Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165473-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165473-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

16.02.16 04:51 duka_duki
Kate*-ს შენ წარმოიდგინე "ბიჭუნობის" ასაკიც კაი ხანია უკან მოვიტოვეე:-)))))
15.02.16 14:24 Kate*
პატარა წონა გაქვს თათკა და ესეც კარგია არ იფიქრო რომ ცოტაა.მიყევუ და მშვიდად კიდევ მიიღებ შედეგს.
15.02.16 14:20 Kate*
duka_duki ჰაიმეეე :D მე გოგო მგონიხარ ხახაა ეს კაი იყოო მართლა.ბიჭუნა გილოცავ მაშინ ხახა! იმიტომაც იკლებ ძვირფასად..
15.02.16 12:50 maldita
ninia30 ბოლო კვირაში რამდენი დაიკელი იქნებ მოიწერო რააა
15.02.16 08:46 duka_duki
Kate*- მაგრად ვიხალისე "მაგარი გოგო Xარ"-ზე, გავხდი სქესი კი არ შემიცვლია ;-))))
15.02.16 08:27 tatka24
მესამე კვირა დავიწყე დღეს. 3 კილო მაქვს ჯამში დაკლებული. მეორე კვირას 1 კილომდე დავიკელი.. დიდი ვერაფერი შედეგია, მაგრამ მივიყვან ბოლომდე. ალბათ დიდ წონებზე უფროა გათვლილი ეს დიეტა.. სასიამოვნოა უმრავლესობა კმაყოფილი რომ ხართ შედეგებით.. მალე გავალთ ფინალში : )
15.02.16 06:18 Kate*
კაქია დუკი მაგარი გოგო Xარ! ანუ მთლიანობაში 8კგ მდე გაქვს უკვე დაკლებული ორ კვირაში ხომ? მაგარია კიდევ დაიკლებ ესეიგი როგორც ადრე ისე მოქმედებს ახლაც შენზე კაია და Iცოდე შეინარჩინე არ გაბედო მომატება ძაან ცუდია და ძაან მტკივა გული:((
15.02.16 03:03 duka_duki
მეორე კვირაში "მხოლოდ" 1.9 კილო დავიკელი :-))))
15.02.16 02:03 Kate*
კარგია კაი შედეგია:* გილოცავ.. კეფირის ჩანაცვლება მაწვნით იგივეა მეც ეგრე Mიწევს:
15.02.16 00:59 izabell86
1 kviras movrchi da 5 kilogrami makvs daklebuli..dzaan bednieri var da mixaria ro arsebos es dieta..me kefirs ar vsvamdi da cyalshereuli macvnit chavanacvle..
14.02.16 20:38 maldita
მეც მაგავს ვფიქრობ გადავაბა თუ არათქო? ვერ გადამიწყვეტია... ხვალ ბოლო კვირას ვიწყებ
14.02.16 15:37 Anchous06
გოგოებო ეს დიეტა 2 ჯერ რომ მიაბა ანუ 8 კვირა, შედეგი ორმაგი იქნება???
14.02.16 15:27 Kate*
ცო მართლა გოგოებო მეორე კვირაში არ იკლებთ სარრთოდ და მესამესI თუ იკლებთ?
14.02.16 15:14 maldita
ninia30 გილოცაავ!! 10კგ კარგია! ბოლო კვირაში რამდენი დაიკელი ეგ მაინტერესებს ძალიაან, მე ხვალ ვიწყებ ბოლო კვირას
14.02.16 14:34 Niiiiiiii
ხვალიდან ვიწყებ :))) წონა 69:/
აგვისტომდე 55ზე უნდა ცჰამოვიდე :)
14.02.16 10:01 Kate*
ძალიან კარგი შედეგი გაქვს და კარგი გადაწყვეტილებაა ნორმალური დიეტაა ეგ Aრის რომ დიდი ხანი არ გამკმდის და რავი რა.წარმატევები იMედია კიდევ დაიკლებ სასურველად:*
14.02.16 08:52 tatia87
სულ რაღაც 5-7 კილოს დაკლება მინდა და მაინტერესებს ამ დიეტის მხოლოდ პირველი კვირა რომ შევასრულო და როცა სასურველ შედეგს მივაღწევ შედეგ უკვე ჩვეულებრივ კვებაზე გადავიდე, ისევ მოვიმატებ? სავალდებულოა 4 კვირა დავიცვა?
14.02.16 08:13 talale
პირველად საიტზე შემოვდიოდი,ყოველდღე ვათვალიერებდი სხვადასხვა დიეტებს,ვკითხულობდი კომენტარებს...მოვამზადე საკუთარი თავი ფსიქოლოგიურად და მივხვდი რომ მზად ვიყავი მეც დამეწყო...ახლობლის რჩევით უგულავას დიეტაზე გავაკეთე არჩევანი,აქამდე არასოდეს არ დამიცავს ეს დიეტა.შარშან გავაკეთე ერთ კვირიანი დოლინას დიეტა და 5 კილოგრამი დავიკელი.55-მდე უნდა ვიყო და 72 გავხდი,გავიქეცი ენდოკრინოლოგთან გავიკეთე ანალიზები,დავრწმუნდი რომ არ მქონდა ჰორმონალური ცვლილებები და დავიწყე დიეტა.შედეგი მახარებს,თქვენი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება მომწონს,თქვენი პროგნოზებიც პოზიტივს მმატებს:))) ფაქტობრივად პატარა სარეაბილიტაციო კუთხე გვაქვს შექმნილი.აქ კუჭზე მთავარი ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა თუ როგორ მართავ გონებას და ამაში ერთმანეთს ვეხმარებით აქ.ყველას გისურვებთ წარმატებებს.მადლობა თქვენ და საიტის ადმინისტრაციას ასეთი გვერდის შექმნისთვის.შემოგიერთდებით ხოლმე სხვადასხვა შეკითხვებიტ,უკვე იმასაც ვფიქრობ ამ დიეტის მერე როგორ განვაგრძო კვება და ამაში თქვენი დახმარება დამჭირდება,უნდა გავხდე ის წონა რაც გათხოვებამდე ვიყავიიი :))))
14.02.16 07:54 talale
Kate* 67 ვარ ეხლა.72 ვიყავი რომ დავიწყე.2 კვირის შედეგია :))
14.02.16 05:04 Kate*
ნაგარიაა გილოცავთ და კიდევ წარმატებები
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია