Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165445-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165445-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

18.07.16 08:43 gavxdebigavxdebi
ნათია, კი, ციკლის წინაპერიოდში და დასაწყისში ორი-სამი კილოთი მეტი ხარ. ეს ცნობილი ფაქტია.
tamara22 ნებისყოფა შეინარჩუნე! :)))
18.07.16 08:16 NATIAA@
Gogoebo ciklis periodi rame shuashia klebastan dakavshirebit?
18.07.16 07:53 tamara22
ძალიან ცუდად ვარ :( თავბრუმეხვევა უკვე, არ მიყვარს რძე .. :(((((( სადისტური დღეა 8ე. :(

-15 კილო მინდააა ...-10 მაინც :(((
18.07.16 07:50 setu
დგეს დავიწყე იმედია 15 კილოს დავიკლებ
18.07.16 05:08 gavxdebigavxdebi
გოგოებო, დღეს ავიწონე (მერვე დღეა) და მხოლოდ 1 კილო მაქვს დაკლებული, ციკლის პერიოდი დამემთხვა და შეიძლება ამიტომ? მაგრამ ფარხმალს არ ვყრი, იმედია ამ ორ კვირაში კიდევ ორ კილოს მაინც დავიკლებ და ბოლო კვირას ველოდები კიდე ძალიან. თავიდანვე ველოდი, რომ ცოტას დავიკლებდი, რადგან პურს წლებია არ ვჭამ და ამ დიეტაში კიდე პური შედის. ისე, ვიზუალურად უფრო მეტი მეტყობა, ტანსაცმელი გამიდიდდა.
NATIAA@ ადვოკატით მეც დავიკელი წლების წინ 16 კილო 40 დღეში, მაგრამ ძალიან რთულია და ვეღარ ვიცავ.

თამრი , ძალიან ძნელია უწყლობა გეთანხმები. მე ორ ჭიქა ყავას ვსვამ და ერთ ჭიქა წყალს დღის მანძილზე.

18.07.16 04:07 NATIAA@
Dgeidan daviwye 74.300var vnaxot ramdens davikleb, rdze sashinlad ar miyvars da michirs cota, warmatebebi tqvenc gogoebo
18.07.16 03:32 tamara22
წყალს ვსვამ მაინც დღის განმავლობაშ 3ჭიქას .. ყავას 2 ჭიქას...


18.07.16 02:49 თამრი
tamara22 -არაა ცუდი შედეგი 4 კგ მშვენიერია,მეც მაგდენის დაკლებას მოველი:)) რძის დღე არის კატასტროფაა ,დღეს ისე მშიოდა გული წამივიდა,ნუ მომდევნო დღეები არაა ისეთი მკაცრი ,უწლობაა ცოტა ძნელი ამ სიცხეში:(((
gavxdebigavxdebi-ველით შედეგებს,
მე ორშაბათამდე აღარ ავიწონები და მერე დავწერ შედეგს:))
18.07.16 02:44 tamara22
ესეიგი 7დღის შემდეგ დაკლებული მაქვს 4 კილო..

მეგონა ცოტა მეტი იქნებოდა .. :(


დღეს 8დღეა ყველაზე რთული ალბათ....
17.07.16 15:28 NATIAA@
Gavxdebigavxdeb.
Advokatit davikeli 25dgeshi 7kg dznelia dzalian faqtiurad mshieri viyavi
17.07.16 14:22 gavxdebigavxdebi
თამრი
მე ვარ, ხვალ მერვე დღეა, უნდა ავიწონო და შედეგს დავწერ
17.07.16 11:58 თამრი
ადრე გავაკეთე ეს დიეტა. 1.70 ვარ სიმაღლე წონა მქონდა 65 .4 კვირაში 6 კგ დავიკელი.
მერე ფარისებრიზე პრობლემების გამო ძალიან ავკრიბე წონა. დღეს დავიწყე მოკლედ ახლა 85 ვარ და ვფიქრობ მეტი უნდა დავიკლო 8/10 ველი.შედეგს დავწერ. ვინ ხართ კიდევ ამ დიეტაზე?
16.07.16 08:34 ani86
არ დანებდე მთავარია :D
16.07.16 08:20 tamara22
კი მიხარია თან არ მჯერა :)) თან ვბრაზობ თუ 4კგ დავიკელი რატო არ მეტყობათქო :)))

ყოველდღე ათასჯერ ვიყურები სარკეში იქნებ მუცელი დამიპატარავდატქო არადა ისევ იქაა :))))

16.07.16 06:54 ani86
რა ბედნიერიხარ წარმომიდგენია :D :D
16.07.16 05:46 gavxdebigavxdebi
ვაიმე რა მაგარია! გილოცავ :) ძალიან კარგია! ღიპზე არ ინერვიულო, თუ განაგრძობ აღარ გექნება. მეც ზეგ უნდა ავიწონო და ნეტა მექნება თუ არა დაკლებული, უსამართლობა იქნება რომ არ მქონდეს
16.07.16 04:59 tamara22
არვიცი ჩემი სასწორი ურევს თუ მართალია
მაგრამ 4 კგ მაქვს დაკლებული მეექვსე დღეა :/


თუმცა არაფერი არ მეტყობა :/ მაინც ღიპი მაქვს ორი ჩემხელა :/
15.07.16 09:04 gavxdebigavxdebi
აბა წარმოიდგინე რა ჯობია იმას რომ კარგად გამოიყურები, ყველა ტანსაცმელი გეტევა, ვერანაირი ლუდი და მზესუმზირის სიამოვნება ვერ შეედრება ამას!
15.07.16 09:03 gavxdebigavxdebi
თამარ, ეჰ ლუდი მეც ძალიან მენატრება, თვეებია აღარ დამილევია და მზესუმზირაზე ხო ჭკუა მეკეტება! :(((( მე დილით რძიანს ვსვამ და მერე ერთ ჩვეულებრივ უშაქროს. ამ დიეტაში ის არ მომწონს რომ სითხე ბევრი არ შეიძლება. ძალიან მიყვარს წყალი.
აწონვის ნუ გეშინია. მე კიდევ უნდა ავიწონო ორშაბათს. დღეს შარვალი ლამის ჩამძვრა და მიხარია, ე.ი. ცოტა მოკლებული მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ სასწორზე არ ჩანს. აუცილებლად გამაგებინე შედეგი
15.07.16 07:40 tamara22
მეშინია აწონვის :(

დღეში 2 ჭიქა რძიანი ყავა შეიძლება ????


მენატრება ლუდი და მზესუმზირა :( :)))))))
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია