Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165443-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165443-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

14.07.16 04:38 gavxdebigavxdebi
tamara22 ჰო, პირველი დიეტა ყოველთვის ჭირს და მერე უკვე ეჩვევი. ჩემთვის ეს დიეტა დიეტა არ არის, მითუმეტეს წლებია პურს არ ვჭამ და ამ დიეტის დროს შავი პურის ჭამა მიწევს. :D
დღეს ისეთი დღეა, რომ ცოტას ვჭამთD მოითმინე და აი ნახავ შედეგი იქნება :*
ისე აქ რაც წავიკითხე, კი წერია, რომ მეორე და მესამე კვირაში არ იკლებ, მაგრამ კი დაიკლეს. ასე რომ გირჩევ მთლიანად დაიცვა
14.07.16 04:37 tamara22
gavxdebigavxdebi

ვარჯიშის დრო არ მაქვს.. დილიდან ღამემდე ოფისში ვარ ...

ვინმეს თუ გაგიკეთებიათ 1 და ბოლო კვირა და შედეგი თუ აქვს ????
14.07.16 04:28 tamara22
gavxdebigavxdebi

არა სხვა დიეტის თავი არ მაქვს.. ესეც აქამდე რომ გავძელი მეოთხე დღე ჩემი თავი გმირი მგონია :X

88ვიყავი დაწყებისას. აწონვით არ ავწონილვარ მაგრამ არვიცი მეჩვენება რომ დავიკელი , ხვალ ავიწონები ან კვირას, დღეს თუ მოვახერხე გასვლა ოფისიდან შეიძლება დღესვე.. მაინტერესებს მეც :(

ამაზე რთულ დიეტას ნამდვილად ვერ გავაკეთებ..დღეს აშკარად მიჭირს.. გუშინ უპრო კარგად ვიყავი :X

მე ვფიქრობ 1 და ბოლო კვირის გაკეთებას და ნეტა ასე თუ შეიძლება :X
14.07.16 04:16 gavxdebigavxdebi
tamara22 არარეალური ნამდვილად არ არის 10-15 კილოს დაკლება, თუ ცოტა მკაცრ დიეტაზე ხარ. მე უბრალოდ აღარ შემიძლია ადვოკატი დავიცვა, რამდენჯერმე კი დაცული მაქვს და ყოველთვის მაგარი შედეგი მქონია. ვიფიქრე ცოტა ისეთ დიეტას გავაკეთებ რომ არ გამომფიტოს მეთქი, მაგრამ აშკარად არაფერი გამოდის. თან ვარჯიშიც უნდა დავუმატო თორემ ასე ვერ გავფრინდები.
14.07.16 04:12 gavxdebigavxdebi
tamara22
აი ეს არის ადვოკატის დიეტა: http://dieta.ge/?i=227, თუ გასძლებ წესით ამით უნდა დაიკლო.
მოკლედ დღეს ავიწონე, მეოთხე დღეა და გრამი არ მაქვს მოკლებული, უკვე ნერვები დამაწყდა, 1 თვეა სხვადასხვა დიეტებზე ვარ და 5 კილო სტაბილურად ვერ მოვიკელი რა. მაგრამ მაინც გავაგრძელებ, ბოლო კვირის იმედი მაქვს. შენ აიწონე? მაინტერესებს შედეგი.
13.07.16 14:39 tamara22
gavxdebigavxdebi

კი მეც ეგ მაქ :)))
პირველია და რავიცი ჯერჯერობით 3დღე ვძლებ.. მეთვითონ გამიკვირდა გუშინ ტორტზე და საღამოს ხინკალზე უარი რომ ვთქვი :))

არვიცი ეგ რომელი დიეტაა ?? აქ ვნახავ ?
ოცნებაა 15კილოს დაკლება .. 10იც ძალიან კარგი იქნება.. თუმცა იმდენად არარეალურია ეგ ყველაფერი ჩემთვის ... რავიცი...
13.07.16 10:37 gavxdebigavxdebi
ნატურალური თაფლი ვიყიდე და იქ შაქარი ხომ არ იქნება?
13.07.16 10:25 gavxdebigavxdebi
NATIAA@ მე ბოლომდე ვიყავი ადვოკატზე და 16 კილო დავიკელი. შენ რამდენი დაიკელი?
13.07.16 10:12 NATIAA@
ადვოკატი მაგარია მაგრამ მე 25 დგეზე მეტი ვერ შევდზელი
13.07.16 09:55 gavxdebigavxdebi
tamara22 ჩემსასაც ეგრე აწერია, ლიტვურ შავ პურს ხომ არ ჭამ შენც?
პირველად ხარ დიეტაზე? მე ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ:))) ისე, მე ადვოკატის დიეტას ვურჩევ ყველას, უბრალოდ მე ვეღარ ვქაჩავ ცოტ რთულია. წესით უცილებლად უნდა დავიკლოთ, რაც აქ გადავხედე ყველა იკლებს. რამდენის დაკლება გინდა?
13.07.16 09:45 tamara22
ავწონე და 2 ნაჭერი შავი პური გამოვიდა 98 გრამი :))

375 +- 25 გრამი აწერია შავ პურს.. 4 მიღებაზე გავყავი.. 6სთ-ზე ვერაა.. გუშინ კვერცი 9ხდებოდა მგონი მივირთვი :( 11, 3 და 8ისკენ მიწევს მე...


სიცოცხლის განმავლობაში პირველად ვარ დიეტაზე და ალბათ ყველაზე დიდი იმედგაცრუება იქნება რომ ვერ დავიკლო :D
13.07.16 09:35 gavxdebigavxdebi
tamara22 მეც ორშაბათს დავიწყე, ხვალ უნდა ავიწონო და გეტყვი, თუ რამე მექნება მოკლებული.ისე წესით უკვე უნდა გვქონდეს დაკლებული. გთხოვ მიპასუხო, პურს რამდენს ჭამ და კიდე მე ვახშამს ექვსის ნახევარზე ვჭამ, რომ ექვსის მერე აღარ ვჭამო და რამდენად სწორია, ვინც ყოფილხართ ამ დიეტაზე მიპასუხეთ გთხოვთ
13.07.16 08:27 tamara22
ორშაბათს დავიწყე...3დღეა.. და რამე უნდა დამეკლო ? :(

სტრესი მაქ..
12.07.16 10:00 NATIAA@
ორშაბათიდან შემოგიერთდებით მეც გოგოებო
12.07.16 09:33 federera1
სისულელეა
12.07.16 06:13 gavxdebigavxdebi
გუშინ დავიწყე ეს დიეტა, ნაჭერნახევარ პურს ვჭამ, სწორია? და კიდევ რა მინდა გკითხოთ, პურს საერთოდ არ ვჭამ არც შავს და მითუმეტეს არც თეთრს უკვე წლებია და ეს დიეტა გამახდუნებს? მეშინია პირიქით არ გამასუქოს
10.07.16 12:52 maiii
8dgea da5kilo davikeli bevrs unda dameklo?
09.07.16 16:25 სალომებაკ
გამარჯობა
შეიძლება რომ ერთი ანორი კვირა დავიცვა ეს დიეტა დ. მერე 9 დღე შენარჩუნება?? სულ 5-7 კილოს დაკლება მინდა
09.07.16 03:32 gavxdebigavxdebi
პურს რამდენ ჭამთ? 100 გრამი პური რამდენია?
08.07.16 16:19 ninia987
Tiko ^_^ მადლოობ
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია