Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165481-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165481-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

04.02.16 03:47 tatka24
ყველს რომელს ჭამთ? მე გაუდა ვიყიდე.. ბულიონს გალინა ბლანკათი ვაკეთებ. რაღაც ძალიან ბევრი გამოდის საჭმელი და იმედია პირიქით არ გავსუქდები : ))
03.02.16 18:54 Kate*
ეგრეა პატარა დიეტებით უფრო მეტი ავკრიფეთ..მეც ესე. ყველაფერი გამოვაა ისე ადამიანს ყველაფერი შეუძლია.მაგრამ ღორები ვართ ხახა! რამე დარღვევები გქონია პატარა?მაგ მე არ მეკუთვნოდა და გვიან ვაშლი და ჩაი დავლიე რა ვქნა რააა მშია ბლინ!აბა წარმატებები ხვალ ჩვენ :*
03.02.16 17:07 maldita
პურს ვჭამ რუხს, უსაფუაროს. ვწონი და 100გრ ვჭამ, არ ვაკლებ გრამობას, 2 ნაჭერი გამოდის . სულ შავი პური აქ ვერ ვნახე უსაფუარო, არის შავები მაგრამ ბამბასავითაა და მაგის მიღებას რუხი ვჭამო და უსაფუარო ეგ ვამჯობინე
03.02.16 17:04 maldita
Kate* ხო რავი, ეგრე წერია 5-7 კგ მდე იკლებ პირველ კვირასო და არაუშავს ესეიგი ჩემს შედეგს :P უუფ ბევრი ვარ მე :( 84 ვიყავი რო დავიწე და ახლა 79კგ ვარ :( 59კგ დან ავკრიფე 1 წელიწადში, უმოძრაო რეჟიმის გამო და ახლა უკვე 4 წელია ასე ვწვალობ,ვერცერთი დიეტ ბოლომდე ვერ მივიყვანე და მაგან დამღუპა, ეს უნდა დავიცვა ბოლომდე რადაც არ უნდა დამიჯდეს,ისე ვბრაზობ საკუთარ თავზე რომ..... დამაბრუნა 60კგ ზე ხმას აღარ ამოვიღებ, ზაფხულამდე მინდა რომ 60 ზე ჩამოვიდე ისე :P ვნახოთ
03.02.16 15:51 Kate*
გენაცვალე გეცოდები მაგრამ ჯობია ვცადო ესეც პირველად,სხვა პატარა დიეტებმა უარესი წონა ამკიდა.კარგი შედეგია შენი ხომ რას იტყვი ნორმ.. რამდენი კგ ხარ?პურს როგორ ჭამ რამდენს ანუ?მე ნახევარ დოზას ვცდილობ მივიგო პურს ბევრი გამოდის კალორია..
03.02.16 15:34 maldita
მეორე კვირის მესამე დღეზე ვარ და 5.100კგ მაქვს დაკლებული, იმედია დიეტის ბოლოს 70ზე დავალ. შიმშილის გრძნობა საღამოობით ისეთი მაქვს ,რომ ლამისაა გული წამივიდეს :(

Kate* შენ ცოდო ხარ,ფაქტიურად ვერაფერს ვერ იღებ ნორმალურად, იქნებ რამე ბალანსირებული ნახო, რასაც ვთქვათ სამსახურშიც ატარებ, აი სალათები, მოხარშული ბრინჯი, უცხიმო იოგურთი, ხილი... რავი მეცოდებ უგულავასთვის
03.02.16 14:15 Kate*
მეც მესამე დღე ჩავამთავრე,ვახშამი არ მიმიღია გათიშული მოვედი და ყიდვა დამეზარა,ამიტომ ერთი სტაფილო ვჭამე და ჩაი თაფლით ისიც გვიან მომიწია 8:30 მაგრამ რა Vქნა დიდი პრობლემა არამგონია იყოს..არვიცი რა შედეგი უნდა მქონდეს იმდენად ვარ გაზრდილი ვერ შევამჩნევ ალბათ.ისე შიმშილს ვგრძნობ რადგან ძაან ცოტა ჭამა გამომდის,კარტოფილი 1ცალი მოვხარშე და Iსიც ნახევარი გადავაგდე,სუპს არ ვჭამ სამუშაოზე ვერ ვატარებ.მოკლედ რაა.. ნეტავ ახლა მეორე კვირის 4დღე მოდიოდეს აუუფ:((
03.02.16 08:05 tatka24
დღეს მესამე დღე მაქვს : ) კვირის ბოლოს ველი შედეგს..
02.02.16 15:56 natik
მეც სჰემოგიერტებიტ ორსჰაბატიდან
02.02.16 09:12 Kate*
კაია Aქ რომ ხარ.და აქამდე მთლიანად რამდენი დაიკელი?
02.02.16 07:55 maldita
მიხარია ბევრი რომ ვართ :)
Kate* კვერცხზე ალერგია რახან გაქვს, გულს ნუ შეჭამ, მხოლოდ ცილა მიირთვი, ეგ ცილების დღეა და უკეთესია კვერცხი ჭამო, ცილაა მთავარი. ყველას რაც შეეხება- მე რაგაც ჰოლანდიურის მსგავსი მაქვს ნაყიდი და იმას ვჭამ. პური რუხი ვიყიდე უსაფუარო, შავი ვერც მე ვნახე(არ ვარ საქართველოში) ისე გრამობაში არ ვაკლებ ზუსტად ვჭამ ყველაფერს, გუშინ მე2 კვირის პირველი დღე მქონდა და ძვლივს გადავაგორეეე.... კლება შემინელდა,მაგრამ გრძელდება 79.600 დან 79.250 ჩამოვედი გუშინს მერე.... რადაც არ უნდა დამიჯდეს უნდა მოვიშოროო ეს ჭარბი წონა,უკვე დამანევროზა
02.02.16 06:50 Kate*
კარქი გასაგებია..მადლობა დიდი ყურადღებისთვის
02.02.16 06:50 Kate*
კარქი გასაგებია..მადლობა დიდი ყურადღებისთვის
02.02.16 06:25 duka_duki
შაშხი-ლორი
02.02.16 06:14 Kate*
შასის მაგივრად რა იგულისხმე ალბათ ხორცი ხომ.ყველი ჩემიც მაგდენი კალორიაა.დავამთავრე ჭამა და ჩაის ვსვამ.საღამოს აღარ ვაპირებ კვერცხის ჭამას საკმარისია.პურს 100გრამს ჭამ?მემგონი მთლიანად 50გრამი გამომივიდა მე დღეს.
02.02.16 04:33 duka_duki
შასის კალორიულობა-220-250 ჰოლანდიურის 300-320
02.02.16 03:18 Kate*
კარგი მომწერე ჩემო კარგო არავინ წერს და რავიიცი ცოტა უხასიეთოდ ვარ.მე 8საათზე ვჭამე პაწაწინა პური კარაქი და თAფლი ყავა ნესკაფე რძით.პურს ვანახევრებ მეშინია ბევრი არ გამოვიდეს Dა ასე
02.02.16 01:03 duka_duki
Kate* 190კალორია 100 გრამში
02.02.16 00:31 duka_duki
Kate* საღამოს მოგწე ეხლა სამსახურში ვარ
01.02.16 17:59 Kate*
დუკა შენს პურს რამდენი კალორიუბა აქვს 100გრამს
დამიწერე გთხოვ..
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია