვირას 3კგ დავიკელი. 83 ვარ ეხლა 170სმ.
10.06.16 08:36 elo1990
Sophiiმადლობა,შენ ამ დიეტაზე ხაარ?რამდენი კილო ხაარ?
10.06.16 04:30 Salome*ssalome
mamonti ჩემი საყვარელი დიეტააა ეგ:დ გრეჩიხიანი მაწონი მაგრამ არ მაკლებინებს ორი კვირა ვჭამე და 3 კილო დავიკელი მეტი ვერა
10.06.16 03:52 mamonti
Salome*ssalome
მთლად ჯანსაღადაც არ ვიკვებები :დ ეხლა ბრინჯის დიეტას ვაკეთებ (მაწვნით), თუმცა ეს ბევრად სჯობია ყავიან მაწონს.. ეგ კუჭის მტერია და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე- არავის ვურჩევ მის დაცვას, განსაკუთრებით ხანგრძლივად.. მოეშვი ყავიან მაწონს და ბრინჯის ან წიწიბურას დიეტა გააკეთე (1 ჭიქა ბრინჯი ან წიწიბურა მოხარშე საღამოს და დილით აურიე 1 ქილა მაწონი და მთელი დღე გადაინაწილე- არანაირი ბოსტნეული და ხილი.. ცუდად მაინც არ გახდები.. თუმცა არც ესეთი დიეტა არ შეიძლება ხანგრძლივად
10.06.16 03:08 Salome*ssalome
უგულავას არა ყავიანი მაწვნის დიეტაზე ვარ ვერ ვაკეთებ ძაან ვარ დასუსტებული ზლივს დავდივარ ისე მფიტავს ეს მაწონი:(
10.06.16 00:48 Sophii
გოგოებო პრესები აკეთეთ ჯობია. უგულავას რომელი იცავთ?
09.06.16 17:58 Salome*ssalome
Sophii აუ ეგ არ ვიცოდი არარ ვილახტავებ ვსო.amerika
შენც ლახტაობ როგორც ჩანს :DDDD
09.06.16 17:57 amerika
Sophii მაგაზე აღარ მიფიქრია არა კუნთები ნამდვილად არ მინდა ფეხებზე ხომ საერთოდ.მადლობა :*
09.06.16 16:04 Sophii
სალომე
ლახტი კი კაია მაგრამ ეგ ფეხებზე კუნთებს აჩენს და თუ არ გაქ პრობლემა კარგია. :)
09.06.16 13:43 Salome*ssalome
მეც ვიყენებ ლახტს და კარგია ხომ? სირბილს ვერ ვახერხებ
09.06.16 13:41 Salome*ssalome
მამონტი
ვიცი რომ ცუდია ვიცი რომ ვიმატებ მაგრამ რაღაც ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებ მინდა რომ როცა შევთხელდექი დანარჩენი ჯანსაღად დავიკლო მაგრამ მიჭირს ეს მოხარშულები და ამბები. ძალიან კარგი და ჭკვიანი ხარ რრგანიზმს რრმ აღარ ვნებ და ისე იკლებ მე ჯერ ვერ მივედი მაგ შეგნებამდე რომ ცუდია რომ მვნებს მაგრამ ისე ვარ გახდომით აკვიატებული რო ვსო. წარმატებებს და წონის შენარჩუნებას გისურვებ:*:))
09.06.16 12:36 mamonti
Salome*ssalome
მადლობა :) ერთი დაწყება ჭირს, ეხლა უკვე ჭამის დაწყება უფრო მიჭირს (ვაღიარებ), იარაღითაც რომ დამადგნენ მაშინაც კი არ ვჭამ :დ
მაწონი ჩემთვის ნაცნობი თემაა, ვაღიარებ, 4 წლის წინ 16 კილოს დაკლება მაგის დამსახურებაა, თუმცა შეიწირა ჩემი კუჭი და ოდნავ მჟავე-მწარე საჭმელის ჭამაც კი საშინელ ტკივილებს იწვევს და წამლის დალევა მჭირდება.. დამიჯერე, ვიცი რას ნიშნავს დაკლება რომ გინდა და აუცილებლად უნდა გახდე, მაგრამ მაწონს, არაჟანს და შოკოლადის დიეტას (და ზოგადად ეგეთ მკაცრ დიეტას) მოეშვი.. მერე ისევ იმატებ თან ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს..
აბა წარმატებები :)))
09.06.16 10:08 Salome*ssalome
მამონტი კარგად დაგიკლია და ყოჩაღ შენ ნებისყოფას:*აწი გამოცდები მოდის უნში და იქამდე უნდა მოვასწრო მკაცრი დიეტებით გახდომა თორე მერე შანსი არაა მაწონს ვერ გავაკეთებ:((
09.06.16 09:33 Salome*ssalome
გამარჯობა გოგოებო აქ ამ ზაფხულს აქტიურად ვწერდი და ამ საიტის და ერთმანეთის გამხნევებით 15 კილო დავიკელი მაწვნით. ახლა ისევ ავკრიფე და დავიწყე თავიდან პრობლემა იმაშია რომ ვერ ვახერხებ დაბალანსირებულ კვებას რომ არც ვიშიმშილო და თან დავიკლო თუ ვჩამ ბოლომდე და გემრიებად ვჭამ თუ არადა ვშიმშილობ და ვიკლავ თავს ახლაც ეგრე ვარ. ერთი შეხედვით მარტივი სათქმელია არ ჭამო ცხიმიანი ტკბილი ცომეული მე ამის შეზღუდვადა ცოტა ჭამა უფრო მიჭირს ვიდრე შიმშილი.თავს არ ვიქებ მაგრმ სახეც ნორმალური მაქვს და ტანიც მაგრამ ყველაფერი ამ ზედმეტ ათ ან თხუთმეტ კილოში იმალება მინდა მთელი ზაფხული ვაკონტროლო თავი და მივიდე საბოლოო წონაზე. წარმატებები გოგონებო მიხარია ასე მოტივირებულებს რომ გხედავთ:**
09.06.16 07:44 Sophii
Mამონტი ეხლა გასაგებია. :) წარმატებები.
09.06.16 07:25 Sophii
ELO1990
ვაა ყოჩაღ შენ კაია წარმატებები.
09.06.16 03:48 mamonti
სანდალა
მიხარია შენი ამბები ძალიან, ეგრე გახდომა ყველაზე კარგია და 11 კილოს უპრობლემოდ დაიკლებ 1 წელში კი არა რამდენიმე თვეშიც ;) მეგობრობაზე მეც გეთანხმები :))
26 წლის ვარ :) ადრე სერიოზულად ვვარჯიშობდი (პრესები, 2000 დღეში და ლახტს ვიყენებდი- პარკებშემოხვეული) + დიეტა, და 16 კილო დავიკელი, მაგრამ ლახტმა კუნთები დამიყენა ფეხებზე საშინელი და ქუსლიან ფეხსაცმელზე ძალიან უშნოდ მემჩნეოდა.. 47 კილოზე ჩამოსული ავედი ისევ 60-ზე (პატარა პრობლემებიც შემექმნა და ვეღარც ვვარჯიშობდი და თან ვაღიარებ- ზოგჯერ ზედმეტად ვეტანებოდი ტკბილეულს.. ) ვარჯიშს ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ დილის 8-ზე გამოვდივარ სახლიდან და საღამოს 7-8-სკენ შევდივარ და სამსახურში სულ კომპიუტერთან მიწევს ჯდომა :( (თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ მართლა ვერ ვახერხებ და შაბათ-კვირასაც ხან ვზარმაცობ, ხან ვმუშაობ და ხან საქმეებს ვაგვარებ :D ) ეხლა მთავარია ისევ ჩამოვცდე 50 კილოს და მერე ვაკონტროლო წონა რომ 4 წელსი ერთხელ მართლა მამონტი არ გავხდე და მერე არ ვიშიმშილო :)))
აბა წარმატებები ყველას და გგულშემატკივრობთ :))
09.06.16 03:31 mamonti
Sophii
მჭირდება დიეტა და იმიტომ თორემ გიჟი კი არ ვარ რომ ვშიმშილობ :) 158 ვარ სიმაღლეში, ამიტომ 53 კილო ბევრია..
09.06.16 02:29 elo1990
სალამით გოგოებო მე მეორე კვირა დავიწყე.6 კილო მოვიკელი პირველ კვირაში.ეხლა 90 კილო ვაარ,ძალიაან მიხარიაა,წარმატებები ყველას
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია