Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165452-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165452-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

24.05.16 08:02 mamonti
სანდალა
მომწონს შენი შემართება, ეგრე გააგრძელე ;) დიეტის გარეშე თუ იკლებ ადამიანი მაგას რა სჯობია :) მე დღეს დილით ავიწონე და უკვე 54 ვიყავი- რაღა დაგიმალო და ძალიან გამიხარდა :)) უგულავას დიეტას რაც შეეხება- პირველად დავიცავი, მანამდე არ დამიცვამს, თუმცა -4 კილოთიც არ ვარ უკმაყოფილო :)) მე ზღვა მღუპავს პირიქით, 2 კვირაში 5 კილო ავტომატურად მემატება. ცურვა მე არ ვიცი და პლიაჟზე ვზივარ და მერე ვჭამ- ცოტას მაგრამ მაინც.. ნუ მოკლედ- ფარ-ხმალს არ ვყრით და აუცილებლად ვიკლებთ :)) მე მგონი ჭამას საერთოდ გადავეჩვიე- მოხარშულ ბრინჯზე და ხილზე ვარ და თითქმის აღარც ამათ აღარ ვჭამ, 50-ზე მაინც ვერ ჩამოვედი :დ
აბა წარმატებები და შემოირბინე ხოლმე ;) მე თვალყურს გადევნებთ მუდამ :)))
24.05.16 05:42 სანდალა
mamonti სულ მინდოდა შენთვის მომეწერა და კიდევ კარგი გამახსენდა.ჩვენთან,სადაც ვცხოვრობ მაღაზიაა აქვე და მაღაზიის მფლობელმა მითხრა ადრე გავაკეთე უგულავას დიეტა და 12 კილო დავიკელიო,მერე გავიმეორე ერთი წლის შემდეგ და იგივე შედეგი არ მქონდაო,სულ 4 კილო დავიკელიო.სხეული ეჩვევა ერთი და იგივე დიეტას და აღარ რეაგირებსო.იქნებ ამის შედეგია რომ ვერ დაიკელი და ჩემს შემთხვევაში ალბათ არასწორად ვაკეთებდი
24.05.16 05:35 სანდალა
mamonti არა არ ვყოფილვარ ექიმთან ჯერ,რადგან კლებაში წავედი ამ დიეტის შეწყვეტის მერე და ვარჯიში გავაგრძელე და პური ცომეული და ტკბილი საერთოდ ამოვიღე რაციონიდან.კვირაში ერთი დღე მივცემ თავს უფლებას ცოტა ცომეულის ჭამის.ტკბილი თუ მომინდება შავ შოკოლადს შევჭამ.ისე კი ჩემი სეზონია ახლა უამრავი ბოსტნეულის არჩევანია და მიყვარს ბოსტნეული.საათობრივად დავიწყე ჭამა,ცოტა ულუფებით ანუ თეფშზე რომ ამოვიღებ საჭმელს ნახევარს უკან ვაბრუნებ და ვჭამ ძალიან ნელა და სანამ მოვრჩები ჭამას ვხვდები რომ დავნაყრდი.აუცილებლად ვვარჯიშობ რომ ტონუსში მოვიყვანო სხეული და არა დასაკლებად და არა ისე კუნთები რომ დამეტყოს.ხო საღამოს აუცილებლად 6-ის მერე არ ვჭამთქო ტყუილია,როცა მომიხდება სახლში მოსვლა მაშინ ვჭამ,ოღონდ მაწონს ან კეფირს ან ტომატის წვენს ვსვამ.მეტს მართლა აღარაფერს ვჭამ.და ერთი კვრაა ასე ვაკეთებ და 1 კილო დავიკელი,სხეულიც სხვანაირი გახდა ვატყობ,ჩემი ძველი შარვლებიც ჩამივიდა მართალია 2, მაგრამ გამეხარდა და ასე გავაგრძელებ.გახსოვს ადრე დავწერე საჭმელმა როგორ უნდა მომერიოსთქო და ახლა მე ვბატონობ მასზე :))) მართალია უგულავას დიეტით ვერ დავიკელი მაგრამ თავშეკავება მასწავლა და სურვილებზე გამარჯვება და მიხარია ეს რომ დავძლიე.mamonti შევეხმიანით ერთმანეთს და გამოცდილებები გავუზიაროთ :) მინდა ასე გავაგრძელო ამ ტემპში და ნელა და სტაბილურად თუ დავიკელი კარგია მაინც.მერე ზღვის სეზონი იწყება და სანაპიროზე მადა მეკარგება რატომღაც და იქიდან -7 კილო ჩამოვდივარ.პრობლემა მერე იწყება ზამთარში გემრიელობების ცხობის დროს:) ხოდა ამას მინდა მოვერიო
23.05.16 16:14 ninikoe
მესამე დღე დავასრულე!!! 3 კილოგრამიც წავიდა,, ტან ინტენსიურად ვვარჯიშოობ :) წარმატება ყველასსს
22.05.16 01:42 mamonti
nineli07
წააწყდი თუ შენი საიტია? :D :D
სანდალა
რა ქენი, იყავი ექიმთან? მე წონა რახან გამეყინა, გუშინ "გმირობა" ჩავიდინე და მთელი დღე ნახევარ კილო არაჟანზე ვიყავი (არადა თითქმის მეზიზღება).. დღესაც იმავეს გაკეთებას ვაპირებდი და არაჟანი რომ ავწონე რამის წერილი წავიღე საიქიოში მონატრებულ პაპასთან :დ ისე რაც ყველაზე მთავარია გუშინდელმა არაჟანმა 1 კილო მომამატებინა - გადავირიე.. დღეიდან ბრინჯზე და ხილზე ვიქნები ეს კვირა და იმედია 1-2 კილოს დავიკლებ, თორემ უგულავას დიეტა ვეღარ მაკლებინებს და ნატა გაგუას დიეტიტ 2 კვირაში გრამიც ევრ დავიკელი :((
აბა წარმატებები ყველას :))
21.05.16 17:31 nineli07
http://gaxdoma.ge/ დღეს წავაწყდი ამ საიტის რეკლამას, ძალიან კარგად არის გაკეთებული, ფორუმიც აქვს თავისი და ყველაფერი. დიეტა.გი მაინც კლასიკაა მაგრამ რავიცი იქნებ იქაც ნახოთ რამე სასრგებლო
21.05.16 16:16 giorgi22
მეორე წელია რაც წონაში ვიკლებ. 20 წლამდე სულ მსუქანი ვიყავი შემდეგ მოვინდომე და უგულავას დიეტა დავიცავი. ზუსტად ისე როგორც წერია 1 თვე ,110 კილოდან 95 ჩამოვედი 3 თვე შევისვენე და და ისევ გავაკეთე შედეგი 85 კილო მქონდა მის მერე 80 კილოზე უდიეტოთ ჩამოვედი და უკვე ერტი წელია ვინარჩუნებ ახლა გადავწყვიტე 70 ზე ჩამოსვლა სიმაღლესთან თანაბრად რომ ვიყო 180 ვარ სიმაღლეში და იმედიაა შედეგს კვლავ მივახწევ დღეს მეოთხე დღეა და უკვე 1 კილო მოვიკელი.რაც უფრო დიდია წონა მით მეტს გაკლებინებს ეს დიეტა. ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლობა უგულავას :დ
21.05.16 04:46 naat0
გამარჯობათ გოგოებო, 2 თვის წინ გავაკეთე უგულავა 7კილო დავიკელი. დავისვენე ცოტა ხანი ეხლა კიდე დავიწყე . დგეს მე-5 დგეა -3 კილო. მომწონს ეს დიეტა. ჰოლანდიური ყველი არ მიჩამია არც პირველად არც ეხლა მაგრამ შედეგი მაინც აქვს
19.05.16 14:00 mamonti
სანდალა
უი, ცუდია... მაგრამ გული არ გაიტეხო ;) ისე რაღა დაგიმალო და წესით მეც ექიმთან ვარ მისასვლელი, თუ არ ვშიმშილობ ძალიან ვიმატებ წონაში და ამ შიმშილითაც მაინც ვერ ვიკლებ :( 1 წელია ჩემებს სულ ვპირდები რომ მივალ ექიმთან და ფეხს ვითრევ :დ
19.05.16 05:44 სანდალა
მოგესალმებით ყველას :)
mamonti ავიწონე დღეს და 500გრამი მაქვს დაკლებული 3 კვირის მანძილზე.სამწუხაროდ არანაირი შედეგი არ მაქვს:(
ანუ შეიძლება მქონდეს ჰორმონალური დარღვევა ან პრობლემა ფარისეველ ჟირკვალთან დაკავშირებით,ამიტომ გადავწყვიტე ეკიმთან მისვლა.
ისე კი ერთი რამ მაინც მასწავლა ამ დიეტამ თავშეკავება და საღამოს არ ჭამა.
ყველას გგულშემატკივრობთ გისურვებთ სასურველი წონის მიღწევას და მის შენარჩუნებას,წარმატებები:)))
19.05.16 05:24 lika345
გამარჯობათ გოგოებოოო..ვისაც სურს ყველამ გააკეთეთ დამიჯერეთ პირველ დგეებშივე იგრდზნობთ შედეგს ძალიან ეპექტურია თუ მთლიანს გააკეთებთ მით უკეთესი..მე ერთი წლის წინ გავაკეთე მთლიანი და19კგ დავიკელი თან შიმშილსაც ვერ ვგრძნობდი რაც დრო რომ გადის შიმშილის გრძნობა მით უპრო გიქრებათ..ეხა ვაპირებ კიდევ გამეორებას 85კგ ვარ მოვიმატე ძაან და იმედია გამომივა ისევ...აბა წარმატებებიიი<3
17.05.16 16:51 na-ta-li
Mოკლედ სამი დღე გავიდა და მინუს 2კილო...იმედია გავქაჩავ ბოლომდე და -13 კილო ვიქნები :/
17.05.16 11:36 mamonti
სანდალა, გოგოებო, როგორ ხართ?? :)) მე დღეს იმ დიეტის ერთი კვირა ჩავამთავრე, მაგრამ გრამიც ვერ მოვიკელი.. ეტყობა წონა გამეყინა :( მაინც ვაგრძელებ დიეტას , შაბათამდე თუისევ ამ წონაზე ვიყავი მერე არაჟანს შევჭამ 2 დღე.. არადა მინიმუმ 5 კილოს დაკლება ისევ მინდა :(
კომენტარებს რომ ვკითხულობ ყველას ჩემზე უკეთესი შედეგი ჰქონდა ამ დიეტით, მარტო მე დავიკელი 5 კილო :(
წარმატებები ყველას :)))
16.05.16 15:07 Sopho popo
მოგესალმებით ყველას, მე დღეს დავიწყე ეს დიეტა. გამოცდილი მაქვს და ძალიან ეფექტურია.10,600 დავიკელი შენარჩუნების დღეების გარეშე )))მჭირდება თქვენი დახმარება ბარდის წვნიანთან დაკავშირებით. წინა გაკეთებაზე კონსერვირებლ ბარდას ვიყენებდი და მაინტერესებს ვინემს ხომ არ გიცდიათ ოსპით ჩანაცვლება???

წარმატებები ყველას!

მადლბა ყურადღებისთვის :)))
16.05.16 11:53 nati 75
ვარ 75 კილოგრამი, ორსულობის შემდეგ მოვიმატე , 15 კილოგრამი, მაინტერესებს ამ დიეტის 12 კილოგრამს მაინც თუ დავიკლებ ,
16.05.16 07:41 megikohiashvili
ოფისში გვესაჭიროება დამხმარე კადრები, საოფისე საქმიანობისთვის სხვადასხვა მიმართულებით, სტუდენტებისთვის დროის შეთავსებით, გრაფიკი დღეში 5 საათი, შერჩეული კადრი ადგილზე შეისწავლის საქმის სპეციფიკას, ასაკი 18-დან 38 წლამდე, ანაზღაურება 400-დან 700-მდე მზარდი, გასაუბრებაზე ჩასაწერად დამიკავშირდით. მეგი. ტელ: 597668787
16.05.16 04:50 panda <3
რუსა18 და სანდალა _ მადლობა გოგოებოო რჩევისათვის, ერთი კვირაა მაინც მინდა რო დავიწყოო, მთლიანი არაა, რძე ზოგადად იმდენი მაქვს რო არ ვჭამო მთელი დღე მაინც მაქვს ისე რო ყოფნიის მააგრად. ვიფიქრეებ კიდეე დავიწყო თუ არაა : )))))
14.05.16 10:43 სანდალა
mamonti მადლობა პასუხისთვის:)
სოფია10 ეგ როგორ ანუ მეხუთე დღეს რომ მშიერს აკეთებ მერე მიყვები მეორე მესამე მეოთხე დღეს ჩვეულებრივად? და მე-5 მე-6 და მე-7 დღეებს ტოვებ?ანუ 5 დღიანს აკეთებ 7-ის მაგივრად?
14.05.16 03:20 mamonti
სანდალა
მე ზოგადად კუჭთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს და ამიტომაც ვიმატებ მუდმივად წონაში.. დუფალაკი დალიე ან ენტენორმი, მე კვირაში ერთხელ ვსვამდი ხოლმე..
14.05.16 03:12 სანდალა
ვაიმე გოგოებო ერთი საჩოთირო რამე უნდა გკითხოთ,კუჭის მოქმედება გააქვთ ამ დიეტის განმავლობაში? რავიცი მე ჯერ არ მქონია და არამგონია ეს ნორმალური იყოს ჰა?
panda <3 არანაირად არ გირჩევ მე პირადად, მეძუძურობის დროს ყველანაირი დიეტა აკრძალულია,ჯობია ცოტაც მოითმინო და მერე გააკეთო:)
სოფია10 რა კარგია რა კარგად მიდიხარ:)
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია