Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165462-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165462-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

28.03.16 06:04 tiko-11
შავი პური ლიტვური საცხობისაა ყველაზე ნორმალური
28.03.16 05:34 nutsa29
შავ პურს რომელს ჭამთ? საქართველოში ხომ არ გვაქვს შავი პური და მე ქატოს პურს ვჭამ
28.03.16 05:20 qristine1988
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი


ამას როგორ აკეთებთ?
28.03.16 00:55 qristine1988
დღე პირველი რძე , პომიდვრის წვენი და 2 ნაჭ პური. საწყისი წონა ჩანიშნულია))))))


AXALI123 სეხნიაააა აბა ჩვენ ვიცით))
27.03.16 06:16 Axali123
ქრისტინე1988
მეც ორშაბათიდან ვიწყებ :))მე ადრე დავიცავ 2 წლის წინ დაახლოებით და 5 კგმდე დავიკელი პირველ კვირაში
ეხლა ისევ უნდა დავიცვა ძალიან გამექცა წონა.წარმეტებები შენც და ჩემს თავსაც
მეც ქრისტინე ვარ სხვათაშორის:))
27.03.16 03:16 ekako13
მე 5 დგეზე ვარ და -2 კგ მაქვს დაკლებული. ალბათ ცუდი შედეგი არაა ხოო. აუ ჰოლანდიური რომ უმარილო იმერული ყველით ჩავანაცვლო შეიცლება ნეტაა
26.03.16 11:22 @tikoo111
გამარჯობათ მე 18 მარტს დავიწყე ეს დიეტა დგეს მეცხრე დღე მაქვს და კმაყოფილი ვარ 65,500 ვიყავი ეხლა 58,600 ვიწონი მიზანი მაქვს 55 კილომდე დავიდე მარა ვვარაუდობ მეტს დავიკლებ... წარმატებები ყველას
25.03.16 07:15 tiko-11
nino@ როგორ ხარ? აბა კაი თქვი რამე :)
24.03.16 06:58 qristine1988
tiko-11


მადლობააა
24.03.16 06:55 tiko-11
წარმატებებიიიიიი
24.03.16 06:53 qristine1988
გოგოებო აი მეც შემოგიერთდით.

ვიწყებ ორშაბათიდან. კვირას მივდივარ მარაგის საყიდლად. შეკითხვა მაქვს ჰოლანდიურ ყველს რითი ანაცვლებთ? რძის ნაწარმს 0% იანს ყიდულობთ? და ჯამში რამდენი გიჯდებათ.. მთლიანი დიეტა? როგორც გადავხედე კომენტარებს პირველ კვირას 4 კზე ილებთ.. მეტი არავის დაუკლია? ჰორმონების საკითხი როგორ გაქვთ?


აუ რამდენი რაღაც ვიკითხე )))))
24.03.16 05:39 nino@
გამარჯობა :)
ვარ მე 4 კვირის 4 დღეზე

ჩემი შედეგია:
1 კვირა - 4 კგ
2 კვირა - 1 კგ
და მიმდინარე მე-4 კვირის შედეგი მაქვს - 2
ჯამში - 7 კგ

მარილს ცოტას ვიღებდი, და საღამოობით ზოგჯერ 1 ჩ.კოვზი თაფლით ვსვამდი ჩაის :) გისურვებთ წარმატებებს!
24.03.16 03:57 tiko-11
ekako13 მე მარილს არ ვხმარობ, ყველს კი თითქმის სულ იმერულს ვჭამ. ორონდ მდუღარეს ვასხამ 5-10წუთი ვაჩერებ მერე გადაუწურავ.კომენტარებში წავიკითხე ეგ მეთოდი და ძაან მომეწონა :-)
24.03.16 02:05 ekako13
გამოცდილებო იქნება მითხრათ მარილს თუ ხმარობთ და ჰოლანდიური იმერული უმარილო ყველით თუ ჩაგინაცვლებიათ?
23.03.16 23:06 Dimkauska
გრხვეწებით თუ ვინმემ იცით ბოთლში რამდენი იგულისხმება წყალი ან ღვინო??????
23.03.16 09:30 tiko-11
მე-20 დღეა, ხვალაც და ახალ ეტაპზე გადავალ,75,900 დან დავიწყე და 71-ვარ ეხლა, რო ვიწყებდი მეგონა უფრო კაი ეფექტი ექნებოდა, ბოლო კვირაში კიდე 5კგ რო არ დავიკლო გავგიჟდები,მგონი ამ დიეტით 100 კილოზე მეტი ვინც არის ის იკლებს 15-18 კილოს :-)
23.03.16 05:51 nutsa29
1 კვირა გავიდა რაც ამ დიეტას ვიცავ და დავიკელი 2 კგ, საწყისი წონა იყო 54,300 ახლა ვარ 52,300 სიმაღლეში ვარ 156სმ. ასაკი 29 წლის . არ დამირგვევია არაფერი გარდა წყლის სმისა, წყალს უფრო მეტს ვსვამ ზოგჯერ ვიდრე აქ წერია :)
22.03.16 14:33 kawi
ჩემი მეგობარი 105 კილო იყო და 4 კვირაში 18 კილო დაიკლო ასე რომ დაიკლებ შენც კარგად @ugulavas dieta1. მე მესამე კვირა დავამთავრე დღეს და 6 კილო მაქვს დაკლებული, 54 ვარ და 4 კილოს დაკლება მინდა კიდე
21.03.16 19:01 Axali123
მოკლედ გოგოებო
ვინ იწყებთ ამ დღეებში ხვალ ან ზეგ. ძალიან გამექცა წონა და ისე ვარ ჩემი თავი მეზიზღება რა.
2წლის წინ დავიცავი ეს და 3 კვირაში 12 კგმდე დავიკელი.
მოკლედ იქნებ ერთად დავიწყოთ თორე რატომღაც მიჭირს მეორედ დაწყება.
21.03.16 13:25 ugulavas dieta1
დღეს დავიწყე 105კგ ვარ ვნახოტ რამდენს დავიკლებ
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია